ცხოვრების ხანმოკლეობის გამო ნუ დაველოდებით სასწაულების მოხდენას. რაში მდგომარეობს ბედნიერება? როდის ვეძებოთ იგი? ამაში ჩვენ უბედურება დაგვეხმარება. როდის იწყება მისი ძებნა? იქნებ ბავშვობაშივე, მაშინ როცა ჯერ კიდევ არ ვიცით, რომ უბედურებაც არსებობს ამქვეყნად... ბავშვობაში ვამბობთ: ბედნიერები ვიქნებით თუმცა სიმართლე სულ სხვაა. არ არსებობს უკეთესი დრო ბედნიერებისათვის, ვიდრე ეს დღე, ეს წუთი და ეს წამია.

      სიცოცხლე იმდენად ხანმოკლეა რომ არ უნდა მოვიკლოთ სულ ცოტა ბედნიერებაც კი... ვენ მთელი ცხოვრება ველოდებით ბედნიერებას, შეგვიძლია ვთქვათ აი ეს და ეს თუ მოხდება ბედნიერი ვიქნები ! მაგრამ რა იქნებოდა ცხოვრება ამ ლოდინის გარეშე? ბედნიერებას ლოდინის შემდეგ ვაფასებთ, ბედნიერებას სევდის შემდეგ ვაფასებთ. "ადამიანის უმეტესობა ბედნიერია იმდენად, რამდენადაც გადაწყვეტენ, რომ ბედნიერები იყვნენ. ბედნიერების გასაღები არ არსებობს, კარი ყოველთვის ღიაა!

      ბედნიერება რაც არ გვაქვს იმის დანახვით კი არ მოდის არამედ იმის დანახვით და დაფასებიტ რაც გვქვს და ვერ ვამჩნევდით.

      არ არსებობს ბედნიერევაზე უკეტესი კოსმეტიკა.

      თუ ბედნიერება საკუთარ გულში ვერ ვიპოვეთ, სხვაგან ვერსად ვიპოვით. მხოლოდ გულს შეუძლია დაგვაჯილდოვოს ჭეშმარიტი სიმშვიდით და შესაბამისად – ბედნიერებითაც.

      ბედნიერება დამოკიდებული არაა გარეგნულ გარემოებებზე, მას გულის შინაგანი მდგომარეობა განაპირობებს. ის სულ ახლოსაა, ჩვენში, ჩვენს გულში, სადაც თითქმის არც ვიხედებით. სრული ბედნიერება არ არის და არც იქნება დედამიწაზე.

      ბედნიერება თითოეულ ადამიანშია. მთავარია შეძლოს და დაინახოს.. იპოვოს, აღმოაჩინოს.. საინტერესო ფენომენია ადამიანი. აქვს, მაგრამ სხვა უნდა, სხვისიც უნდა, ბევრი უნდა, ძალიან ბევრი.. მაგრამ, დაიტევს კი მისი გული ამდენს.. ??

      ადამიანის შინაგანი მე არასდროს არ მიიღებს სხვის წილს.. იწყება ჭიდილი ცნობიერსა და არაცნობიერს შორის სხვისი წილი ბედნიერების მიღება–არმიღებისთვის და უფრო უბედური ხდება ადამიანი..

      უბედური და უმადური.. მაინც უნდა.. ეძებს, ეძებს და ამ ძებნაში ავიწყდება გამოიყენოს ის, რაც უკვე აქვს, რაც თავისია.

      ვერც სხვას იღებს და უკვე არსებულიც ქრება უკვალოდ.

      სწორედ ამიტომ, სრული ბედნიერება არც არის და არც შეიძლება იყოს დედამიწაზეო, უთქვამთ. ალბათ მართალია.

      ადამიანს სრული ბედნიერებისთვის რაღაც ყოველთვის აკლია და ეს რაღაც ყოველთვის იარსებებს.. ბედნიერება ყოველთვის უნდა ვეძიოთ რომ მოვიპოვოთ, მაგრამ უპირველესად ბედნიერება საკუთარ გულში უნდა ვეძიოთ. თუ იქ არ არის არც არსად არ იქნება. უნდა შეგეძლოს ბედნიერების შეგრძნება და გულით ტარება.. სრულფასოვანი ადამიანიც მაშინ ხარ, როცა ეს

      შეგიძლია...

      "ეძებეთ ბედნიერება თქვენში და არა სხვაგან... და გახსოვდეთ, რომ დრო არავის ელოდებადა რაც მეტ დროს ვუთმობთ ბედნიერების ძებნას იქ, სადაც არ არის, მით უფრო ნაკლები დრო გვრჩება ვისიამოვნოთ

ნახვა: 542

ტეგები: Qwelly, qwellyland, ბედნიერება, ბლოგი, ქველი

ლაშა: აპრილი 12, 2016||10:07pm
ზოგჯერ სიამოვნება და ბედნიერება სულაც არ დგანან ერთ გზაზე, მეტიც - ზოგჯერ მათი გზები ერთმანეთს არც კი ესადაგება.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters