შტორმი-წვიმა და თოვლი იწყება - სინოპტიკოსების თქმით საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, მთაში - თოვლი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი. თუმცა იქამდე, დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობას ზეიმობს.
სტრუქტურული ცვლილებები - ოთარ კახიძე - მთავრობა სტრუქტურულ ცვლილებებს მოუმზადებელი ახორციელებს.
მონიტორი საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ზურაბ აბაშიძე - საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს ორ კვირაში გაიმართება. ზურაბ აბაშიძე - რაც უფრო რთულია მეზობელი, მით უფრო დგება დიალოგის აუცილებლობა.
ძვირი ტაშ-ფანდურა - თამაზ მეჭიაური - თიანეთის გამგეობამ დეპუტატის რესტორანს ტაშ-ფანდურის და ერთი ოფიციალური სადილისთვის 8 ათას ლარზე მეტი გადაურიცხა.
კახაბერ გვანცელაძე - ბაგა-ბაღების აღმზრდელები და პედაგოგები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობას კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ.
უკრაინიდან დეპორტაციის ხმაურიანი საქმე - კიევიდან დეპორტირებული ქართველი ოპერატორი უკრაინისა და ევროპის სასამართლოებისთვის მიმართვას აპირებს. სერგო რატიანი - ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად არაფერი გააკეთა.
კარგი ხელფასები იურისპუდენციაში - სასამართოს დავმჯდომარის და 8 მოსამართლის სარგო - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა 9 თვეში 494 100 ლარის თანამდებობრივი სარგო, 222 382 ლარის დანამატი და 90 150 ლარის პრემია მიიღეს.
თბილისის მომავალი ქუჩები - თბილისის მერის მოადგილე - რამდენიმე დღეში ორბელიანის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. ვაშლიჯვრიდან გელოვანის ქუჩის მიმართულებით ესტაკადა გაკეთდება, გმირთა მოედნიდან ”ლაგუნა ვერეს” მიმართულებით კი გზა გაფართოვდება. ირაკლი ბენდელიანი - შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს, ვიცით, მისი მნიშვნელობა, ეს პირდაპირ კავშირშია საცობებისგან გათავისუფლებასთან. კახა კალაძე - დედაქალაქი ზამთრის პრობლემების გასამკლავებლად მზად არის. ირაკლი ბენდელიანი - დედაქალაქის შუაგულში ელიავას ბაზრობა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღესაა, არ უნდა არსებობდეს - კერძო მესაკუთრეებს ალტერნატიულ ფართებს შევთავაზებთ. ირაკლი ბენდელიანი - მერიამ ”სითი პარკს” დარღვევებზე მიუთითა, გამოსწორებისთვის ვადა მისცა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამისად ვიმოქმედებთ. კახა კალაძე - ლილოს ნაგავსაყრელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ის პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრებლებისთვის. თბილისში ზამთრის სეზონისთვის 3500 ტონა ტექნიკურ მარილს შეიძენენ. კახა კალაძე - თუ მოხდება მიწისქვეშა გადასასვლელების იჯარით გასხვისება, ხელშეკრულებაში მათი მოვლა-პატრონობა აუცილებლად ჩაიდება.
დასაქმების ველი - დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი - საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნაა სურსათის სფეროს ტექნოლოგებზე, აგრონომებზე და შემდუღებლებზე.
საქართველოს ხმა ევროპაში - დიმიტრი ცქიტიშვილი - შევეცადეთ, ევროსაბჭოს დელეგაციისთვის გვეჩვენებინა ის გამოწვევები, შესაძლებლობები და წარმატებები, რაც საქართველოს აქვს. დიმიტრი ცქიტიშვილი - აშშ-ს გადაწყვეტილება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა.
ოკეანის გადაღმელი მეგობარი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას მხარი დაუჭირა. გიგა ბოკერია - აშშ-ს მთავრობამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მშვიდობის დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი სესიაშვილი - Javelin არის თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ჩვენ ჯარს ძალიან სჭირდება. თინა ხიდაშელი „ჯაველინების“ მიღებაზე - მეამაყება, რომ 2016 წელს შევძელით ხელშეკრულების ბოლომდე მიყვანა და რეალობად ქცევა. იან კელი Javelin-ის მიღებაზე - ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს უფლებას საკუთარი თავდაცვის შესახებ თავად მიიღოს გადაწყვეტილება.
საზღვარგარეთულები:
მერკელის სიმაგრე - გერმანიის კანცლერი გადადგომას არ გეგმავს. ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში ახალი არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭირა.
მადლობა პუტინს - ბაშარ ასადმა ვლადიმერ პუტინს სირიელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა. ვლადიმერ პუტინი - სირიის სამთავრობო ჯარები ქვეყნის ტერიტორიის თითქმის 98% -ს აკონტროლებენ. სერგეი ლავროვი - ვაშინგტონი სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებებს ზოგჯერ თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს. სირიაში დამარცხებული ისლამური სახელმწიფო - ირანის პრეზიდენტმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შესახებ განაცხადა. საპირწონედ - Google რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს.
ამერიკის ბლოკი - დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ კორეა ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შევიდა. აშშ-ს ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოს მიმართა, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ტრამპის ბრძანება ძალაში შევიდეს.
მუგაბეს ინპიჩმენტი - ზიმბაბვეს მმართველი პარტია პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ნორვეგიაში ნატო-ს წვრთნებზე მომხდარი ინციდენტის გამო თურქეთი ალიანსთან კავშირის გაწყვეტას არ აპირებს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია