დღე-დღეს ისდევს და ღამე ღამეს, მაგრამ სიახლეები მაინც გამოერევა ხოლმე. ისეთი არა, მსოფლიო ისტრია რომ შეცვალოს, მაგრამ კონკრეტული ადამიანების კონკრეტულ დღეებს კი ემჩნევიან ხოლმე. მაგალითად დღევანდელი დღე გამრჩეული იყო კომისიის დასკვნების განხილვითა და ზაზა სალარიძის დაგეგმილი აქციებით, ასევე პრემიერის მრავალფეროვანი გამოსვლით და წვრილ-წვრილი ნიუსებით სწავლაზე, საზმაუზე, სტატისტიკაზე და ა.შ.
ლოგიკური ალოგიკურობა - ირაკლი აბესაძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წევრების ლოგიკაა, რომ არსებობს დარღვევა, მაგრამ არ არსებობს დამრღვევი. სერგი კაპანაძე - უკვე არსებობს საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმური დასკვნა, რომელიც არის შესასრულებელი ხელისუფლების მიერ. მამუკა მდინარაძე - გახსოვთ „ევროპული საქართველოს“ დაპირება საზოგადოების მიმართ, რომ დაადგენდნენ ჭეშმარიტებას - სამწუხაროდ, ეს მათ ვერ მოახერხეს. ზაზა სარალიძე - "ქართული ოცნება" მფარველობს ჩემი შვილის მკვლელებს, ჩემი შვილი ვიღაცა არ არის - ამ საქმის გამოძიებას სხვა ხელისუფლება გააგრძელებს. ზაზა სარალიძე 10 სექტემბრიდან აქციების გამართვას გეგმავს. სერგი კაპანაძე - მანდატი, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაგვედგინა, საგამოძიებო კომისიის მიერ შესრულებულია. ზაზა სარალიძის ადვოკატი - არც ერთი ნაბიჯით არ ვაპირებთ უკან დახევას, ვიდრე არ გვეცოდინება ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი. სერგი კაპანაძე - ორი აზრი არ არსებობს, რომ სისტემაში მყოფი მაღალი თანამდებობის პირები ხორავას ქუჩის საქმეში ნამდვილად იყვნენ ჩარეული. მამუკა მდინარაძე - თუ ვინმე ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ხორავას ქუჩის საქმეზე განხვავებულ ვერსიას მეტყვის, მზად ვარ, “ქართული ოცნების“ დასკვნას შევეწინააღმდეგო. რაკლი აბესაძე - პრემიერის განცხადება და პროკურატურის დუმილი მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ცდილობს მოზარდების საქმეზე დაიცვას დარღვევით წარმართული გამოძიების შედეგად შემუშავებული ვერსია. მალხაზ მაჩალიკაშვილი ზაზა სარალიძის მიერ 10 სექტემბერს დაანონსებულ საპროტესტო აქციას უერთდება.
პრემიერის მრავალფეროვანი, მრავალთემოვანი ტრიბუნა - მამუკა ბახტაძე - ევროკავშირისგან საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს იმ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება განათლებისა და ეკონომიკის მიმართულებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ახალ რეგიონალურ ენერგოპროექტებს. ჩვენი ამოცანაა, ქართულ ეკონომიკაში დღგ-ს სახით წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დავაბრუნოთ. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს მაქსიმალურად ინტეგრირებული საერთაშორისო ვაჭრობასა და გლობალურ ეკონომიკაში. აზერბაიჯანში განხილული ერთობლივი პროექტები ახალ იმპულსს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს. ახალი საბაჟო კოდექსი გახდება მნიშვნელოვანი სტიმული ინვესტიციების მოსაზიდად და დამკვიდრდება მარტივი და სამართლიანი თამაშის წესები. მამუკა ბახტაძე მამიკინსის ანგარიშზე - ეს არის საერთო, ქართველი ერის წარმატება და არა მხოლოდ ჩვენი პარტიული წარმატება. მამუკა ბახტაძე - ბიზნესზე ზეწოლაზე საუბარი არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია.
საზმაუს რეიტინგი და საქმიანობა - ნათია კუპრაშვილი - ვფიქრობ, რომ ტელევიზიაში, რომლის რეიტინგიც დასულია ისტორიულ მინიმუმამდე,ზოგადად უნდა გადაიხედოს რა ტიპის პროცესები მიმდინარეობს. ნინო ზაუტაშვილი - დღეს ვასილ მაღლაფერიძეს უნდა შევხვედროდი, თუმცა სასწრაფო შვებულება აიღო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წევრი - „საზოგადოებრივ მაუწყებელში" რეორგანიზაციის პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს.
სწავლის დამფინანსებელი მერია და სხვა თბილისური ამბები - თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო.
არჩევნების წინ - ანა გომესი - ვიმედოვნებ, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები კონკურენტული იქნება და კანდიდატები თანაბარი შესაძლებლობებით ისარგებლებენ.
პოპულარული დაავადებები - საქართველოს მოსახლეობაში გავრცელებულ 10 დაავადებას შორის სასუნთქ გზებთან დაკავშირებული ინფექციები ლიდერობს.
გატანილი ღვინო - იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან 52 ქვეყანაში 52,7 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც გასული წლის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება.
მშობლებო, შვილებს ნუ ემუქრებით - არასრულწლოვანი შვილისთვის სახეში ხელის დარტყმაში ბრალდებულ მშობელს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კაშიას პოპულარობა - ლადო სადღობელაშვილი - არ ვეთანხმები იმას, რა ფორმითაც აპირებენ რიგი ორგანიზაციები გურამ კაშიას თამაში გააპროტესტონ.
განმანათლებლების დაფასება - ინკლუზიური განათლების პედაგოგთა ხელფასი 400-500 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.
ძვირადღირებული მტერი და ბრძოლა, ომი ხომ ყველაზე ძვირია - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, წელს სახელმწიფომ 50 მილიონი ლარი გამოყო.
საზღვარგარეთულები:
საელჩოებით სამაგიერო - პარაგვაიმ იერუსალიმში საელჩოს გადატანა გადაიფიქრა, ისრაელი კი პარაგვაიში საკუთარ საელჩოს ხურავს.
კორუფცია პრეზიდენტისგან - ბრაზილიის პოლიცია ქვეყნის პრეზიდენტს კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.
ჩრდილოეთ კორეა ამერიკას გზავნილით - ფხენიანში გამართული შეხვედრის შემდეგ სამხრეთ კორეის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინი არ ეთანხმება ვაშინგტონის პოზიციას იმის შესახებ, რომ კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის საკითხზე პროგრესი არ არის. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ფჰუნგერის პოლიგონის დემონტაჟმა ქვეყანას ახალი ბირთვული ცდების ჩატარების შესაძლებლობა მოუსპო.
ირანის მომავალი - დონალდ ტრამპი - ირანის, როგორც ქვეყნის მომავალი ეჭვქვეშ დგას.
მძიმე შედეგბის მიწისძვრა იაპონიაში.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია