ერთი რუხი მგელი დაბერდა, დაჩაჩანაკდა, მუხლმა უსუსტა, კბილებიც კი დაუცვდა

და გადაწყვიტა: მეყო მგლობა, ბოროტებას დავანებებ თავს და სიკეთის გზით ვივლი: ვიმარხულებ, მოვინანიებ, ვინძლო გატეხილი სახელი მოვიშორო და ზნეკეთილისა დავიმკვიდროო.

უნდა ტყის ბინადარი ამცნოს, მგლობას თავი დავანებე,ნურაფრის შიში გექნებათ, ცა ქუდადაც თქვენი იყოს და დედამიწა ქალამნადო. გაიგეთ, დაიჯერეთ, რომ აღარავის ვერჩიო.

მაგრამ, ვის გინდა რომ გააგებინო.დაინახავენ თუ არა, ყველა თავქუდმოგლეჯილი კისრიტეხით გარბის.

- ნუ გეშინიათ, ის აღარა ვარ, რაც ვიყავი, ის აღარა ვარ, რაც გახსოვართო!

- მაშინ, ვინ ხარო? _მოაძახეს

- მგელი ვარ, მაგრამ რაც ვიყავი, ის აღარაო

- მაშინ, ვინ? კურდღელი, შველი, ჯეირანი თუ ირემიო?

- მგელი, მაგრამ კეთილი, მარხული, ლმობიერი...

შეჩერდნენ და დააჩერდნენ. არავითარი ისა და ესა, ხედავდნენ _მგელია. მოკურცხლეს და გაუჩინარდნენ. დადის საწყალი, დაძუნძულებს და დაყმუის:

- გაიგეთ, ის აღარა ვარ. გაიგონეთ, მგელი ვარ, მაგრამ ის, რაც ვიყავი, აღარა ვარ, სათნო ვარ, ალალ-მართალიო!

ვინ დაგიჯერებს; მგელი იყო და იძახო _ მგელი არა ვარო!

ოტია იოსელიანი

ნახვა: 2800

ტეგები: Qwelly, ამონარიდები, ბლოგი, იოსელიანი

თათია: ნოემბერი 5, 2012||4:00pm

"სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია ოო "

lia (baia) beriani: ნოემბერი 5, 2012||4:02pm

xoo zustad)) dzan momwons es andaza))

თათია: ნოემბერი 5, 2012||4:05pm

მეც :))

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

U4GM CFB 27 Rotation Tips for a Hard November

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ნოემბერი 7, 2026.
საათი: 6:59am 0 კომენტარი

November can turn a promising Dynasty season into a test of endurance, especially when three formidable opponents arrive within four weeks. While resources such as College Football 27…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters