ქეთევან პოპიაშვილი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
კურსის ხელმძღვანელი: მანანა ყანდაშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, 2019
როგორც წარდგენილი ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.
ქეთევან პოპიაშვილი, ქ. პ,
11.02.2019
ბულინგი[1], ანუ ძალადობა ბავშვებს (18 წლამდე ასაკის პირებს) შორის, საქართველოს სკოლებში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, 21-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, მასშტაბურ და გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგთა გარკვეული ნაწილი აქტიურად არის ჩართული ბულინგის პრევენციის გზების ძიებაში, ჯერ-ჯერობით არ შემუშავებულა მეთოდი, რომელიც რეალური შედეგის მომტანი იქნება და აღმოფხვრის ბავშვთა შორის ძალადობას. მუდმივად ტარდება კვლევები მოზარდებში იმის დასადგენად, თუ რამდენი მათგანი არის/ყოფილა ბულინგის მსხვერპლი, ასევე ყოველდღიურად არაერთი სტატია იწერება ამ თემასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაცია „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი“ ხშირად ატარებს საჯარო ლექციებს ბულინგთან დაკავშირებით რაც საჭიროა და ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხზე. ორგანიზაციები- იუნისეფი (გაეროს ბავშვთა ფონდი) და იუნესკო (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) საკმაოდ მასშტაბურ კვლევებს ატარებენ ბულინგთან დაკავშირებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. იუნისეფის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული კვლევის შედეგად, რომლის ფარგლებშიც 18 ქვეყნიდან 100.000 ახალგაზრდა გამოიკითხა, დადგინდა, რომ მათგან 25% გარეგნობიდან გამომდინარე გახდა ბულინგის მსხვერპლი, 25%- გენდერის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, 25%- წარმოშობის ხოლო დარჩენილი 25%- სხვა და სხვა მიზეზების გამო.[2] იუნისეფის მიერ საქართველოში 2007-2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც 93 სკოლიდან 1300 ბავშვი გამოიკითხა, გამოვლინდა, რომ რესპოდენტთა 61% ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ძალადობა სკოლაში ბავშვის, ან უფროსის მხრიდან. 56% -ფსიქოლოგიური, ხოლო 7.3% -სქესობრივი ძალადობა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში ბულინგის დონე ისეთივეა, როგორიც ევროპის სხვა ქვეყნებში. „შედეგები ბავშვების მიმართ ძალადობის გაერო-ს კვლევის საფუძველზე გამოვლენილი მაღალი მაჩვენებლის კუთხით უნდა იქნეს განხილული. ინდიკატორები მიუთითებს, რომ ძალადობის დონე საქართველოს ფარგლებში უტოლდება ევროპის სხვა ქვეყნებში არსებულ დონეს“.[3] მნიშვნელოვანი კვლევებია გამოქვეყნებული ევროკავშირის პუბლიკაციების ოფისის, კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესისა და განათლების სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ. ყოველი ჩატარებული/გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ბულინგის მაღალ სიხშირეს აჩვენებს.
ჩემი კვლევის მიზანია ბულინგის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აქტუალური პრობლემის მიმართულებით საქართველოს საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის გამოვლენა. ნაშრომში გამოყენებული კვლევებისა და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დადგინდება, რამდენადაა გავრცელებული ბულინგი საქართველოს საშუალო სკოლებში და როგორია ბულინგის სიხშირე საქართველოში, ევროპის სხვა ქვეყნების სკოლებში არსებულ სიხშირესთან შედარებით.
კვლევის ძირითად საკითხს წარმოადგენს თანამედროვე ქართულ საჯარო სკოლებში მოზარდებს შორის არსებული „ბულინგი[4]“, ეს პრობლემა არ კარგავს აქტუალობას და კვლავ განხილვის საგნად რჩება, როგორც მასწავლებლებისთვის და ფსიქოლოგებისთვის, ასევე მკვლევარებისთვის.
თანამედროვე მკვლევარებში ეს საკითხი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს და მუდმივად იწერება სამეცნიერო სტატიები და ნაშრომები ამასთან დაკავშირებით. არასამთავრო ორგანიზაცია: საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდმა, რომელიც 1998 წელს ექიმთა ჯგუფის მიერ შეიქმნა და მიზნად იმ ადამიანების დახმარებას ისახავს რომელთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დგას, 2008 წელს გამოაქვეყნა მის მიერ საქართველოს საჯარო სკოლებში ძალადობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევა მიზნად ისახავდა სკოლებში ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბების გაანალიზებას და მათი შეურაცხყოფისა და უგულებელყოფის ფაქტების აღწერას. საქართველოს საჯარო სკოლებში ძალადობის შესახებ ჩატარებული ეროვნული კვლევის შედეგად, რომლის ფარგლებში თბილისის 33 და რეგიონების 60 სკოლიდან 1300 მოსწავლე გამოიკითხა, გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს დადებითი დამოკიდებულება აქვთ თანაკლასელების, მასწავლებლებისა და სკოლის მიმართ. ამავდროულად კვლევის ანგარიშმა, ძალადობის ისეთი მაღალი მაჩვენებელი მიუთითა, როცა მოძალადეც და მსხვერპლიც მოსწავლეებს წარმოადგენენ. გამოკითხულ მოსწავლეთა 61% აღნიშნა, რომ ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ძალადობა სკოლაში ბავშვის, ან უფროსის მხრიდან. 56% -ფსიქოლოგიური, ხოლო 7.3% -სქესობრივი ძალადობა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ „ბულინგი“ ძირითად შემთხვევებში ხორციელდება სკოლის ეზოში და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მეტნაკლებად თვალს მოფარებულია, სკოლიდან სახლისკენ და სახლიდან სკოლისკენ მიმავალ გზაზე. კვლევის ავტორებმა კვლევის შემდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებში აღნიშნეს, რომ „“ბულინგი“ ძალადობის განსაკუთრებით საზიანო ფორმაა, რომელიც საზოგადოების ყველა ნაწილში, მათ შორის სკოლებშიც, შეინიშნება“.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლებში ბოლო დროის განმავლობაში ჩატარდა, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევაა - „ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში - ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ“, რომლის ფარგლებშიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3284 ოჯახიდან 3345 ადამიანი გამოიკითხა. კვლევაში საფუძვლიანადაა აღწერილი ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ საზოგადოებაში არსებული ცოდნა, გამოკითხულთა დამოკიდებულებები და აღქმა ბავშვის აღზრდის პროცესში ფიზიკური ძალადობის გამოყენებაზე. ასევე საუბარია საზოგადოების დამოკიდებულებაზე მოძალადეთა მიმართ. მოცემული კვლევის ფარგლებში რესპონდენტები გამოკითხული არიან სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ, მაგალითად: ბავშვობაში ფიზიკური დასჯის გამოცდილებასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ფორმის ძალადობის ჩამდენ პირთა წინააღმდეგ საჭირო სანქციების შესახებ, დამოკიდებულებზე ბავშვების ფიზიკური დასჯის მიმართ და მშობელთა მიერ ბავშვის აღზრდის მეთოდების მიმართ. კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, უფრო მეტად ქალების აზრით ბავშვთა მიმართ ძალადობრივი მეთოდები უფრო ქმედითია.
„ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში ფართოდაა მიღებული. ყოველი მეორე ქართველი მიიჩნევს, რომ დასჯის ძალადობრივი ფორმები უფრო ქმედითია, ვიდრე არაძალადობრივი აღმზრდელობითი მეთოდები. უფრო ხშირად ქალები, ვიდრე კაცები, ფიქრობენ, რომ ბავშვის მიმართ ძალადობა დასაშვები დისციპლინური სასჯელია.“
არასამთავრობო ორგანიზაცია - არაძალადობრივი კომუნიკაციის ცენტრი, ხშირად ატარებს საჯარო ლექციებს მოზარდთა შორის არსებული „ბულინგისა“ და მისი პრევენციის გზების შესახებ. „ანტი-ბულინგური პროგრამა სკოლაში“ 2018 წელს ჩატარებული კვლევაა, რომლის ავტორია მაია ცირამუა. ავტორი ნაშრომში განასხვავებს „ბულინგის“ მიმართ მცდარ შეხედულებებს მისი რეალური შინაარსისგან, წარმოაჩენს თუ რას გულისხმობს „ბულინგი“ სინამდვილეში. ავტორს იმის არგუმენტად, რომ „ბულინგი“ მხოლოდ ბავშვების მცირე რაოდენობას არ ეხება, 1993 წელს ჩატარებული Olweus[5]- ის კვლევა მოჰყავს, რომელიც ადასტურებს, რომ „ბულინგს“ ყოველდღიურად სკოლის მოსწავლეთა 10% განიცდის, 30% ერთხელ მაინც გამხდარა „ბულინგის“ მსხვერპლი, ხოლო 60% იმ მოსწავლეებს წარმოადგენს, რომელიც საკუთარი თანატოლების მიმართ განხორციელებული „ბულინგის“ შემსწრენი [6]არიან. კვლევის ავტორი იმ ფაქტსაც უარყოფს, რომ „ბულინგი“ სკოლის გარეთ ხორციელდება. ამ მოსაზრებასაც სხვა კვლევების შედეგებით ადასტურებს- „კვლევები აჩვენებს, რომ ხშირად სკოლა წარმოადგენს სივრცეს, სადაც პროეცირება სკოლის გარეთ არსებული პრობლემები, ისევე, როგორც სკოლაში არსებული ძალადობა ტოვებს მის კედლებს (Ananiadou & Smith, 2002)“. კვლევაში განხილულია „ბულინგი“ გენდერის მიმართებაშიც, მცდარად არის წარმოჩენილი შეხედულება, რომ „ბულინგის“ მსხვერპლი უფრო ხშირად მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. „ბულინგის სამიზნე შეიძლება გახდეს ორივე სქესის მოსწავლე, ისევე, როგორც მოძალადის როლში შეიძლება თანაბრად მოგვევლინოს გოგონაც და ბიჭიც (Classroom Bullying Prevention - Melissa Allen Heath, Tina Taylor Dyches)“. ნაშრომში ავტორის მიერ მცდარ დამოკიდებულებად მიიჩნევა ისიც, რომ მხოლოდ მსხვერპლს სჭირდება დახმარება, ხოლო მოძალადის მხოლოდ დასჯაა საჭირო. „ბულინგის“ გამტარებლის[7], აგრესორის დახმარება იგივენაირად საჭირო და მნიშვნელოვანია, როგორც მსხვერპლის[8]. ავტორის აზრით, „ბულინგთან“ დაკავშირებით შეუძლებელია რაიმე შემთხვევითად ჩაითვალოს გამომდინარე იქიდან, რომ „ბულინგი“ განმეორებადია, ხოლო მსხვერპლი უცვლელი და მიყენებული ზიანიც წინასწარ განზრახული. ნაშრომში „ბულინგთან“ ერთად „კიბერ-ბულინგიც“ არანაკლებ მნიშვნელოვან პრობლემადაა მოხსენიებული. მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევებში „ბულინგიც“ უფროსებისგან ფარულად მიმდინარეობს და კონტროლი რთულია, „კიბერ-ბულინგის“ შემთხვევაში ეს გაცილებით უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს. „თითქმის უმართავია კიბერ-ბულინგი, ძალიან რთული გასაკონტროლებელია თუ როდის, როგორ და ვისგან ხორციელდება ძალადობა ვირტუალურ სივრცეში რის გამოც ის იქცა ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და ცხელ მოვლენად სკოლის საშუალო და მაღალ კლასებში (Willard,2007)”. ავტორი ასევე განასხვავებს „ბულინგის“ ორ სახეს, ირიბ და პირდაპირ „ბულინგს“. ირიბი ბულინგის შემთხვევაში ბულინგის გამტარებლები მსხვერპლს არ აყენებენ არც ფიზიკურ ტკივილს და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ისინი მსხვერპლზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებენ იმით, რომ გარიყულად აგრძნობინებენ თავს, არ ელაპარაკებიან მას და არ აძლევენ საშუალებას სხვებთან ერთად რაიმე აქტივობაში ჩართვის. პირდაპირი „ბულინგი“ კი გულისხმობს მსხვერპლის დაცინვას, მის შეურაცხყოფას, მასზე თავდასხმას და ა. შ.
ჩემი კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმის დადგენა, თუ რამდენად ექცევა ყურადღება საქართველოში, სკოლებში მოზარდებს შორის არსებულ საკმაოდ გავრცელებულ და მნიშვნელოვან პრობლემას „ბულინგს“. ჩემს მიერ მოძიებული, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევები ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მკვლევარებისთვის და საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ზემოთ აღნიშნული პრობლემა ისევე ყურადსაღებია როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში. გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით საქართველოშიც ისეთივე მასშტაბური კვლევები ტარდება ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ, როგორიც საზღვარგარეთ. მაგალითად 2008 წელს და 2013 წელს ჩატარებული კვლევები, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვთა მიმართ ძალადობის კვლევას საკმაოდ ღირებულად შეიძლება მივიჩნიოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჯამში მხოლოდ ამ ორ კვლევაში მონაწილეთა რიცხვმა 4645 გადააჭარბა. საქართველოში ჩატარებული მსგავსი ფართო არეალის მქონე კვლევები ბულინგთან დაკავშირებით ადასტურებს საკვლევი საკითხის აქტუალობას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა კვლევის ფარგლებში მონაწილე რესპოდენტთა, მათ შორის დიდი რაოდენობით სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად დასტურდება, რომ „ბულინგის“ სიხშირის დონე თითქმის უტოლდება ევროპაში ჩატარებული ამავე პრობლემის კვლევის შედეგად გამოვლენილ სიხშირეს. ამ ფაქტის ნათლად წარმოჩენისათვის, კარგი იქნება შევადაროთ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები, ევროპის სხვა ქვეყნებში იგივე მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგებს. მაია ცირამუას მიერ 2018 წელს ჩატარებულ კვლევაში „ანტი-ბულინგური პროგრამა სკოლებში“ გავეცანი შემდეგ შედეგებს - მოსწავლეთა 10% ყოველდღიურად ხდება ბულინგის მსხვერპლი, 30% ერთხელ მაინც გამოუცდია თანატოლთა მხრიდან მასზე ძალადობა, ხოლო 60% ერთხელ მაინც გამხდარა „ბულინგის“ შემსწრე. 2018 წელს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 9150 რესპონდენტთაგან 22% განუცდია ბულინგი საკუთარ თავზე, 22% შესწრებია თანატოლებზე ძალადობის ფაქტს. თუ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობასა და სხვა ქვეყნების მოსახლეობის რაოდენობას შორის დიდ სხვაობას გავითვალისწინებთ და ისე გავაანალიზებთ ზემოთ მოყვანილი კვლევების შედეგებს, მივხვდებით, რომ ბულინგი საქართველოში მართლაც იმდენადვეა გავრცელებული როგორც მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში. ჩემს მიერ მოპოვებული კვლევის შედეგების გაანალიზების შედეგად გამოვლინდა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მცდარი შეხედულებები გააჩნია ბულინგთან და ზოგადად ბავშვთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო იქნება, ბულინგის ამ მხრივ კვლევაც, როგორც მოზარდებში ასევე ზრდასრულ ადამიანებში ბულინგის მიმართ არსებული დამოკიდებულებებისა და აღქმის შესწავლა.
[1] ბულინგი - სასკოლო ასაკის ბავშვებს შორის ისეთი არასასურველი, აგრესიული ქცევა, რომელიც მოიცავს ძალთა რეალურ ან წარმოდგენით დისბალანსს. ქცევა ან მეორდება, ან კიდევ არსებობს გარკვეულ პერიოდში მისი განმეორების ალბათობა.
[2] United Nations Educational. Scientific and Cultural Organization. School Violence and Bullying. Global Status Report. 2017. Place de Fontenoy, 75352 Paris 07 SP, France. 17-18. School Violence and bullying (05/11/2018).
[3] გაეროს ბავშვთა ფონდი. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი. საქართველოში ბავშვების მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა. 2007-2008. 8-71. The National Study on Violence against Children in Georgia in Georgian (05/11/18)
[4] ბულინგი - სასკოლო ასაკის ბავშვებს შორის ისეთი არასასურველი, აგრესიული ქცევა, რომელიც მოიცავს ძალთა რეალურ ან წარმოდგენით დისბალანსს. ქცევა ან მეორდება, ან კიდევ არსებობს გარკვეულ პერიოდში მისი განმეორების ალბათობა.
[5] Olweus - სკანდინავიელი მეცნიერი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში პირველად დაინტერესდა ამ პრობლემით და მას უამრავი კვლევა მიუძღვნა..
[6] ბულინგის შემსწრე - პირი, რომელიც არის მოვლენების შემსწრე, თავისი პოზიციით ან პასიურია და ეთანხმება, იგნორირებას უკეთებს ან ილაშქრებს მის წინააღმდეგ.
[7] ბულინგის გამტარებელი - პირი, რომელიც ახდენს ფიზიკური, სოციალური ან ინტელექტუალური უპირატესობის დემონსტრირებას სხვებისადმი, მიზანმიმართული ფიზიკური ან ემოციური ზიანის მიყენებით
[8] მსხვერპლი - პირი, რომელიც არის ბულინგის სამიზნე და ვის მიმართაც ხორციელდება მიზანმიმართული ძალადობა.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია