აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს დიდი ისტორია აქვს. აწყური პირველ საუკუნეშივე იქცა რელიგიურ ცენტრად - აქ ანდრია პირველწოდებულმა სასწაულები მოახდინა, რის შემდეგაც მოინათლა მხარის მოსახლეობა; მათ ანდრიამ განუმწესა მღვდლები. მალევე იქნა აგებული ეკლესია. აწყურში ვახტანგ გორგასლის დროსაც აშენებულა ტაძარი. აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის დღევანდელი ნაშთები აგებული უნდა იყოს უნდა იყოს მე-10-11 საუკუნეებში, მისი განახლებული ფენა კი მე-13-14 საუკუნეში. ეს ტაძარი მრავალგზის დანგრეულა, როგორც მტრების შემოსევების, ისე მე-13 საუკუნის მიწისძვრების დროს. როგორც ცნობილია, აქ დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბრძანებული აწყურის სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.
აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს გვიან შუა საუკუნეებშიც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა - აქ მდებარეობდა სამცხე-საათაბაგოს ეპარქიების სულიერი მწყემსის - მაწყვრელი მიტროპოლიტის კათედრა. მაწყვერელი მიტროპოლიტების ნაწილი მე-15-16 საუკუნეებში სამცხის ათაბაგების გავლენით ცდილობდა, გამოჰყოფოდა დედა-ეკლესიას და მცხეთის საკათალიკოსოსგან დამოუკიდებელი საეკლესიო მმართველობა შეექმნა. ხოლო მე-16-17 საუკუნეებში სამცხე-საათაბაგო დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ, რომელმაც ყოველივე ქართულს ბრძოლა გამოუცხადა, განსაკუთრებით კი მართლმადიდებლობას. ამ დროიდან მოყოლებული, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებით გაამაჰმადიანეს, სასტიკად დაანგრიეს და მოსრეს ეკლესია-მონასტრები და ციხე-ქალაქები. ამგვარი მოვლენების დროს საბოლოოდ დაინგრა აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომლის ქვები ტაძრის ტერიტორიაზე იყო დიდხანს მიმოფანტული. მე-19 საუკუნის ავტორები სინანულით აღნიშნავდნენ, რომ ტაძრის ნატიფი ხელოვნებით შესრულებულ ჩუქურთმიან ქვებს მაჰმადიანი მოსახლეობა სახლების მშენებლობისათვის იყენებდა... ტაძრის რამდენიმე ჩუქურთმიანი ქვა ინახება ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის მუზეუმში, ზოგიერთი კი მუზეუმის შესასვლელს ამშვენებდა ახალი ციხის მშენებლობამდე (2012 წლამდე).
დღეს აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მხოლოდ ნანგრევებსა-ღა წარმოადგენს - იკვეთება მისი კედლების ნაშთები, კედლებიდან დუღაბია შემორჩენილი, დარჩენილია პერანგის რამდენიმე ქვა და დახვეწილი ჩუქურთმაც... რამდენიმე წლის წინ დაიწყეს მისი რესტავრაცია, რაც მალევე შეწყდა.
ქვემოთ გთავაზობთ 2009 წელს გადაღებულ რამდენიმე ფოტოს, რომელიც მაუწყებელია ოდესღაც აყვავებული მესხეთის ტრაგიკული ისტორიისა, მისი სულიერი და კულტურული კერების იავარქმნისა...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 11:03am
0 კომენტარი
0 მოწონება
In Diablo 4: Season 12 – Sins of the Horadrim, the journey continues with Bearing the Weight of Ghosts, the second major story quest following The Truth That Lies Within. This mission plunges players deeper into the mystery of the missing…
გაგრძელება
გამოაქვეყნა HrBrenda_მ.
თარიღი: აპრილი 16, 2026.
საათი: 5:01am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია