და აი ისიც, მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს შედგა - პირველი სხდომა ჩატარდა. X-Man არ ვიცი, მაგრამ X დეპუტატები კი ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ერთი პარტიიდან იყვნენ - სულ შინაურები შეიკრიბნენ. მთელი დღე მხოლოდ ეს ერთი თემა ტრიალებდა, შესულები დარჩენილებს ეპატიჯებოდნენ, დარჩენილები კი შეუსვლელობას გამარჯვებად აღიქვამდნენ და საკუთარ მემორანდუმზე ხელს აწერდნენ. რომ არა კოვიდი, სხვა ამბავი დღეს არ გაისმებოდა. კოვიდვითარება კი ასეთია - 183099 დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებული - 150461, გარდაცვლილი - 1694, კარანტინში - 1017. ერთი დოლარის ღირებულება 3.2870 ლარი გახდა.
#Covid19GEO - საქართველოში კორონავირუსის 4146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1708 თბილისში, 313 - აჭარაში, 636 კი იმერეთში დაფიქსირდა. 37 პაციენტი გარდაიცვალა. პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 721 ფაქტი გამოავლინა.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების პარალელურად, 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტები გააფორმა. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა. მე-10 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის. პარლამენტი პირველ სხდომაზე თავმჯდომარეს აირჩევს, დააკომპლექტებს სპიკერატს და კენჭს უყრის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს. „მონა, მონა" - ამ შეძახილებით პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან „სირცხვილის კორიდორი“ ჰქონდათ მოწყობილი. "ქართული ოცნების" დეპუტატებს პარლამენტში შესვლა აქტივისტების შეძახილების ფონზე მოუწიათ. „რესპუბლიკური პარტია“ ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს და მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მიმართავს. ზაალ უდუმაშვილი - ოპოზიციამ უკვე დაამტკიცა, რომ თავისი ერთობით შეუძლია გამარჯვების მიღწევა. აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია - ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა პარლამენტის პირველ შეკრებამდე - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, განიხილონ შესაძლებლობები შეთანხმების მისაღწევად. პარლამენტის შენობასთან ერთ-ერთი აქტივისტი ზებრას ფორმაში გადაცმული მივიდა, რომელსაც ეკეთა „ბეიჯი“ წარწერით: „დეპუტატის მოწმობა 41, პარლამენტის წევრი“. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია დღეს ოფიციალურად ამბობს უარს სადეპუტატო მანდატებზე, ფასილიტატორ ელჩებთან მოლაპარაკებებს აზრი მაინც აქვს. მამუკა მდინარაძე - შემობრძანდნენ, ჩაერთონ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში და თუ 1%-იან გადახრას ნახავენ, ჩავატარებთ რიგგარეშე არჩევნებს - არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შესახებ ბრალდება შევირჩინოთ. საბა ბუაძე - საგამოძიებო კომისიის შექმნა ირაკლი კობახიძის ბოდვითი აშლილობის მორიგი ეპიზოდია. ლევან ხაბეიშვილი - „რესპუბლიკელებმა“, სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა. ირაკლი კობახიძე - დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში, ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო მუშაობას შემოუერთდება. ანზორ ბიწაძე - ეს არის რამდენიმეთვიანი პარლამენტი, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. გია ვოლსკი - უხერხულობა არსებობს მნიშვნელოვანწილად, მაგრამ გაცილებით დიდი უხერხულობა შეექმნება ჩვენს სახელმწიფოს, თუ პარლამენტი არ ამუშავდება. დავით კირკიტაძე - დარწმუნებული ვარ, „რესპუბლიკური პარტიაც“ და ყველა ოპოზიციური პარტია თავისი ამომრჩევლის დაკვეთით იმოქმედებს. დევი ჭანკოტაძე - დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ოპოზიციური პარტია მოაწერს მემორანდუმს ხელს. ხატია დეკანოიძე - ბლოკში არავითარი დაპირისპირება არ არის - დარწმუნებული ვარ, „რესპუბლიკური პარტია“ არ მიანიჭებს ლეგიტიმაციას პარლამენტს. პრეზიდენტი - ქვეყანა გათავისუფლდა ხილული ბორკილებისგან, მაგრამ უფრო მყარი აღმოჩნდა უხილავი ბორკილები. დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციისთვის განკუთვნილი ცარიელი სკამები პარლამენტის სხდომათა დარბაზში მისთვის დისკომფორტია. გიგი უგულავა - რაც დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ბაღში ხდება, არის ქართული პარლამენტარიზმის და ქართული დემოკრატიისთვის გადადგმული ნაბიჯი - შეხსენებისთვის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ოპოზიციური პარტიები, საქართველოს პარლამენტში, პარტიული სიების და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავაშირებით მემორანდუმს ხელს აწერდნენ. გიგი უგულავა - ის, ვინც არ დაწერს განცხადებას და დარჩება პარლამენტში, არ იქნება ბოიკოტი, არამედ იქნება ჩვეულებრივი შატალო. სალომე ზურაბიშვილი - დიპლომატიური კორპუსის მისამართით გაჟღერებული სამარცხვინო განცხადებები პირველ რიგში უზრდელობაა!. ნიკა მელია - ჩვენ არ ვუფორმებთ ბიძინა ივანიშვილს მოპარულ არჩევნებს. გიგი წერეთელი - ირაკლი კობახიძის გამოსვლა არასწორი გზავნილი იყო. გიორგი ვაშაძე - ნამდვილად არ არის გამარჯვება, რომ ერთპარტიული პარლამენტია შეკრებილი - ეს დიდი კრიზისისა და მარცხის ნაწილია, რომელიც ქართულმა დემოკრატიამ განიცადა. მამუკა ხაზარაძე - ბრძოლა წინ არის, არ შევეგუებით უსამართლობას და ტყუილს! მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას 88 წევრი ესწრებოდა, რითაც უფლებამოსილია მუშაობა დაიწყოს. ხატია დეკანოიძე - კობახიძე, ერთი მხრივ, აანონსებს „ნაცმოძრაობის“ რეგისტრაციიდან ჩახსნას, მეორე მხრივ, გვეუბნება, რომ შევქმნი საგამოძიებო კომისიას, ეს ფარისევლობაა. დავით უსუფაშვილი - სამწუხაროდ, ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის გამო საჭირო გახდა ამ წერტილამდე მოსვლა. ეკა ბესელია - ელისაშვილისგან მსგავსი სულმოკლეობა არ მიკვირს, მას მანდატზე უარის თქმა უჭირს. დავით ბაქრაძე - ეს არის ის მძიმე და არასასურველი რეალობა, რომელიც შექმნა „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩევნების გაყალბებამ, მათმა პათოლოგიურმა მისწრაფებამ თანამდებობისა და სკამებისკენ. ნინო ბურჯანაძე - თუ ჩვენ ახლა შევეგუებით არჩევნების გაყალბებას, საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდება და ივანიშვილის დინასტია უკუნითი უკუნისამდე იქნება. გიორგი ვაშაძე ევროპარლამენტარების განცხადებაზე - მათი მოწოდებები ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს და ამიტომაც ვარ მოლაპარაკებებში, სადაც გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ. გუბაზ სანიკიძე - ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, ბერკეტი აღარ ექნებოდა, ახლა ბერკეტი გვაქვს და ეს არის ქუჩა - იდიოტებისა და უცოდინრებისთვის მინდა ვთქვა, რომ დემოკრატიის სამშობლო არის ქუჩა. პრეზიდენტი - ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ნაწილმა აირჩია გარეთ დარჩენა - იმედს გამოვთქვამ, რომ ეს პარლამენტი შეივსება, როგორც საჭიროა. ხათუნა სამნიძე - პარლამენტში არ შევდივართ - ბლოკის წევრებს განვუცხადეთ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებდით და მათ პრობლემა არ ჰქონიათ, ჯერჯერობით, ხაბეიშვილს აქვს პრობლემა. დიმიტრი ხუნდაძე - იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შემოვა, ეს ქართული საზოგადოების დაკვეთაა. ალეკო ელისაშვილი - სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორე ხელით მოლაპარაკებაზე მიდიოდე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო? ძალიან უხერხულია. უგულავა, ბოკერია, ნადირაშვილი, ბობოხიძე, გოგორიშვილი, თარხნიშვილი და წერეთელი ვერ მოხვდნენ პარლამენტში და იმიტომ უნდათ მოლაპარაკებების ჩაშლა. შალვა პაპუაშვილი - კარგია, რომ, ჩვენი ოპონენტები, ჯერჯერობით, განცხადებებს არ წერენ და მხოლოდ მემორანდუმი გააფორმეს, ხედავთ, რომ ხიდები არ არის დამწვარი. „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. გიორგი კახიანი - დიდი იმედი მაქვს, თუ მთლიანად ოპოზიციას არა, მათ ნაწილს მაინც ვიხილავთ პარლამენტში. კახა კუჭავა - ყველა პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში, ერთხმად მოუწოდებს ოპოზიციას თავიანთი მანდატები გამოიყენონ. გია ვოლსკი თეა წულუკიანზე - პარლამენტის წევრობა, ზოგადად ჩამოქვეითება არ არის და მითუმეტეს, კომიტეტის თავმჯდომარეობა. „ქართული ოცნების“ 90-ვე წევრი ერთ ფრაქციაში ერთიანდება, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. დავით ჭიჭინაძე - მძიმე ბრძოლა გველოდება მიტაცებული ხელისუფლების დასაბრუნებლად, ერთპარტიულ პარლამენტის დასასრულებლად. მიხეილ სააკაშვილი - დღეს რაც თბილისში მოხდა, დიდი გამარჯვებაა - ეს მართლაც სასწაულია, ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. არჩილ თალაკვაძე - საზოგადოებას ვპირდებით, რომ შევქმნით ყველა პირობას, რათა 2024 წელს, საქართველომ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე გააკეთოს განაცხადი. სალომე ზურაბიშვილი - დავიღალეთ ერთ წრეზე ბრუნვით! ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით - დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება! კელი დეგნანი - გვსურს, ყველა არჩეული წევრი პარლამენტში ვიხილოთ. პრეზიდენტი - დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს. ნიკა მელია - „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მეტი განმარტება უნდა გააკეთოს, კერძოდ, თუ მოლაპარაკებები 3-4 თვე გაგრძელდება, 4 თვის განმავლობაში ისინი დეპუტატები იქნებიან? არჩილ თალაკვაძე - არჩევნებმა მრავალპარტიული პარლამენტის, დასავლური დემოკრატიებისთვის დამახასიათებელი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა მოგვცა და ეს ოპოზიციის ნაწილის ჭირვეულობის გამო არ უნდა დაიკარგოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ევროპულმა საქართველომ“, „ლელომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ სიების ანულირებასთან დაკავშირებით ცესკო-ში განცხადებები შეიტანეს. „გირჩი“ - უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე და თუ ვერ გამოვიყენებთ ელჩების დახმარებას და წარუმატებლად დავასრულებთ მოლაპარაკებას, ყველა დეპუტატი უარს იტყვის მანდატებზე. დავით ბაქრაძე - ეს პარლამენტი ვერცერთ ძირითად ფუნქციას სრულფასოვნად ვერ შეასრულებს, რაც ის სამწუხარო რეალობაა, რომელიც ქვეყანაში გაყალბებულმა არჩევნებმა შექმნა. მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიცია სულ მალე იჯდება პარლამენტში, როგორც ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება - ეს მოხდება ბევრად ადრე, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ცესკოს განკარგულებით, „მოქალაქეებისა" და „გირჩის“ გარდა საბიუჯეტო დაფინანსებას ყველა ბარიერგადალახული პარტია მიიღებს. ხათუნა სამნიძე - "რესპუბლიკურ პარტიას" ცოტა უფრო მეტი ოპტიმიზმი აქვს მოლაპარაკებებზე, ვიდრე სხვა პარტიებს. ალეკო ელისაშვილი - პარლამენტში „ოცნებიდან“ 90 მუთაქა და 60 მგელივით დაგეშილი ოპოზიციონერი ვიქნებით - მოვუწოდებ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვაწერთ ხელს და შევდივართ. იაგო ხვიჩია - ერთხელ მაინც ვერ უზრუნველვყავით, შემოთავაზება სერიოზულად განგვეხილა, იქნებ, რამე ჭკვიანურიც ეწერა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ მზითევში კობახიძე მოაყოლა.
საზღვარგარეთულები:
#WorldCorona2020 - გერმანიაში კორონავირუსის 29 875 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. სომხეთში კორონავირუსის 1 077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 პაციენტი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსით 613 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ანგელა მერკელი - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანაში ერთ პერიოდში გავრცელდება. გერმანიის შს მინისტრი - ერთადერთი შანსი სიტუაციაზე კონტროლის დასაბრუნებლად, „ლოქდაუნის“ დაუყოვნებლივ დაწესებაა. ჯანმო - დღესასწაული შეიძლება, ძალიან სწრაფად გადაიზარდოს გლოვაში, თუ COVID19-ის საწინააღმდეგო სწორ ზომებს არ მივიღებთ.
აშშ რამზან კადიროვს და მასთან დაკავშირებულ პირებს სანქციებს უწესებს.
TIME-მა წლის ადამიანებად ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი დაასახელა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თუ სომხეთი „ექვსეულის პლატფორმის“ ინიციატივას შემოუერთდება, ჩვენს ურთიერთობებში, შესაძლოა, ახალი ფურცელი გადაიშალოს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია