ქუჩაში მიდიოდა ორსული ქალი; ერთი ბავშვი ხელში აეყვანა, მეორეზე ხელი ჩაეკიდა, სულ უფროსი, ასე ექვსიოდე წლის, კაბის კალთაზე ხელჩაფრენილი მიყვებოდა; მომავლისათვის საიმედო სურათმა გენეალოგიური ხის ასოციაცია შემიქმნა.

      გზის გადაჭრისას ქალი ძალიან ფრთხილობდა, მძღოლმაც გამოიჩინა სიფრთხილე.

      ვიღაც მუშა "კაჭკაზე" მარჯვედ ხელებჩაფრენილი ტვირთს მიარბენინებდა ნაბიჯაჩქარებული მეპატრონის ფეხდაფეხ. მუშას სახეზე უნებური, რაღაც მექანიკური ერთგანზომილებიანი მიმიკა უთამაშებდა და შეიგრძნობდი, რომ ეს იყო სიკვდილის მოგერიების დაუოკებელი ჟინსწრაფვა-სიცოცხლე "კავკასიური ცარცის წრეში" იყო...

      ახალგაზრდა ქალს თავზე უკეთ მოვლილი ძაღლი მიუყვებოდა ყელსაბამით.

      ...ქუჩის ურნასთან მშიერი ძაღლი ორ ფეხზე შედგა: ურნიდან ორი-სამი შეშინებული კატა ამოხტა.

      მრავალსარულიანი მშენებარე შენობის მუშები შინ ხვალეზე დამძიმებული ფიქრით მიდიოდნენ... ბირჟის მუშები კი სევდიანი თვალებით ტოვებდნენ დღის ბოლოს ბირჟას. ზოგი ღვინით წაღმა ფიქრისთვის "შემზადებულიყო".

      ბევრი კმაყოფილი სახეც გამოდიოდა მაღაზიიდან.

      ეკლესიის ზარმა ხალხს ღმერთი შეახსენა.

2015 წ.დეკემბერი

ნათელა გორგოშაძე-დუმბაძისა

ნახვა: 998

ტეგები: Qwelly, აზდაკი, ბლოგი, გენიალოგია, ნათელა_გორგოშაძე-დუმბაძე, სიცოცხლე, ქველი, ღმერთი

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

U4GM WoW Forever Thursday Owlbeast Gold Farming

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ნოემბერი 12, 2026.
საათი: 6:15am 0 კომენტარი

In WoW Forever, the Hinterlands owlbeast route targets Giant Eggs while offering leather and other saleable loot. A November 10 market snapshot valued the main drops at about 28 gold per 100 kills, before coins, grey items and Skinning. Check…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters