რუსეთის ტერიტორიაზე გადასროლილი ომის ფრაგმენტები დღის მთავარი ამბავია დღესაც, ცხადია მსოფლიოს ევროპული ნაწილის ყურადღების ცენტრში სწორედ ეს არის. ჩვენთან რუსული ფრენების გახსნა არ გამოეპარა აშშ-ს დეპარტამენტს და ეგეც მეინსტრიმულია, ცხადია ქართული შეფასება-კომენტარებით და ოპო-პოების კინკლაობით. პრემიერი კატარშია. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5570 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ნიკოლოზობის დღესასწაულის მოლოცვით და მეუფის სიტყვებით დავიწყებთ დღევანდელ qwellynews-ს, როგორც მეუფე შიომ თქვა - ჩვენ გვწამს იმავე სარწმუნოებით, როგორც სწამდა წმინდა ნიკოლოზს, ჩვენ გვწამს იგივე რწმენა, რომელსაც გვმოძღვრავს ჩვენ წმინდა მართლმადიდებელი სარწმუნოება. დღის მთავარი ამბავი - კონსულტაციების შეუძლებლობა და ოპო-პოების ერთ მაგიდასთან თავმოყრა იყო და ცხადია, ყვარელში ლავროვის გოგოს საზეიმო ტაშ-ფანდურა. აფეთქებები და ომიანობა ახალ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 22, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
წვიმას წვიმა დაემატება და ხვალიდან კიდევ უფრო მეტი წყლიანი დღე გვექნებაო, ამბობენ სინოპტიკოსები. ამასობაში თბილისში მოსკოვიდან გამოფრენილი პირველი თვითმფრინავი დაეშვა და რა თქმა უნდა აქციები და შეფასებები მის გარშემო მრავლად იყო. დღეს ქოლ-ცენტრების თემაც უნდა განხილულიყო, მაგრამ ამაოდ - არაფერიც არ გამოვიდა. პარლამენტში კიდევ შსს მინისტრს მარტის აქციებზე ესაუბრნენ და განათლების მინისტრს სკოლების ინფრასტრუქტურასა და კვებისზე. დღეს 1 აშშ…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 19, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა ოპოზიციაში გაურკვევლობაა, უმალ დღის მთავარი ამბები მათ გარშემო დატრიალდება ხოლმე და ყველაზე ვრცელი სტატიები მათ ეძღვნებათ. დღესაც ასე იყო - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ოცნების კანდიდატებს დაუჭირეს მხარეი იუსტიციის საბჭოში და დიდი შიდა დაპირისპირების შემდეგ „ტრიუმფალურად“ დატოვეს ნაცობა. ეს იყო მთავარი თემა. უფრო მნიშვნელოვანი პრემიერის ევროპულ შეკრებაზე გამოსვლები უნდა ყოფილიყო. ტრადიციულად 17 მაისობა აღნიშნა დღეს. დღეს 1 აშშ დოლარის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მართალია ჯერ არაფერი აფრენილა და დაფრენილა, მაგრამ დღიდან გამოცხადებიას, დღის მთავარი ამბავი სწორედ რუსეთის მიერ აღდგენილი ფრენებია და ამის გარშემო შფოთი და დავიდარაბა. დღის მთავარი თემაც სწორედ ამ საკითხის გარშემო „პატრიოტულ“ სულისკვეთებებში იყო. კანტიკუნტად ისმოდა ისუტიციის და სასამართლოს ამბები, ქოლ-ცენტრების პრობლემები, სააკაშვილი და გვარამია. ხვალინდელი დღის მთავარი ამბების ანონსსაც კი ამოიკითხავდით. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 16, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჯერ კარგი ამბავი და მერე სხვა დანარჩენი - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ქართული გამოდგა - ლუკა მაისურაძემ ლაშა ბექაური დაამარცხა და ოქრო-ვერცხლი ძმურად გაინაწილეს. უვიზო ევროპიდან უვიზო რუსეთამდე - ასეთია ბოლო ორი დღის ცენტრალური ამბავი. მას შემდეგ რაც 9 მაისის აღლუმი ჩაიბარა ვლადიმირ ვლადიმირისძე პუტინმა, მეორე დღეს უვიზო მიმოსვლებს დაგვპირდა რუსეთში. ამას ბუნება ძალიან განაწყენებული შეხვდა, რადგან როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, ხვალიდან…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 11, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ორი დღის ჯამში ძალიან დატვირთული ამბავნარი გამოვიდა. გუშინ პრესის თავისუფლების დღე იზეიმეს, დღეს კი პრემიერის უნგრული ვიზიტი ყველაზე განხილვადი თემა იყო. ორბანთან შეხვედრა და კონსერვატორების კონფერენციაზე ვრცელი მოხსენება ღარიბაშვილის კომენტატორებში ფართოდ განიხილებოდა. დღის სხვა ამბავი იყო ფინანსური ამბები, NDI-ის ვრცელი კვლევა, ნატოს წრთვნები და აფეთქებული დრონი კრემლის თავზე. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4858 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 4, 2023 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მოვა მაისი და ... არა სასიმღერო დღე ნამდვილად არ ყოფილა, რადგან დღის მეინსტრიმი მთლიანად ქვეყნის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ დაიკავა - ჯერ იყო და საგამოძიებო კომისიაზე კამათებით და შეუთანხმებლობით აავსეს მედია, შემდეგ ურთიერთ გადაძახილებით, როგორც იციან ხოლმე, საბოლოოდ რამდენიმე კანონზე შეთანხმდნენ კიდეც. აქონდროპლაზიისთვის მედიკამენტები კვლავ პრობლემად რჩება და ივანიშვილის სანქციებიც საკომენტარო-განსახილველი ამბავი იყო. ბაჩალიაშვილის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2023 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
პოლიტიკური კინკლაობა იმაზე ვის უფრო მეტად უნდა ევროპაში და ვის უფრო ევროპული კურსი უჭირავს. აი, ეს არის ჩვენს ქვეყანაში დღის მთავარი პოლიტიკური ამბავი და ცხადია, ნიუსრუმშიც მხოლოდ ეს ამბავი ტრიალებს. ასევე, მსოფლიოს უკრაინული ამბები. და ამ ამბების პარალელურად საქართველოს პოზიცია ევროპულ კავშირში გაწევრიანების გზაზე. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.8767 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 23, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
სავარაუდოდ, მაისმა ვერ გაიაზრა რომ მაისია და კვლავინდებურად ცდილობს იმარტოს. ხან ცივა, ხან ცხელა, ახლა კიდევ 19-20 მაისს საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელიო. ქვეყნის შიგნით, დღის მთავარი ამბავი ნიკა გვარამიას დაკავებაა. დაკავებები ძალიან ხმაურიანად გამოგვდის. ასევე ღარიბაშვილის ევროპული ტურნე და ცხადია არავის დავიწყებია უკრაინის ომიანობა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 2.9769 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
როცა ჩვენს ქვეყანაში სამუშაო დღე არ არის, დღის მთავარი ამბები საზღვარგარეთიდან ისმის. ცხადია, მსოფლიოს მთავარი ამბავი კვლავ უკრაიანში მიმდინარე ომი და მის გარშემო მსოფლიო გამოხმაურებებია. ამას დაემატა, ომიანობი ფონზე, ფინეთის საკითხი და მისი ევროპული მომავლის გარკვევა, რაზეც რუსეთი ამბობს რომ საფრთხეა. საქართველოში მთავარი ამბავი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი ვივამედში სამკურნალოდ გადასვლაა. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება -…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 12, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
გიორგობას დასვენება არ იყო და შესაბამისად პოლიტიკური დღის წესრიგი ნაწილობრივ შედგა. უკრაინის ამბები არის მეინსტრიმის ზენიტში, მას მოსდევს ჩვენი ევროპული კითხვარი და მასზე დამოკიდებული გაევროპელება, შიდა პროტესტი სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0318 ლარია.
…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 6, 2022 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
ესეც გაზაფხულის ბოლო თვე, ვისთვის ვარდობის, ვისთვის ალერგიის, მაგრამ მაინც წვიმებით დაწყებული მაისი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი გველი. უკრაინის ამბები კვლავ მოწინავეა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. კითხვარი შევუვსეთ ევროპას, თუმცა რა ჩავწერეთ, არ ვიცი. უკრაინის დაზვერვა კვლავ ჩვენ „გვზვერავს“. ლარის ამბავი - 1 დოლარის…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 2, 2022 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 28, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 27, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 24, 2021 წელი. 11:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
სულ მალე, ოპოზიცია სრულად პარლამენტარი გახდება და მისი დიდი თუ მცირე ჯგუფები, სადეპუტატო სავარძლებს მოირგებენ, ჯერ კიდევ განხილვებია. ეს ერთი, ვიწრო თემაა დღევანდელი დღიდან. დღეს ასევე ორი რეფორმა განიხილებოდა, საარჩევნო და სასამართლო. აქაც ოპოზიციას თავისი პრეტენზიები აქვს. გამოზაფხულებულმა ამინდმა თუ თავი მოგაბეზრათ, აგერ, სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. დოლარმაც დაიწია…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 21, 2021 წელი. 10:30pm —
არ არის კომენტარები
_______________
არაფრით გამორჩეული და არაფრით საინტერესო დღეები მიეწყო ერთმანეთს. წყნარი, ნაადრევად მოსული ცხელი ზაფხულის კიდევ ერთი დღე დასრულდა მშვიდად. მშვიდს ვამბობ და ჩვენს ქვეყანას ვგულისხმობ, თორემ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა კი არა, ომი და საშინლებაა. ცვენთან მთავარი ამბავი იყო ცესკოს დაკომპლექტება და საგამოძიებო კომისია, რომელიც შარშანდელ არჩევნებს იძიებს, როცა კარს კიდევ ერთი არჩევნებია მომდგარი. დღეს ბოლოზარების დღეა. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 20, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
დმანისის არეულობა ისეთი მასშტაბური იყო, რომ მეორე დღეც მას მიეძღვნა - დღეს მოვლენების „ექსპერტული“ და დილეტანტური შეფასებები ისმოდა. ასევე, მელიას უკრაინული ვიზიტი იყო განხილვის თემა, საარჩევნო რეფორმა და მერის მომავალი არჩევნები, თვითმართველობა ადარდებს ყველას - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.3899 ლარია.
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 18, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
არის ასრულდა ოცნება, გადაიწია კომენდანტის საათმა. დღის მთავარი პოზიტივი სწორედ ამ ფაქტს უკავშრდებოდა. გუშინ დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან ხელჩართული, ჯოხ და უროჩართული დაპირისპირება დაიწყო, რომელიც დღესაც გაგრძელდა და თითქმის ეთნიკურ დაპირისპირებად იქცა, მაგრამ საღამოს უკვე შერიგდნენ მოჩხუბარეები. კომენდანტს სხვა შემსუბუქებებიც მოჰყვა. ისრაელში ისევ ომია. ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.3979 ლარია.…
დაამატა Giorgi_მ!
თარიღი/დრო: მაისი 17, 2021 წელი. 11:00pm —
არ არის კომენტარები
_______________
2025
2024
2023
2022
2021
2020
2019
2018
2017
2016
2015
2014
2013
2012
1999
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•