გაზაფხული შემოსულა პარლამენტში. საგაზაფხულო სესია ჰიმნით დაიწყო და დღეს ელისაშვილის პირველი დეპუტატობა იზეიმეს - ან განიკითხეს. განკითხვა იყო პარლამენტის წინ და პარლამენტის შიგნით, თავად ელისაშვილი კი თავაწეული შევიდა და გამოვიდა კანონმდებელთა შეკრების ადგილიდან. დღეს სულ ამაზე საუბრობდნენ. კორონავირუსის ამბავი ასეთია - დადასტურებული შემთხვევა - 259209, გუშინ დილის შემდეგ - 858; გამოჯანმრთელებული - 250289, გუშინ დილის შემდეგ - 580; გარდაცვლილი - 3208, გუშინ დილის შემდეგ - 14; კარანტინის რეჟიმში - 480. დოლარის ფასი ლარში - 3.3072.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 17 271 ტესტი ჩატარდა. 14 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 805 ფაქტი გამოავლინა. თენგიზ ცერცვაძე - კოვიდგადატანილ ავადმყოფებს შემთხვევათა 1/3-ში უვითარდებათ, ან რჩებათ მთელი რიგი სიმპტომები. ამირან გამყრელიძე - შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადის მიერ აცრები განხორციელდება.
თვითნებობა კოვიდში - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი - 6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გაიხსნება.
დახასიათება - EBRD-ის პრეზიდენტი გიორგი გახარიას - ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ მიზანდასახულობით, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება გამოხატავს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის დაძლევის საქმეში. ნათია თურნავა - EBRD არის ქართველი ხალხის და საქართველოს ბიზნესის ძალიან კარგი და საიმედო პარტნიორი.
გამოტანილი მილიონები - სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
მანდატები დარჩათ არჩეულებს, ელისაშვილი შევიდა და პარლამენტის გაზაფხული დაიწყო - ალეკო ელისაშვილი - ოპოზიცია უნდა გამოვიდეს თავისი სიტყვების მძევლობიდან, ყველა არის გაჭედილი თავის სიტყვებში და პოზიციებში - მოეშვან! ნამდვილად თავაწეულები შემოვედით პარლამენტში. კარგია, რომ “ქართულმა ოცნებამ" შანტაჟის ენით საუბარი დაასრულა, ახლა ოპოზიცია პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს. დიახ, არჩევნები გაყალბდა, ამ დარბაზშიც იმიტომ ვართ, რომ გვინდა, 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები. ამ დარბაზამდე მძიმე გზა გამოვიარეთ: დინების საწინააღმდეგოდ წასვლა, აღმაცურვა, ბევრი სირთულის გაძლება მოგვიწია, მაგრამ გვინდა პარლამენტში ხალხის პრობლემები ისმოდეს და აქ ამიტომ ვართ. ლევან იოსელიანი - ჩვენ სინდისთან მართლები ვართ. ზურა ჯაფარიძემ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ოპოზიციის ნაწილს არ უნდა შეთანხმების მიღწევა. დიმიტრი ხუნდაძე ელისაშვილს - თან ამბობთ, რომ გავლენის ქვეშ არ ხართ და თან აშკარად შემოყოლილი გაქვთ ეს გავლენა, რომ არჩევნები გაყალბდა. თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს - მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ, ჩემი ნომერი არაა, ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ, შემდეგ ამაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. ჩვენ თავს ვიკავებთ უფლებამოსილების შეწყვეტისგან, მობრძანდით, დაბრძანდით, თუ ამის შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ არ გაქვთ - როცა ცვედანი ხარ, ვერ გექნება პოლიტიკური შესაძლებლობები. ლევან იოსელიანი თეა წულუკიანს - თქვენ გვარამიას ნომერი გამოგვიცხადეთ, რომელიც ისედაც გვაქვს, კარგი იქნება, თუ თქვენ ნომერს გამოაცხადებთ. სწორი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ მე და ალეკო კი არ ვისხდეთ პარლამენტში და კიდევ 4 ადამიანი, არამედ მთელი ოპოზიცია, რომელიც შეძლებს რეალური პოლიტიკური კლიმატი შექმნას. პარლამენტმა 51 ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტა. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტთან ნაგვის ურნა მიიტანეს, რომელშიც ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანის ფოტოებია მოთავსებული. ახალგაზრდული ფრთის წევრებმა პარლამენტთან ქაღალდისგან დამზადებული ჯიხური მიიტანეს წარწერებით: „მანდატები იაფად“, „გია ვოლსკის სადღეგრძელოები 2 ლარად“. ირმა ნადირაშვილი - თუ დღეს არ შეუწყვეტენ დეპუტატებს უფლებამოსილებას, ეს იქნება კიდევ ერთი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომ გააგრძელოს ვაჭრობა ადამიანების პარლამენტში შეთრევაზე. სინამდვილეში ეს არის დრო „ქართული ოცნებისათვის“, რომ პარლამენტში, დახლს ქვემოთ ვაჭრობა გააგრძელონ. დავით ზილფიმიანი - ჩვენ მანდატების გაუქმებას მხარს არ დავუჭერთ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს კენჭისყრაზე ჩააგდებს. ხათუნა ლაგაზიძე - კარლ ჰარცელის მოწოდება არა მარტო კარის ღია დატოვებისკენ არის მიმართული, არამედ მოლაპარაკების გაგრძელებისკენ. ირაკლი კობახიძე - მხედველობაში მივიღეთ ის გარემოება, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს მხარი ამომრჩევლის 39%-მა დაუჭირა და მათ მივეცით კიდევ ერთი შესაძლებლობა, პატივი სცენ მხარდამჭერების ნებას. დღევანდელი გადაწყვეტილება არ ნიშნავს ჩვენი დამოკიდებულების ცვლილებას რადიკალური ოპოზიციის მიმართ. რადიკალური ოპოზიცია პარლამენტის საბოტაჟს ცდილობს, თუმცა კონსტიტუციას შეუძლია ამ მცდელობას ეფექტური ინსტრუმენტები დაუპირისპიროს. გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. ვახუშტი მენაბდე - უმრავლესობა ვალდებულია ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს - პარლამენტის წევრებს საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. ირაკლი ზარქუა - ვისაც უნდა შემოვიდეს პარლამენტში, ვისაც არ უნდა, თავი დაგვანებოს. შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას საკუთარმა ამომრჩეველმა დრო მისცა იმისთვის, რომ მანდატები მიიღოს და თუ ამ დროს არ გამოიყენებს, პასუხს ასევე საკუთარი ამომრჩევლები მოსთხოვენ. ზაალ უდუმაშვილი - „ოცნება“ ცდილობს, დრო გაწელოს, რათა ოფიციალურად არ გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი, თუმცა, ეს ჩვენს გეგმებს ვერ შეცვლის. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციის გადაწყვეტილებას, რომ „საბოტაჟი გამოუცხადონ საპარლამენტო მუშაობას და დემოკრატიას“ საპარლამენტო პროცედურა დაუპირისპირეს. ყველა მათგანს, მათ შორის, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და ლიდერებს მივეცით საშუალება დაფიქრდნენ, რამდენად სწორია მათი გადაწყვეტილება. მემორანდუმს ხელი მოვაწერეთ და დამატებით დამუნათება არ გვჭირდება, რაზეც ხელი მოვაწერეთ, იმ ვალდებულების შესრულებას ზედმიწევნით მივყვებით. ზურაბ ჯაფარიძემ გათქვა ოპოზიციის გეგმა, ჩვენ ამას დიდი ხანია ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიციის თვითმიზანია არ შემოვიდნენ პარლამენტში და არ შედგეს არანაირი შეთანხმება. სხვა არგუმენტებთან ერთად, მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო კარლ ჰარცელის მოწოდება, რის გამოც თავი შევიკავეთ ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტისგან. ანრი ოხანაშვილი - რიგი ოპოზიციური ჯგუფები ბოლო ორი კვირის განმავლობაში გვთხოვენ, რომ არ მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება მათთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას. ირაკლი ქადაგიშვილი - დესტრუქციულად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს დესტრუქციის ესკალაციის შესაძლებლოა არ უნდა მიეცეთ. ავთანდილ დემეტრაშვილი - ვფიქრობ, რომ ეს იქნება, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, სადაო გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრება აუცილებლად მოხდება საკონსტიტუციო სასამართლოში. რომან გოცირიძე - აბსოლუტურად გაუგებარია „ოცნების“ ქცევის მოტივები - ღილაკს ისინი აჭერენ ხელს, ჰა ღილაკი და ჰა მოედანი, დააჭირეთ და დამთავრდება. გიორგი ვაშაძე მანდატების საკითხზე - “ქართულმა ოცნებამ” ეს საკუთარი თავისთვის გააკეთა, საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის მიიღეს ეს გადაწყვეტილება. დავით ჭიჭინაძე - დანარჩენი 20 დეპუტატის შეყვანა კი არა, 2-3 თვეში კობახიძეს „ოცნებიდან“ გაქცეულებზე მოუწევს დარდი. გიგი უგულავა - აირია "ქოცისტანი" და კენჭისყრა ჩააგდეს - როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ამბობდნენ: კრემლმა უკან დაიხია, ახლა მთავარია ბოლომდე მივაწვეთ. თაკო ჩარკვიანი - დღეს ელისაშვილს როგორც სალახანას ისე მოექცნენ. ბადრი ჯაფარიძე - 54 ადამიანს უნდა პარლამენტში შესვლა, ოღონდ პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
გია ვოლსკი დავით-გარეჯის საკითხზე - დააშავა სისტემამ და ამას საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს.
ფარცხალაძეს არ უცემია - ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ლაშა თორდიას ცემის საქმეზე სასამართლომ გაამართლა. სერგი კაპანაძე - ფარცხალაძის გამართლება არის ნათელი დადასტურება, რომ არანაირი სასამართლო ამ ქვეყანაში არ არსებობს.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 პაციენტი გარდაიცვალა. ანგელა მერკელი - განცხადება, რომ მესამე კვარტლის ბოლოსთვის ვაქცინაციას ყველა მოქალაქეს შევთავაზებთ, ძალაში დარჩება. Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 101.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. რუსეთში კორონავირუსის 16 643 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 539 ადამიანი გარდაიცვალა. აშშ-ში კორონავირუსის 130 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 881 ადამიანი გარდაიცვალა. საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალ The Lancent-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რუსულმა ვაქცინამ Sputnik V-მ კლინიკური ცდის საბოლოო ეტაპზე კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-იანი ეფექტურობა აჩვენა. აზერბაიჯანში კორონავირუსის 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა.
ჩინელი დიპლომატი - შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს.
ნავალნი პატიმარია - დიმიტრი პესკოვი - კრემლი ელოდება, რომ ევროპული დიპლომატია სისულელეს არ ჩაიდენს და რუსეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მომავალს ნავალნის არ დაუკავშირებს. მარია ზახაროვა - ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესზე უცხოელი დიპლომატების დასწრება რუსეთის ფედერაციის შიდა საქმეებში ჩარევაა. სასამართლომ ალექსეი ნავალნი 3.5 წლით საერთო რეჟიმის კოლონიაში გაამწესა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
მთავარი ამბავი გამოტოვეთ? )) მას შემდეგ რაც გია ვოლსკიმ მელაშვილზე თქვა - სპეციალურად დაატარებენ საზ. თავშეყრის ადგილებში, რათა ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოსო, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა - გია ვოლსკი საცემია დღევანდელი განცხადებისთვის, კაცი რომ ვიყო, ვცემდი.
ანზორი ვინ არის?
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
3 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
3 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია