შემოდგომის საქმიანი ორშაბათი კვირის გამარჯვებით დაიწყო - საქართველოს ნაკრებმა ლატვია დაამარცხა 1 - 0. უცნაურია, მაგრამ შსს-მ ასე მიულოცა - შსს - პოლიციისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მატჩის მშვიდობიან გარემოში ჩატარება. მეორე მთავარი თემა, ცხადია ამინდია - 14 სექტემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში არამდგრადი, წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
დიდი სამთავრობო დასუფთავება განათლებაში - ირინა სამსონია - განათლების სფერო მუდმივ განახლებას და ცვლილებებს საჭიროებს. განათლების მინისტრმა თემურ მურღულია, ლია გიგაური, მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე გაათავისუფლა.
მამების აქცია - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციები დააანონსეს და საქმეს შეუდგნენ. ზაზა სარალიძე - მთავარი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა. მალხაზ მაჩალიკაშვილი - მთავარი მოთხოვნა იქნება, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებსაც სისხლში ხელები აქვთ ამოსვრილი. განათლების სამინისტროსთან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქცია გამართეს.
ახალი საბაჟო კოდექსი - ფინანსთა მინისტრი ახალ საბაჟო კოდექსზე - ეს არის ევროპული, საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი თანამედროვე კანონმდებლობა. ლაშა ხუციშვილი – ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორისთვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ დანახარჯებს შეამცირებს. ფინანსთა მინისტრმა იმპორტიორებს და ბიზნეს-სექტორს ახალი საბაჟო კოდექსი გააცნო. ივანე მაჭავარიანი - ჩვენი საბაჟო უპირობო ლიდერია რეგიონში, დღეს საქართველოს ახალი ამოცანა აქვს და ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია. ნინო ჩიქოვანი - საბაჟო პროცედურების გამარტივება ხელს შეუწყობს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დანახარჯების შემცირებას. ნინო წილოსანი - მოხარული ვარ, რომ საბაჟო სფეროში ახალი ევროპული სტანდარტები შემოდის.
პრეზიდენტების კანდიდატები და შემოსავლები - სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოში შემოსავლის სახით მხოლოდ 40 ლარი მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დასრულების შემთხვევაში, ახალი რედაქციის კონსტიტუცია 18 ნოემბერს ამოქმედდება. ირაკლი სესიაშვილი - მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს. დავით მათიკაშვილი - წარმოდგენილი სპექტრიდან, თავისი პოლიტიკური გამოცდილებით, სალომე ზურაბიშვილი სრულად აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე პარლამენტი ერთთვიანი პაუზით არ ისარგებლებს და არ შეაჩერებს სესიებს, რის შესაძლებლობასაც მას რეგლამენტი აძლევს. სერგო რატიანი „ოცნების“ მიერ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე - ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, დღეიდან „ქართული ოცნების" სავიზიტო ბარათი ხდება. დავით ბაქრაძე - ჩვენი ამოცანაა, ქვეყანას ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც პრობლემების შექმნის ნაცვლად, მათი მოგვარებით იქნება დაკავებული. კახა კალაძე - პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი პოლიტიკური პლურალიზმისთვის მნიშვნელოვანია. არჩილ თალაკვაძე - ყველამ თავის სავიზიტო ბარათს მიხედოს - ზოგიერთ ბარათზე აგვისტოში გაგზავნილი წერილებია რუსეთში ჩასატარებელ კონცერტებზე, ზოგიერთზე კი დანა-ჩანგალი.
ბრაიზას საქართველო - მეთიუ ბრაიზა - სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ 2008 წელს რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა და საქართველოს მოუწია პასუხის გაცემა. მეთიუ ბრაიზა - 2008 წელს საქართველოს "ჯაველინები" რომ ჰქონოდა, არა მხოლოდ საქართველოში განვითარდებოდა სხვაგვარად მოვლენები, არამედ რუსეთი ვერ გაბედავდა უკრაინაში შეჭრას.
სამაუწყებლო კომპანია იბერია - ირაკლი სესიაშვილი - ცალსახა საუბარი იმაზე, რომ 51-მილიონიან ვალზე თვალი დავხუჭოთ, რადგან მის მფლობელს აქვს მედიასაშუალება, არასწორად მიმაჩნია. ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. კახა კალაძე - ტელევიზიას ბიზნესი ამოაფარო და გადასახადები არ გადაიხადო, რასაც კანონი გავალდებულებს, ეს არასწორი მიდგომაა.
ფინანსები და ლარის კურსი - ფინანსთა მინისტრის შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი მოწოდების სიმაღლეზეა.
განათლება ავტომობილებზე - ვასილ ურუშაძე - ქვეყანაში არ არსებობს სისტემა, რომელიც მოქალაქეს ავტომობილის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ განათლებას მიაწვდის.
მერიის უპასუხისმგებლობა საცობებში გამოჩნდებაო - ვასილ ურუშაძე საცობებზე - რაც ქალაქში ხდება, ესაა უპასუხისმგებლო თვითმმართველობის, ანუ თბილისის მერიის საქმიანობის შედეგი.
კომპენსაცია ფაროსანაზე - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია” მთავრობას მოუწოდებს, ფაროსანას მიერ მოსავლის განადგურების გამო, მოსახლეობას კომპენსაცია მისცეს.
უვადო მოსამართლეები - გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში, უვადოდ გამწესების შესახებ განაცხადი ორ ვაკანსიაზე შეიტანა.
მონობა მსჯავრით - სასამართლომ ნიკა მელიას 3 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა, რის გამოც მელიამ მოსამართლეს „მონა“ უწოდა. შსს-ს წარმომადგენლის შეფასებით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლომ მტკიცებულებებს სწორი შეფასება მისცა.
ქართლ-სომხური შეხვედრები - მამუკა ბახტაძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მამუკა ბახტაძე სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
საზღვარგარეთულები:
აქციები რუსეთში - რუსეთში საპროტესტო აქციებზე 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
პრეზიდენტების მეგობრობა - ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია