დაბრუნება ავიაციაში, შეუთანხმებელი ძიუდოისტები, ნარკორეალიზაციის მძიმე სასჯელი და ისრაელის დაბომბვები ახლო აღმოსავლეთში

      დღევანდელი დღე იმით გამოირჩეოდა, რომ მთელ საქართველოში არეული ამინდი იყო - ზოგან წვიმდა, ზოგან ქროდა, ზოგან მზე იყო - მოკლედ, ამას გარდა, დღის მთავარ თემას წარმოადგენდა ნარკოგაყიდვები, ძიუდოისტების შეურიგებლობა და საქართველოს დაბრუნება დიდ ავიაციაში. მსოფლიო კი იმაზე საუბრობს - ტრამპი რომ უნდა შეხვდეს კიმ ჩენ ინს და ისრაელმა რომ ირანი სირიაში დაბომბა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 მაისი, 2018 /

      ნარკორეალიზაცია ინტერნეტით - ინტერნეტის საშუალებით ნარკოტიკების გასაღების საქმეზე ბრალდებულის ძმამ, რომელიც პოლიციის თანამშრომელი იყო, შსს დატოვა. პროკურორი - გამოძიება გრძელდება იმის დასადგენად, თუ სად ყიდულობდნენ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებსა და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ბრალდებით დაკავებულ ნინო გეგელაშვილსა და გიორგი გოგებაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულების ადვოკატი - სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მკაცრი იყო - უალტერნატივოდ გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა 7-დან 14 წლამდე ვადით. გიორგი კვირიკაშვილი - სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკის და ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში. პრემიერი - მოვუწოდებ მთავრობის წევრებს, სპორტსმენებს, ხელოვნების, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მეცნიერებს, რომ გავშალოთ ფართო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ.

      ძიუდოს ყრილობა - მიხეილ გიორგაძე - ძიუდოს ფედერაციის ყრილობა ტარდება და ეს ფედერაციის სრული უფლებაა. შოთა ხაბარელის განცხადებით, მოწოდების მიუხედავად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა ყრილობა არ გადადო. ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა. საქართველოს ძიუდოს ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის ყრილობას დაესწრენენ. მიხეილ ყაველაშვილი - ყრილობა ძალიან კარგი ფორმატი იქნება, რომ დავით ქევხიშვილმა საჯაროდ გასცეს იმ კითხვებს პასუხები, რომელიც სპორტსმენებს აქვთ. დავით ქევხიშვილი - მე ვიცავ არა ამ თანამდებობაზე დავით ქევხიშვილის ყოფნას, არამედ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს. ძიუდოს ფედერაციის ეზოში დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. სასტუმრო “ბილტმორის” იმ დარბაზთან, სადაც ძიუდოს ფედერაციის ყრილობა იმართება, კერძო დაცვის სამსახური იყო მობილიზებული. ძიუდოს ფედერაციის ყრილობაზე სიტუაცია დაიძაბა. დავით ქევხიშვილთან დაპირისპირებულმა ძიუდოისტებმა ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ვარლამ ლიპარტელიანი - ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ და გონივრულ გადაწყვეტილებას და გავუწოდებთ მეგობრობის ხელს, თუ ის თანამდებობას დატოვებს. მიხეილ ყაველაშვილი - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. დავით ქევხიშვილის განცხადებით, მასთან დაპირისპირებულ ძიუდოისტებს დღევანდელ ყრილობაზე ისეთი კითხვები არ დაუსვამთ, რომლებზეც პასუხის გაცემა შეიძლებოდა. დავით ქევხიშვილი ვარლამ ლიპარტელიანს - როდესაც კაპიტანი ხარ, არ შეიძლება, პროვოცირებდე და ბიჭებს ამ გზაზე აყენებდე. ვარლამ ლიპარტელიანი დავით ქევხიშვილს - დაგვისახელე, რა ძალებზე საუბრობ და ვინ გვმართავს ჩვენ?

      გუგულინიუსი - გუგული მაღრაძე - როცა უმაღლესი სასწავლებელი დამოკიდებულია სტუდენტის მიერ მიტანილ ფულზე, ყურადღებას აქცევს არა სწავლების ხარისხს, არამედ იმას, რომ შეინარჩუნოს სტუდენტი. გუგული მაღრაძე - სოფლის სკოლები კულტურული და შემოქმედებითი ცენტრი უნდა გახდეს.

      გერმანია არ გვწყალობს - გერმანიიდან საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. გერმანიიდან რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა.

      განათლებული თაობები - სექტემბრიდან, შესაძლოა, მშობელსა და სკოლას შორის ხელშეკრულება გაფორმდეს, რომელიც სკოლის ცხოვრებაში მშობლის მაქსიმალურ ჩართვაზეა ორიენტირებული. NDI-ის მხარდაჭერით, სკოლის უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

      112-ის გაზრდილი უფლებები - 112-ის ოპერატორს შესაძლებლობა ექნება, გადაუდებელი შემთხვევისას, დაადგინოს მოსწავლის საცხოვრებელი მისამართი და მშობლების საკონტაქტო ინფორმაცია.

      ძვირადღირებული ბაღი - ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო „დირსს“ 109-ე საბავშვო ბაღის განთავსების გამო, თვეში 12 000 ლარს უხდის.

      საყოველთაო ჯვრისწერა ამაღლებას - 17 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში მორიგი საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართება.

      პრეზიდენტობის კანდიდატები - გიორგი მარგველაშვილი - ვფიქრობ, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, იქნება ის მორჩილი, თუ იქნება თავისუფალი. სოზარ სუბარი - ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურა არ განიხილება (გადავრჩენილვართ მეგობრებო - ავტ. ვაჟა ზაზაევიჩის ხმით)

      მრავალშვილიანობა - დიმიტრი ხუნდაძე - მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ყოველგვარი ასაკობრივი ცენზის გარეშე განისაზღვრება.

      ოცნების ყრილობა - არჩილ თალაკვაძე - პროცესი იქნება ორგანიზებული იმგვარად, რომ მედიას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყრილობაზე განხილული საკითხებისა და კენჭისყრის შედეგების შესახებ.

      ავტოავარიები - ეკა ბესელია - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმამდე რთული სურათი გვქონდა, ახლა კი, პირველადი მონაცემებით, ავტოავარიების რაოდენობამ იკლო. ვასილ ურუშაძე - ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები ისევ უცნობია და ამას თავად სტატისტიკაც ადასტურებს. დავით მესხიშვილი - ტრანსპორტის მიმართულებით ერთი ცენტრალიზებული სტრუქტურა უნდა შეიქმნას.

      თბილისის მერიის ინფორმაციები - კახა კალაძე - თუ "სითი პარკის" წინააღმდეგ საერთაშორისო დავა იქნება, უნდა დავიქირავოთ საერთაშორისო იურისტების ჯგუფი - ეს სიახლე არ არის და ოპოზიცია რაღაც გაურკვევლობაშია.

      ვაჭრობა ისრაელთან - დიმიტრი ქუმსიშვილი – ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებას მოვაწერეთ ხელი. დიმიტრი ქუმსიშვილი - დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული კვლევა პოზიტიური შედეგით დასრულდება. ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოს დიმიტრი ქუმსიშვილის მოწვევით ესტუმრა. ელი კოენი - დღეს ჩვენ ისტორია შევქმენით, რადგან ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელის ეკონომიკის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ელი კოენთან ეკონომიკური კავშირების განვითარების შესაძლებლობები განიხილა. პრემიერი იმედოვნებს, რომ ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე წელში საქართველო-ისრაელს შორის ვაჭრობა 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს. ელი კოენი - ებრაელები ცხოვრობენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ სხვაგან მათ არ მიუღიათ ისეთი მასპინძლობა, როგორც საქართველოში.

      ავიაცია ქართულად, მიმინოს შემდეგ - პრემიერი - საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება. საქართველოში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა. დიმიტრი ქუმსიშვილი - Elbit-ის ახალი ქარხნის მთავარი შედეგი წლიურად 60 მლნ დოლარის ექსპორტი და 300 სამუშაო ადგილის შექმნაა. დავით საგანელიძე - თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს. ირაკლი კოვზანაძე - მეამაყება, რომ ბოლო დროს განხორციელებულ ერთ-ერთი მნიშვნელოვან პროექტს მეც ჩავუყარე საფუძველი.

      მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ.

      ერისიონის ტურნე - პროექტ Check-in Georgia 2018“-ის ფარგლებში ანსამბლი ,,ერისიონი“ საქართველოს მასშტაბით ტურნეს იწყებს.

      ამას ჰქვია უბედობა - პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ინდური ტელესერიალის გადაღებები დაიწყება.

საზღვარგარეთულები:

      ომი აღმოსალეთში, თან ახლოში - ისრაელის ავიაციამ სირიაში ირანის ათობით ობიექტზე იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალები - ირანს მოვუსპეთ შესაძლებლობა ისრაელს დაემუქროს. ბაშარ ასადი - რუსეთი თავისი პოლიტიკური სიბრძნის წყალობით, სირიაში მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებას არ დაუშვებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ირანში ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ თუ ჩვენთან წვიმა წამოვა, მათთან წყალდიდობა იქნება. გერმანიის საგარეო უწყება - გერმანიის მთავრობა ირანის მიერ ისრაელის პოზიციებზე სარაკეტო დარტყმებს მტკიცედ გმობს. ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას.

      დემოკრატია და ტირანია ხვდებიან - Fox News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სინგაპურშია დაგეგმილი. მადლობა მინდა გადავუხადო კიმ ჩენ ინს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ში ამერიკის სამი მოქალაქის დაბრუნებას. დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა 12 ივნისს სინგაპურში გაიმართება.

      ისლამური სახელმწიფოს წევრთა დაკავებებიდან - დონალდ ტრამპმა „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ განაცხადა.

      მორიგი მოთხოვნები - ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პოლიციის უფროსისა და ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლას ითხოვს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 226

ტეგები: qwellynews, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters