ორდღიანი ბიძინიზმი ანუ უსარგებლო მედიახმაური, დღეებად დათვლილი არჩევნები, ბომბები ექსპრეზიდენტებსაც და ვიზალიბერალიზაცია იტალიაში

      ბიძინას ჟურნალისტური ინტერვიუ მთელი დღის ნიუსფიდის მთავარი ამბავი იყო. შექების, კრიტიკის, ქილიკის, იუმორის, დაცინვის და თავის მოსაწყლების, მოკლედ, ყველა კონტექსტი გამოიარა ამ ამბავმა. რა თქმა უნდა იყო პოლიტიკური შეფასებებიც და მოლოდინი მომდევნო ინტერვიუმდე. ამას გარდა, დღის ამბებში იყვნენ უკვე მიმავალი პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი სავარაუდო შემცვლელები, ბომბები ექსპრეზიდენტებს და სხვა ნიუსები.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 24 ოქტომბერი, 2018 /

      ბიძინას ინტერვიუ სამ ჟურნალისტთან - მე შევხვდები სხვა ჟურნალისტებსაც სხვა ფორმატში და არავინ უკმაყოფილო არ იქნება. რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი, მე ვარ იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელსაც პარლამენტში აქვს უმრავლესობა. რატომ უნდა დავსაჯო ფარცხალაძე, გაუგებარია - ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს. „რუსთავი 2“ ავრცელებს მიზანმიმართულ და არასწორ ინფორმაციას მინისტრებისა და პარლამენტარების უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რაც დადასტურდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩემს საკუთარ კაბინეტში ოთხ თითს ვაჩვენებ ზაზა ოქუაშვილს და ვერ ვლაპარაკობ, რომ არ ჩამიწერონ? - თუ ამის მეშინოდა, შემეძლო შემემოწმებინა. ბიძინა ივანიშვილი - კორუფციასთან დაკავშირებით ეჭვებს მტკიცებულებები სჭირდება და არა „რუსთავი 2“. არ ვაპირებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატობას და მგონი არც საჭიროებს, ფარცხალაძემ და მისმა ადვოკატმა ყველა კითხვას უპასუხეს. ნახეთ, როგორ იქცევა დღევანდელი პოლიცია ბოლო მიტინგებზე, როგორი კულტურულია, იტანენ შეურაცხყოფას და როგორი დასაფასებლები არიან. გპირდებით, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. მიხეილ სააკაშვილმა დაბომბა საკუთარი მოსახლეობა. თუ შევხედავთ საგარეო კურსს, ყველას შურს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობის. ქვეყანაში სიღარიბის მატება გამოიწვია რიგ ფაქტორებზე ხელისუფლების რეაქციის დაგვიანებამ. დღეს რომ გამორთონ „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ. „ქართული ოცნების“ ზოგიერთ წევრს შევახსენებ, რომ ნუ კეკლუცობენ და პარტიის პოზიციას პატივი სცენ. ბიძინა ივანიშვილი ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერთა იმ ნაწილს, რომელთაც საპრეზიდენტო არჩევნებში პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას სთხოვს. მცდელობას არ დავაკლებთ, რომ „რუსთავი 2“–ში განსხვავებული აზრი შევიდეს. მარიხუანას წარმოების საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება და თუ დავრწმუნდებით, რომ ეს მართლაც ხიფათის შემცველია, საზოგადოების წინააღმდეგ არ წავალთ. დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური მთავრობა, გვყავს ძალიან ინოვაციური და კარგი პრემიერ-მინისტრი. მოსახლეობის ჭარბი ნდობა გამაჩნია და იმაში, რომ ჩემს სიტყვას აქვს ფასი, ცუდი არაფერია. ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და გირგვლიანს შორის პარალელის გავლება, უზნეობაა, გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ ხელი დააფარა მკვლელებს. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ბრალდებული მირზა სუბელიანი „გაჭირვებულ მდგომარეობაშია“ და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება უჭირს. არიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივები, რომლებიც შეფარულად შევიდნენ სამოქალაქო საზოგადოებაში და ამ ნიშნით თავს ესხმიან სხვებს. პაატა ბურჭულაძე მისივე ინიციატივით მესტუმრა მეუღლესთან ერთად და დაასახელა 9 მლნ დოლარი, რის სანაცვლოდაც ის ჩვენი თანაგუნდელი გახდებოდა. თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მაქსიმალურ მობილიზებას გააკეთებენ, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს. გია ხუხაშვილი - ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ლიდერი, რომელსაც შეუძლია რამის შეცვლა, ის არის სისტემის ძალისმიერი გარანტი და მეტი არაფერი. თორნიკე შარაშენიძე - გამოჩნდა, რომ ივანიშვილი რეალობას მოწყვეტილია. თორნიკე შარაშენიძე - სერიოზული საფრთხეა, რომ ივანიშვილი „პოლიტიკურ საფლავში“ ჩაყვეს ფარცხალაძეს და სუბელიანს. დავით უსუფაშვილი - გუშინ ჩვენ ვნახეთ ფარცხალაძის ადვოკატი, „რუსთავი2“-ის პროკურორი, ჟურნალისტების მასწავლებელი, მაგრამ ვერ ვნახეთ დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი. გიორგი ვაშაძე - შემაშფოთებელია, როცა ივანიშვილმა დაიცვა კორუმპირებული ჩინოვნიკები - ფარცხალაძეები, როგორც ჩანს, ყველას მოგვადგებიან სახლში, ყველას ფიზიკურად გაგვისწორდებიან. თამარ ჩუგოშვილი - ივანიშვილი სერიოზულ გეგმებზე საუბრობდა და იმის ნაცვლად, რომ ჟურნალისტებს ეკითხათ, რას გულისხმობდა, პარტიული დღის წესრიგის ფრიალი ვიხილეთ. გიგლა ბარამიძე - ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ ქვეყანაში კორუფციაა, ვერ ხვდება, რატომ არის ფარცხალაძე დამნაშავე. ოთარ კახიძე - ივანიშვილი არ არის არც რეალობას მოწყვეტილი და არც არაფერს უმალავენ - მან, უბრალოდ, თავხედობის დემონსტრირება მოახდინა. ზაზა გაბუნია - ჩვენი ოპონენტებისთვის სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნარი ტყუილით ნაგები ხუხულა ერთი გამოჩენით დაანგრიოს. დავით უსუფაშვილი - ივანიშვილმა თავის პარტიას ისეთი ტვირთი აჰკიდა, რომელსაც ეს პარტია ვერ ზიდავს და ვერ მართავს ქვეყანას, ახლა მობრუნდა, მაგრამ ვერ გავიგე რისთვის მობრუნდა. გიგი უგულავა - შემაშინებელი არაადეკვატურობის გარდა, ვიხილეთ აღიარებითი ჩვენება, რომ სისტემის მაფიოზური მართვის და ძალადობის აისბერგის წვერი არის ბიძინა ივანიშვილი. რომან გოცირიძე ივანიშვილის განცხადებაზე - ამ დილით გამოვრთე „რუსთავი 2“, მივირთვი უმი ხახვი და მწვადად მომეჩვენა. ვახტანგ ძაბირაძე - იმის თქმა, რომ ქვეყანაში ყველაფერს „რუსთავი 2“ აკონტროლებს, უძლურების აღიარებაა.

      პრეზიდენტის სასახლის სიმბოლიკა და მარგველაშვილი დღის ამბებში - გიორგი მარგველაშვილი - პრეზიდენტის სასახლემ აქ 5 წლის გატარების შემდეგ შეიძინა სიმბოლიკა, რომ ყველა ერთი ადამიანის ჭკუაზე არ დადის. გიორგი მარგველაშვილი - ხდება სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის მცდელობა, რამ განაპირობა და რომელი კომპლექსის ან რისი კომპენსაციაა, არ მაინტერესებს. მნიშვნელოვანი იყო, რომ მმართველ პარტიას გართულებოდა საკუთარი კანდიდატურის გამოკვეთა საპრეზიდენტო არჩევნებში და ასეც მოხდა. მინდა შევქმნა პრეცედენტი, რომ ქვეყანამ პრეზიდენტი არ მოკლას, არ ჩასვას იზოლაციაში, არამედ პრეზიდენტი წავიდეს მშვიდობიანად.

      არჩევნებამდე 4 დღით ადრე - რამაზ საყვარელიძე სალომე ზურაბიშვილზე - ივანიშვილმა წარმოაჩინა, რომ მხარს უჭერს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამ ფიგურას. სალომე ზურაბიშვილი GIPA-ს სტუდენტებს შეხვდა. დავით უსუფაშვილი - საქართველო არც „ოცნების“ და მისი მიმდევრების გარეშეა საქართველო, არც „ნაციონალების“ გარეშეა საქართველო, არც პროევროპელების გარეშეა საქართველო და არც პრორუსების. დავით უსუფაშვილი - როდესაც საქართველოს სჭირდებოდა, სალომე ზურაბიშვილი აქ არ იყო, როდესაც მას საქართველო დასჭირდა და მინისტრობა შესთავაზეს, მაშინ მიიღო მოქალაქეობა. კახა კალაძე - 2012 წლის შემდეგ ასეთი შეურაცხმყოფელი საარჩევნო კამპანია არ მახსოვს. გამოკითხვის შედეგებით, სალომე ზურაბიშვილს ხმას 31 % მისცემდა, გრიგოლ ვაშაძეს - 27 %, მესამე ადგილზე 11 %-ით კი დავით უსუფაშვილია. გამოკითხვა ჩატარდა ipn.ge-ზე, ambebi.ge-სა და kvirispalitra.ge-ზე.

      ვიზალიბერალიზაციის იტალიური გაფრთხილება - იტალიის ელჩი - იტალიაში ორგანიზებული კრიმინალის არსებობამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის ისეთ მიღწევებს, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია.

      დაბეტონებული მდინარე - ქუთაისში მდინარე ოღასკურას ფსკერი ბეტონით მოაპირკეთეს, რასაც ადგილობრივი არასამთავრობოების პროტესტი მოჰყვა.

      გზირის ამბავი პოლიტიკაში - სოფო კილაძე - ვერ ხვდებიან, ვერც გვარამია და ვერც სააკაშვილი, რომ ისეთივე კრახით დასრულდება მათი „მაოხრებელი გზირობა“, როგორც ის რეჟიმები, ვისაც ბაძავენ. თამარ ჩუგოშვილი - როცა სიუჟეტს ვუყურებდი, ველოდი, ბაბუაჩემის მიერ ჩემი ძმისთვის დანატოვარ სახლს როდის აჩვენებდნენ, როგორც დეპუტატობის დროს აშენებულს.

      უნდობლობა ძიუდოს - ძიუდოისტების ნაწილი ძიუდოს ფედერაციის არჩევნებს უნდობლობას უცხადებს. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი იქნება.

      კანაფი - გია ვოლსკი - თუკი კანაფის კულტივაციის პროექტს ავტორები პარლამენტიდან გაიწვევენ, იმის მანიშნებული იქნება, რომ საზოგადოების წინააღმდეგ რაღაცას კონსპირაციულად აპირებდნენ. დეკანოზი შალვა კეკელია მარიხუანას კულტივაციაზე - თუ არამათრობელა საშუალებაა, რატომ უნდა შემოვღობოთ ის ზონა?! არ მინახავს ვენახი, რომელსაც პოლიცია იცავს.

      სვანური ელ. ენერგია - “ნენსკრა ჰიდრო” - კომპანია სამშენებლო სამუშაოებთან ერთად სოციალურ პროექტებსაც განაახლებს.

      პარლამენტიდან დიდ ფეხბურთში? - ირაკლი კობახიძე - გვინდა დავუბრუნოთ ჩვენს ფეხბურთს ის დიდება, რომელიც ჰქონდა 80-იანი წლების დასაწყისში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი აუცილებლად მიიღწევა. გია ხუხაშვილი - ირაკლი კობახიძე არის ფასადზე გამოფენილი საკმაოდ უცნაური ფერის ბაირაღი.

      გათავისუფლებული მაღალჩინოსანი - ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი გია თვალავაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

საზღვარგარეთულები:

      მკვლელობის კომენტირება და ევროპული დომხალი - დონალდ ტრამპი - საუდის არაბეთის მიერ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე გაკეთებული განმარტებები ტოტალური ფიასკოა. დონალდ ტრამპი - დააკვირდით, რა დაემართა ევროპას - სრული დომხალი.

      ბომბები ექსპრეზიდენტებს - კლინტონების და ობამას საცხოვრებელ მისამართებზე გაგზავნილ ამანათში ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოაჩინეს.

      ტერიტორიული პრობლემა იაპონიასა და რუსეთში - სინძო აბე - იაპონია რუსეთთან ტერიტორიული პრობლემის მოგვარების საფუძველზე მშვიდობიანი შეთანხმების გაფორმებას აპირებს.

      ელისაბედის იმედის თვალი - ელისაბედ II „ბრექსიტის“ შესახებ - გაერთიანებული სამეფოს მომავალს იმედიანად ვუყურებთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 169

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ნიუსები, ოქტომბერი, სიახლეები

George: ოქტომბერი 25, 2018||7:06pm

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

The Strength of Group in Margin Investing: Why Connecting with Fellow Traders Matters

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am 0 კომენტარი







Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters