დეკემბერი რომ დადგა, ცის ფერის ცვალებაზე ვერაფერს ვიტყვი, ერთი ცნობილი ქართული სიმღერის მსგავსად, მაგრამ პოლიტიკური ცვლილება კი სახეზეა - გაყალბებული არჩევნები არც ისე გაყალბებული ყოფილა, თუმცა კარუსელებზე ჯერ კიდევ საუბრობენ. მთავარი ამბავი ისევ პარლამენტში შესვლა-არ შესვლას შეეხებოდა და ულტიმატუმებს და სიმტკიცეს ქუჩაში დგომით. პარალელურად პარლამენტი გახარიას გააპრემიერებს და ის კი მთავრობას დააკომპლექტებს. კოვიდ პროგნოზები საშიშად ისმის, ეგეც არ იყოს, ბრიტანელებმა ახალი კოვიდი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის გვყავს - 191063 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 161681, გარდაცვლილი - 1839, კარანტინში - 986. ერთი დოლარის ღირებულება 3.2889 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 დეკემბერი, 2020

      #Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 1337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 571 თბილისში, 212 - აჭარაში, 147 კი იმერეთში დაფიქსირდა. 49 ადამიანი გარდაიცვალა. თამარ გაბუნია - კორონავირუსის 1337 შემთხვევა გარკვეულწილად უკავშირდება შაბათ-კვირას ტესტირების დაბალ ინტენსივობას, თუმცა, გარკვეული ნიშნები სიტუაციის სტაბილიზაციის აღინიშნება. მოვუწოდებ მოსახლეობას, სიმპტომების შემთხვევაში მივიდნენ ოჯახის ექიმებთან. ეს კვირა გარკვეულწილად კრიტიკული იქნება იმისთვის, რომ დავინახავთ რა მიმართულებით მივდივართ. ნებისმიერი პირი, რომელიც ჩათვლის, რომ სჭირდება ტესტირება და ოჯახის ექიმიდან ექნება რჩევა, 200-ზე მეტი დაწესებულებაა და შეუძლია ჩაიტაროს სწრაფი ტესტირება. ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად სწრაფი მატება სიკვდილობის, იმიტომ, რომ პირველი ტალღა არ გადაგვიტანია და ეს ძალიან მშვიდად გავიარეთ. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის "რემდესივირის" საცდელი პარტია, 4000 ფლაკონი აქვს შეძენილი. ევროკავშირმა საქართველოს COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად 60 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი გამოუყო. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლოს გადაწყდება, შემსუბუქდება თუ არა მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები. 7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ - ეს პირველი ნიშნებია და დამშვიდების საბაბი არ არის. შესაძლებელია, გრიპის სეზონი წელს უფრო რბილი იყოს, ვიდრე იყო შარშან. მომავალი 2 კვირა გვექნება სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა, საკმაოდ დიდი რაოდენობაა ადამიანების კრიტიკულ მდგომარეობაში. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა დაიწყო.

      აკრძალვით ნაშოვნი ფული - პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 878 ფაქტი გამოავლინა. ბექა ფერაძის განცხადებით, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრამდე პერიოდში, 27 ობიექტი დაჯარიმდა, საქმიანობა კი 6 000-ზე მეტს შეუჩერდა.

      ვინ შიგნით და ვინ გარეთ?! - ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ადრე თავს გვჭრიდა რაიონული მასშტაბით და ახლა გვჭრის უკვე მსოფლიო მასშტაბით. ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ მაგიდის აყირავებას არ ვაპირებთ, მზად ვართ მეხუთე რაუნდისთვის. სერგი კაპანაძე - გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მეორე მხარეს იყოს გონივრულობა და რაციონალურობა. ირაკლი ქადაგიშვილი - მოლაპარაკებების შემდეგმა რაუნდმა ყველას უნდა დაანახოს, რომ პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც იწყება საუბარი, კამათი და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ვახტანგ მეგრელიშვილი - როგორც კი 38 დეპუტატი დატოვებს მანდატს, ანუ არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი, „გირჩის“ მინიმუმ 3 დეპუტატი დავწერთ განცხადებას. სერგი კაპანაძე - ირაკლი კობახიძის და მისი კოლეგების განცხადებებს ჩალის ფასი აქვს, გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი. სერგი კაპანაძის შეფასებით, გერმანიის ელჩი თავისი განცხადებით მაინც და მაინც არ უნდა ამაყობდეს, რადგან მასში ჩანს უპატივცემულობა საქართველოს დღევანდელობის და წარსულის მიმართ. ირაკლი ზარქუა - თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ მომავალი წლების განმავლობაში დაადგეს მარგინალიზაციის გზას, როგორც „ნაცმოძრაობა“ აკეთებს, ეს მათი არჩევანია. თამარ ტალიაშვილი - ელჩებთან მიმართებით ოპოზიციის მიერ გამოთქმული არაერთი რეპლიკა აცდენილია იმ კურსს, რომელსაც უნდა გამოხატავდეს ქართველი პოლიტიკოსი. დავით ბერძენიშვილი - თალაკვაძეს ბოდიშს არავინ მოუხდის, „სამართლიან არჩევნებს“ ხელი გადაუგრიხეს ან რაღაცებში გამოიჭირეს. დავით მათიკაშვილი - ყველამ აიღოს პასუხისმგებლობა, შებრძანდეს პარლამენტში და თავისი საქმე გააგრძელოს. შალვა ნათელაშვილი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტში მივიდა. ირაკლი კობახიძე - მივესალმებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ღიაობას და მადლობას ვუხდით მის ხელმძღვანელს მოწოდებული ინფორმაციისთვის - PVT ითვლის არა მხოლოდ ოქმებს, რის წარმოჩენასაც პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, არამედ ორგანიზაცია დამკვირვებლის რანგში, სრულად არის ჩართული საარჩევნო უბნებზე ხმის დათვლის პროცესში. შესაბამისად, PVT-ის და ცესკოს მონაცემების თანხვედრა არის უტყუარი საბუთი იმისა, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნები არ გაუყალბებია. სწორედ ამიტომ შეფასდა ეს არჩევნები როგორც კონკურენტული და თავისუფალი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ. ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრაზე აშშ-ის ელჩი და მამუკა ხაზარაძე იმყოფებოდნენ. დიმიტრი ხუნდაძე - იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტს და მათ შორის კომიტეტსაც, ოპოზიციის გარეშე მუშაობა არ მოუწევს. გიგა ბოკერია - ოპოზიცია მთლიანად არის მოწადინებული იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. კოტე კემულარია - სამწუხაროდ, პარლამენტის ნაცვლად, შეზღუდული შესაძლებლობის საკრებულო მივიღეთ. ალეკო ელისაშვილი - რაღაც სექტანტიზმი ჩამოყალიბდა, თუ არ იწონებ იმას, რასაც ბოკერია გეუბნება, ესე იგი ივანიშვილის მოსყიდული ხარ. გიგა ბოკერია - კობახიძე ორსვლიან მახეს უგებდა ოპოზიციას - „სამართლიანი არჩევნების“ რეპუტაცია, მიუხედავად ამ მძიმე შეცდომისა, შეუბღალავია. გიორგი ვაშაძე - სიტუაცია ძალიან მძიმეა, ყველას მოვუწოდებთ, ნუ გავაკეთებთ განცხადებებს, რომელიც პროცესს უფრო ჩიხში შეიყვანს - ყველა ოპოზიციური პარტია მოლაპარაკებისთვის მზადაა. დავით სერგეენკო - არა მარტო არასასიამოვნო, არამედ არანორმალური ვითარებაა, ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აუცილებელია - იმედია სივრცე, რაც ჯერ კიდევ არის დარჩენილი კონსესუსისთვის, ოპოზიციის მიერ სწორად იქნება გამოყენებული. მამუკა ხაზარაძე ელჩებზე - ნათლად ვუთხარით, რომ ფასილიტაციის მდგომარეობიდან უნდა გადავიდნენ საარბიტრაჟო მდგომარეობაში.

      თვალთვალის წახალისება - ხატია დეკანოიძე - თეა წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს. თეა წულუკიანი - რას ამბობთ, თურმე, ძნელია, გვარამიას ოჯახს რომ უთვალთვალებენ, მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული?!

      თურნავას ამბავნარი - 2020 წელს მთელი სახელისუფლებო გუნდის ძალისხმევა მიმართული იყო ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელებისკენ, პირველ რიგში, მოსახლეობის დასახმარებლად. პანდემიის მიუხედავად ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გარემო შევქმენით. მიმდინარე წელს ავამოქმედეთ რამდენიმე ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიქმნა. 2019 წლის ეკონომიკურმა წარმატებებმა განაპირობა, თუ როგორ ვებრძოდით 2020 წელს პანდემიას და რამდენად მომზადებულები შევხვდით ამ დიდ გამოწვევას. 2021 წელს სახელმწიფო მოხელეების სახელფასო ფონდი საკმაოდ მცირდება. წელს „აწარმოე საქართველოში" იქცა ბიზნესის დახმარების ერთ-ერთ მძლავრ ბერკეტად, განსაკუთრებით პანდემიისგან დაზარალებული სექტორებისთვის. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები განხორციელდა. თებერვლიდან საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნა იგეგმება. „ენგურჰესის“ 3-4-თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება.

      „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. გიორგი კახიანი - პრემიერობის კანდიდატს ერთკვირიანი ვადა აქვს იმისათვის, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს, თუმცა, ეს ბევრად უფრო ადრე შეიძლება მოხდეს.

      „ვეფხისტყაოსანი" ინდოეთში ჰინდურ ენაზე გამოიცა

      ჩაძინებული სამართალი - ანა ნაცვლიშვილი - სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმად ჩაეძინა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 3 წლით დანიშნული 15 მოსამართლე უვადოდ განწესდა.

      ექსპორტის ფასი - 1-ელი აგვისტოდან 13 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებულმა ვაშლის ექსპორტის ღირებულებამ 2.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თხილის ექსპორტის ღირებულებამ 65.7 მლნ დოლარი. 10 834 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა.

საზღვარგარეთულები:

      #WorldCorona2020 - დონალდ ტრამპი - კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავ. პირველი ვაქცინა გაკეთდა, ვულოცავ აშშ-ს, ვულოცავ მსოფლიოს! სომხეთში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 190 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 389 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 27 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 450 პაციენტი დაიღუპა. აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი - თუკი საკმარისი რაოდენობის მოქალაქეები არ აიცრებიან, პანდემია გაგრძელდება და გაგრძელდება. ესპანეთი კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დაწყებას 4-5 იანვარს გეგმავს. გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს.

      დონალდ ტრამპი - ჩვენი თავდაცვის კანონპროექტის ყველაზე დიდი გამარჯვებული ჩინეთია, მე ამ კანონპროექტს ვეტოს დავადებ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 86

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, დეკემბერი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters