პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით წარსდგა, თუმცა განხილვა არ მოჰყოლია მის გამოსვლას და არც დისკუსია იყო. დღეს კორონაზე ბევრს საუბრობდნენ - შემოსული ვაქცინა ელოდება ვაქცინაციის დაგეგმვის პროცესს. წულუკიანმა რომ გვარამიას ნომერი გააპარლამენტარა, ეგეც კი განხილვის თემა იყო. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 259897, გუშინ დილის შემდეგ - 688; გამოჯანმრთელებული - 251077, გუშინ დილის შემდეგ - 788; გარდაცვლილი - 3221, გუშინ დილის შემდეგ - 13; კარანტინის რეჟიმში - 487. დოლარის ფასი ლარში - 3.3072.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 688 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 15 792 ტესტი ჩატარდა. 13 პაციენტი გარდაიცვალა. პოლიციამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 680 ფაქტი გამოავლინა. ბექა ფერაძის განცხადებით, 1719 ობიექტი შემოწმდა და 3 კვების ობიექტი დაჯარიმდა. თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, თებერვლის ბოლომდე გვექნება საშუალება გავხსნათ ვაქცინაციის ცენტრები და დაიწყოს 15 000-მდე სამედიცინო პერსონალის ვაქცინირება. კორონავირუსის დღიური დადასტურებული შემთხვევების შემცირებასთან ერთად, ჰოსპიტალური სექტორიც სერიოზულად განიტვირთა. რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი შეფასებულია და ის საკმაოდ მაღალია, ამიტომ გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია. სკოლის დახურვის შემთხვევა არ ყოფილა, ყველა სკოლამ წარმატებით დაიწყო და აგრძელებს ფუნქციონირებას. ნათია თურნავა - იმედს გამოვხატავ, რომ რესტორნები არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს, დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, მიუღებელია. ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამირან გამყრელიძე - მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებიდან 6217 ადამიანია გატესტილი და სულ 3 დადებითი შემთხვევაა იდენტიფიცირებული. სამთო კურორტების გახსნა ჯერჯერობით არ იგეგმება. კორონავირუსით შესაძლო რეინფიცირებასთან დაკავშირებით, ერთ შემთხვევაზე ლაბორატორიული, მათ შორის, გენეტიკური კვლევები გრძელდება. მხოლოდ საქართველოს კი არა, ვფიქრობ, მთლიანად მსოფლიოს ერთი წელი ან წელიწად-ნახევარი დასჭირდება, რომ დაამარცხოს პანდემია და დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4,3%-ია. მარტის განმავლობაში „ასტრაზენეკა“ უფრო სოლიდური დოზებით შემოვა. კორონავირუსით ინფიცირების გამო, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის სკოლაში სასწავლო პროცესი ორი კვირით დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. მაია ცქიტიშვილი - შეზღუდვების შემსუბუქება დამოკიდებულია არა მთავრობის, რესტორატორების ან რომელიმე სხვა სფეროს წარმომადგენლების ნებაზე, არამედ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. თენგიზ ცერცვაძე - დღესვე რომ შემოვიტანოთ ვაქცინა და ვაქცინაცია დავიწყოთ, არანაირი ხინჯი არ იქნება - შერჩეული 10 ცენტრიდან, 3 - რეგიონშია, 7 - თბილისში.
წულუკიანის საპარლამენტო „ხუმრობა“ - მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებით ადამიანის უფლებები არ დარღვეულა. ლევან თარხნიშვილი - პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ოცნების“ ლიდერები და პირადად წულუკიანი არღვევს პერსონალური მონაცემების დაცულობას და უბიძგებს ღვარძლის ნიაღვარს. ანრი ოხანაშვილი - თუ საჯარო სივრცეში მოპოვებადია კონკრეტული ინფორმაცია, რა უფლების დარღვევაზე ვსაუბრობთ? კარლ ჰარცელი - უსიამოვნების და გაკვირვების განცდა დამეუფლა - პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და არაეთიკურად ვთვლი
მანდატების შეფასება - სოზარ სუბარი - მანდატების შეწყვეტის საკითხი შეიძლება დადგეს ნებისმიერ წუთს - ბევრი ოპოზიციონერი ღიად აცხადებს, რომ მზადაა პარლამენტში შემოსასვლელად. ორი ოპოზიციური პარტია არის პარლამენტში, მალე დაინახავთ, რომ პარტიების თუ ცალკეული პოლიტიკოსების რიცხვი გაიზრდება. ლევან თარხნიშვილი - ეს იყო შიშის ფაქტორი, რადგან “ქართულ ოცნებას” არ სურს დააფიქსიროს პარტნიორებთან, რომ აქვთ ერთპარტიული პარლამენტი. ანრი ოხანაშვილი - ვისაც როგორ სურს, ისე შეაფასოს - არ ვთვლი მიზანშეწონილად, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო. მაია ციქიტიშვილი - ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მოლაპარაკებებისთვის მზაობა გვაქვს - ამ მოლაპარაკებების შედეგიცაა მათ შორის ის, რომ დღეს სამი პარტიაა პარლამენტში წარმოდგენილი. გია ვოლსკი - ვფიქრობ, მოლაპარაკებას კვლავ უნდა დავუტოვოთ კარი ღია. ნათია თურნავა - შემობრძანდნენ პარლამენტში, ნუ გაურბიან საპარლამენტო მუშაობას. კელი დეგნანი - იმედი მაქვს, იმ საკითხების მოგვარების გადაუდებლობა, რაც ამომრჩევლებს აწუხებთ, პარტიებს უბიძგებს, კომპრომისს მიაღწიონ და მოვიდნენ პარლამენტში მუშაობის დასაწყებად. კარლ ჰარცელი - პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოპოზიციისთვის მანდატები არ გაეუქმებინა, რაც სწორი ნაბიჯი იყო, ეს წინაპირობაა, რომ მოლაპარაკების გაგრძელების დინამიკა შენარჩუნდეს. გზავნილი რჩება ის, რომ ყველამ გავაგრძელოთ მუშაობა - თუმცა მნიშვნელოვანია, ასევე დავფიქრდეთ, რამდენად სასარგებლო იქნება ჩვენი როლი, დიალოგის ფორმატი მომავალი დღეების ან კვირების განმავლობაში. მამუკა ხაზარაძე - ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე - უნდა შედგეს დიდი ეროვნული შერიგება!
პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა - არჩილ თალაკვაძე - გვაქვს მოცემულობა, როცა ოპოზიციას არ სურს იყოს ოპოზიცია, რაც დემოკრატიული სისტემებისთვის წარმოუდგენელი ანომალიაა. ის რომ გაგვეკეთებინა, რასაც ჩვენგან რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა და არჩევნები 2024 წლის მოდელით ჩაგვეტარებინა, პარლამენტში დღეს „ოცნებას“ კიდევ უფრო მეტი მანდატი ექნებოდა. მოსმენა დასრულდა, თუმცა მის მიერ წარდგენილი მოხსენების გარშემო დისკუსია არ გამართულა, რასაც რეგლამენტი ითხოვს. ჩვენი სურვილია, პარლამენტი ზუსტად ისეთი სახით იყოს წარმოდგენილი, როგორც ის საზოგადოებამ აირჩია - ამიტომ მივიღეთ მართებული გადაწყვეტილებები და კარი ჯერ კიდევ ღიაა. პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციაზე მუშაობას გეგმავს.
ახალი პარლამენტარი - ალეკო ელისაშვილი - ჩემთვის ყველაზე საინტერესოა რას ფიქრობს პარლამენტის თავმჯდომარე, აპირებს თუ არა შემოუჭიროს მთავრობას, ასევე პარლამენტსაც ქამრები. ბოლო დროს ოპოზიციის კრიტიკით ვარ დაკავებული, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი იყო, როცა „ოცნება“ საარჩევნო ცვლილებებს იხილავდა, ოპოზიცია სხდომათა დარბაზში არ იყო. პარლამენტი ერთპარტიული არ არის, ჩვენ თუ პარტიად არ აღგვიქვამთ, კი ბატონო. ძალიან უცნაური და არასასიამოვნო რამ მოხდა, სიტყვა მინდოდა და არ მომცეს, მინდოდა, საერთო ოპოზიციური მონაპოვარი დამეცვა. გმინავს და იძახის გიორგი ვაშაძე მემორანდუმი არ ვარგაო, ჩვენ არ ვართ მაგრები, თვითონ ხომ არის ლომი და ვეფხვი, ჩაწეროს ლომებრ პუნქტები.
„საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 27%-ით, თევზეული 10%-ით, რძის ნაწარმი 9%-ით, პური 7.5%-ით გაძვირდა.
კალაძის გეგმები - უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღეში ვაკის პარკი სრულად ჩაიკეტება. კახა კალაძემ მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კახაბერ გულედანი წარადგინა. წელს თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. „თბილისის პარკინგის“ თანამშრომლები გავაფრთხილეთ, დაჯარიმებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი ამ რთულ ვითარებაში, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ქალაქში ქაოსი და განუკითხაობა უნდა იყოს? დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ იმ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზეც, რომელთაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები აქვთ. ჩვენი პრიორიტეტია რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცის შექმნა ქალაქში.
პატივი თურქებს - თურქეთიდან მოქალაქეები საქართველოში გამარტივებული წესით შემოვლენ.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - აშშ-ში კორონავირუსის 110 679 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 389 ადამიანი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა. Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 104.6 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. რუსეთში კორონავირუსის 16 474 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 526 ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 162 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია