ნოემბერი ზამთროპას აპირებს და რაც აქამდე სითბოსა და მზის სხივებში გვანებივრა, სინოპტიკოსების ცნობით, 22 ნოემბერიდან საპირისპირო მოხდება - წვიმები, სიცივე და უკვე დედაქალაქშიც თოვლს ველოდებით.
სამინისტროების გაერთიანება-გაუქმება, თავისთავად კადრებზე აისახება - მიხეილ ჩხენკელი - ოპტიმიზაცია საკადრო შემცირებასაც ითვალისწინებს. მიხეილ გიორგაძე - დაგეგმილი ოპტიმიზაცია გულისხმობს როგორც საკადრო, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას. მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს, სავარაუდოდ, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. გენადი არველაძე - ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოეს დროში დავასრულებთ ოპტიმიზაციის პროცესს. ფინანსთა ახალმა მინისტრმა არც ერთი მოადგილე არ შეცვალა. ზურაბ ჭიაბერაშვილი - თუ მთავრობა არ იტყვის რა თანხები დაიზოგება ამ ცვლილებებით, მაშინ ეს რეორგანიზაციაც ისეთივე უშედეგო აღმოჩნდება, როგორც ყველა სხვა წინა მცდელობა.
წარმატების შეუძლებლობა ბიუჯეტის გარეშე ანუ ფული მერიაში - კახა კალაძე - შეუძლებელია ვისაუბროთ წარმატებებზე, თუ ბიუჯეტი არ მოვიყვანეთ ერთიანობაში იმ ხედვებთან, რაც დაანონსებული გვქონდა. კახა კალაძე - სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება ყველა მიმართულებით. კახა კალაძემ მერიის სამსახურებს სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებების გატარება დაავალა. დედაქალაქის მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველი სხდომა გამართა. ცაიშის ქუჩა #36-ში მცხოვრებლებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდებათ. კახა კალაძემ ბაგა-ბაღების სააგენტოს, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“, არქიტექტურის სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელები დანიშნა. თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს. კახაბერ გვანცელაძე - ჩემი პირველი რიგის ამოცანა ბაღებში თანამედროვე სტანდარტების ინტეგრირება და ახალი ბაღების მშენებლობა იქნება.
მსუყე დახმარება საქართველოს - საქართველოსთვის 45 მლნ ევროს ოდენობით დახმარების საკითხს ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტი განიხილავს.
#ნარკოპოლიტიკა - კოტე ლაბარტყავა - ნარკომანია ქრონიკული დაავადებაა, ნარკოტიკების მოხმარებაზე ციხეებში აღარ უნდა გავამწესოთ, ამ ადამიანების ბედს სპეციალური კომისიები განსაზღვრავს. სიგარ-ბარის გახსნისთვის საჭირო ლიცენზიის აღება 15 ათასი ლარი ეღირება. დიმიტრი ხუნდაძე - ნარკოპოლიტიკის რეფორმა ქვეყანას სჭირდება, მაგრამ გააჩნია რას ავიღებთ საწყისად და რის შეცვლას ვაპირებთ.
გაძვირებული მედიკამენტები - აკაკი ზოიძე - ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამლებზე ფასები მომატებულია დაახლოებით, 15%-ით და ეს შემაშფოთებელია.
უკრაინული გამოძევებები - სერგი კაპანაძე - როგორც მინიმუმ, იმის უკეთ ჩვენება შეიძლებოდა, რომ საგარეო უწყებას უკრაინაში მყოფი ქართველების ბედ-იღბალი აღელვებს. სალომე სამადაშვილი - საგარეო უწყება იქიდან გამომდინარე იცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, თუ რა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ მათ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან "ნაციონალურმა მოძრაობამ" უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის გამო საპროტესტო აქცია გამართა. “ნაციონალური მოძრაობა" უკრაინიდან ქართველების დეპორტაციის საკითხზე მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტში იბარებს. „ნაციონალური მოძრაობა” - ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეების ბედისადმი გულგრილობა და დანაშაულებრივი უმოქმედობა გამოავლინა.
საზღვარგარეთულები:
დეპორტაციები უკრაინიდან. ექს პრეზიდენტის უკრაინული ცხოვრება - მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი ოპერაციაა. მიხეილ სააკაშვილი - როგორც ჩანს, ბინაში შეტაკება მოხდა, რადგან ბინა სისხლის შხეფებშია. კიევიდან დეპორტირებული ოპერატორი - სპეცრაზმელებმა სახეში ჩამარტყეს პისტოლეტი, ფეხებს მირტყამდნენ, თვალები ამიკრეს და ასე წამიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. უკრაინა იმედოვნებს, რომ აშშ-სგან თავდაცვით იარაღს მიიღებს. მიხეილ სააკაშვილი მზადაა, უკრაინაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების პროცესს უხელმძღვანელოს. მიხეილ სააკაშვილი - უკრაინიდან ჩემს გაძევებას უშუალო გარემოცვაზე დარტყმით ცდილობენ. მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოს ჩემი ეშინია, ვინაიდან უკრაინა მასზე ძლიერ მიყვარს და მისგან განსხვავებით, არასდროს გამიძარცვავს ეს ქვეყანა. მიხეილ სააკაშვილი - არ მეშინია საქართველოში წასვლის, თუ გამაგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, რომ მალე თავისუფლებაზე ვიქნები.
ტრამპი კედელს აბრუნებს - დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ მექსიკასთან საზღვარზე კედელი უნდა აშენდეს. The Washington Examiner - გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთისა და ტრამპის საარჩევნო შტაბის გარიგება ვერ დაადგინეს.
ანტიისლამურსახელმწიფოებრიობა - ავიგდორ ლიბერმანი - „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შექმნილმა კოალიციამ თავისი თავი ამოწურა, „ისლამური სახელმწიფოს“ შემდეგ ირანია.
ისრაელი მსოფლიო სარბიელზე - ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ბევრ არაბულ ქვეყანასთან აქვს საიდუმლო კონტაქტები.
პრეზიდენტს პარტიის ხელმძღვანელობა სურს - ზიმბაბვეს პრეზიდენტი მმართველი პარტიის ხელმძღვანელის პოსტის დაბრუნებას გეგმავს. CNN - ზიმბაბვეს პრეზიდენტი თანამდებობიდან წასვლის პირობებს დათანხმდა.
ისლამური შვეიცარია? - შვეიცარიის “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ისლამის შვეიცარიის ოფიციალურ რელიგიურ მიმდინარეობად გამოცხადებას ითხოვს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა mary_მ.
თარიღი: ივლისი 14, 2026.
საათი: 11:36am
0 კომენტარი
0 მოწონება
Super Earth's latest campaign has reminded players that Helldivers 2 Items are more than simple rewards, because the right equipment can completely change how…
გაგრძელება
გამოაქვეყნა LunarTitan_მ.
თარიღი: ივლისი 14, 2026.
საათი: 10:46am
0 კომენტარი
0 მოწონება
Building a competitive roster in Madden NFL 27 requires smart planning, strong decision-making, and access to the right player cards. As an experienced player, I know that elite cards can completely change the way a team performs, from improving…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია