ერთხელ ბედნიერება ტყეში მოდიოდა და უეცრად ის ღრმა ორმოში ჩავარდა. ბევრჯერ სცადა ბედნიერებამ ორმოდან თავისით ამოსვლა, მაგრამ ორმო იმდენად ღრმა იყო, რომ ვერაფრით ვერ ამოვიდა. ზის ბედნიერება ორმოში და ტირის. ცოტა ხანში, ორმოს ადამიანმა ჩაუარა, ბედნიერებამ გაიგო ადამიანი ხმა და ორმოდან დაუძახა:

- კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან.
- სანაცვლოდ რას გამიკეთებ? – ჰკითხა ადამიანმა.
- რა გინდა რომ გაგიკეთო? – შეუბრუნა კითხვა ბედნიერებამ.
- მე მინდა დიდი, ლამაზი და ყველაზე ძვირადღირებული სახლი ზღვის პირას – მიუგო ადამიანმა.

      მისცა ბედნიერებამ ადამიანს სახლი, ადამიანს გაუხარდა და გაიქცა თავის სახლისაკენ, ხოლო ბედნიერების შესახებ კი დაავიწყდა. ზის ბედნიერება ორმოში და ტირის უფრო ხმამაღლა. ცოტა ხანში კი მეორე ადამიანმაც ჩაიარა. გაიგონა ბედნიერებამ ადამიანის ხმა და ორმოდან შესძახა:

- კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან.
- სანაცვლოდ რას გამიკეთებ? – ჰკითხა ადამიანმა.
- რა გინდა რომ გაგიკეთო? – შეუბრუნა კითხვა ბედნიერებამ.
- მე მინდა, რომ მყავდეს სხვადასხვა მარკის ბევრი ლამაზი და ძვირფასი ავტომანქანა, – მიუგო ადამიანმა.

      მისცა ბედნიერებამ ადამიანს ყველაფერი, რაც მან ითხოვა. ისე გაეხარდა ადამიანს, რომ სულ გადაავიწყდა ბედნიერების შესახებ და გაიქცა.

      ბედნიერებამ საერთოდ დაკარგა იმედი. ცოტა ხანში ბედნიერებას კვლავ შემოესმა ადამიანის ფეხის ხმა და შესძახა:

- კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ, დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან!

ამოიყვანა ადამიანმა ბედნიერება ორმოდან და განაგრძო გზა. ბედნიერებას ძალიან გაეხარდა, გაეკიდა მას და ეკითხება:

- ადამიანო! რა გსურს რომ გაგიკეთო ჩემი დახმარების სანაცვლოდ?
- მე არაფერი არ მინდა – უპასუხა ადამიანმა.

აი, ასე აედევნა ბედნიერება ამ ადამიანს უკან და არასოდეს არ მოშორებია გვერდიდან.

ქველმოქმედება, ბედნიერება, ქველი, Qwelly

ნახვა: 398

ტეგები: Qwelly, ბედნიერება, ბლოგი, იგავი, ქველმოქმედება

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters