ქეთევან პოპიაშვილი
პოსტ ტოტალიტარული სიტუაციიდან გამოსვლა (საბჭოთა კავშირის დაშლა) გავს ბნელი გვირაბიდან გამოსვლას, როცა პირველად რეალურად მიეცათ შანსი ადამიანებს ყოფილიყვნენ ისინი, ვინც იყვნენ, ეკეთებინათ ის, რაც სურდათ, რომ ეკეთებინათ. ეაზროვნათ ისე, როგორც სწორად მიაჩნდათ - დაებრუნებინათ ღირსეული ადგილი და ყოფნა ისტორიის თანამედროვე ეტაპზე.
90- იან წლებამდე ადამიანები ცხოვრობდნენ ისე, როგორც აწყობდათ. მათში ლაპარაკობდა არა საკუთარი ხმა, არამედ იმ დროს გამეფებული იდეოლოგიის ხმა, რომელიც აძლევდა მიმართულებას ქცევას და აზროვნებასაც კი. ადამიანებმა საკუთარი ნებით მოირგეს საბჭოური ცხოვრების წესი, რადგან მათში მხოლოდ გადარჩენის ინსტიქტი იყო გამძაფრებული.
ადამიანები არ აკეთებდნენ იმას, რაც სწორად და მართებულად მიაჩნდათ. ისინი უფრთხილდებოდნენ საკუთარ თავს, ოჯახებს, ახლობელ ადამიანთა უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ობიექტურ რეალობაში ასეთი ურთიერთობით („ხორციელი ბმულობით“) დაკავშირებული ადამიანები თვალს ხუჭავდნენ უკანონობაზე, უზნეობაზე, ტყუილზე და ამას ურთიერთგაგების, სიყვარულის, ხათრის სახელით ამართლებდნენ. იმის გამო, რომ უნდა „გაუგონ“ გარშემომყოფებს, ადამიანები ჩუმდებიან იმაზე, რაც შინაგანად არასწორად მიაჩნიათ, აკეთებენ იმას რაც არ უნდათ, რომ აკეთონ. ანუ უნდათ სიკეთეს გაკეთება, მაგრამ ამ დროს რეალურად ბოროტებას სჩადიან. ამბობენ არა იმას რაც სურთ, არამედ იმას რისი მოსმენაც სურთ სხვებს და აწყობთ კიდეც ასე მოქცევა, რომ არ დაერღვეთ სიმყუდროვე და არ დაკარგონ კეთილდღეობა.
თუ ახლობლებზე „ზრუნვას“ და „გაგებას“ მიიჩნევენ მათთვის უპირველეს მოვალეობად, ადამიანებს მოუწევთ ბოროტების კეთება სიკეთის სახელით, სიყვარული მოჩვენებითად, როცა რეალურად სძულთ. ადამიანები წინააღმდეგობაში მოვლენ თავის შინაგან „მე“-სთან. შეიძლება სწორედ საჭირო დროს და საჭირო ადგილად მოიქცნენ ისე, როგორც არ სურთ რომ მოიქცნენ და ვერ გააკეთონ ის მთავარი, რისკენაც გულწრფელად მიილტვიან. ვერ გაიხსენონ ის სიტყვები, რომლის თქმაც მთელი გულით სურდათ.
„ურთიერთგაგება“, „ურთიერთპატივისცემა“- რაც ასე მტკიცედაა ფესვგადგმული საზოგადოების წევრებს შორის, საშიშროებას უქმნის სუბიექტურ აზროვნებას და ჭეშმარიტების მტრად გადაიქცევა.
თუ პიროვნებამ დაინახა და გაიგონა არასწორი და მიუღებელი, მაგრამ არ სურდა იმის დანახვა და გაგონება და „ არ დაინახა და გაიგონა“ ურთიერთგაგებისა და ურთიერთ მორგების გამო, თვალი დახუჭა უკანონობაზე, რადგან იზრუნა საკუთარი თავისა და ახლობლების უსაფრთხოებაზე, მაშინ ის თვითონ ხდება იმ უკანონობის მონაწილე და შემოქმედი. თუ პიროვნება მოერგება იმ საზოგადოებას, რომელიც არასწორი პრინციპებით საზრდოობს, ეს უკანასკნელი გახდება ციხე მისი ჭეშმარიტი ბუნების და გრძნობების, აზროვნებისათვის ამგვარ მდგომაროებაში კი ძნელია ადამიანმა შეასრულოს მისი უმთავრესი მისია - იყოს თავისუფალი ყველაზე ღრმა გაგებით - მხოლოდ ამ შემთხვევაში აღმოჩნდება ის საჭირო დროს და საჭირო ადგილას, მისი შინაგანი ბუნება და ობიექტური სახე თანხვედრაში მოვა და ის შეძლებს განახორციელოს სასურველი ქმედება. იტყვის , რისი თქმაც სურს, ეყვარება, როცა ეყვარება და შესძულდება ის, რაც სიძულვილს იმსახურებს. „ადამიანი ყოველთვის უნდა ესწრაფოდეს მოხვდეს იმ წერტილში, სადაც ფლობს იმას, რაც აქვს და შეძლებს იმის გაკეთებას, რაც უნდა“.[1]
ადამიანისთვის უმთავრესია მისი „შინაგანი ადამიანის“ სრული და ჭეშმარიტი რეალიზება, თუნდაც ამისთვის აუცილებელი იყოს ე. წ „ხორციელი ბმულობის“ ჯაჭვის გაწყვეტა.
იმისთვის, რომ შევდგეთ, როგორც ადამიანები, უბრალოდ კი არ უნდა ავირეკლოთ ის გარემო, რომელშიც ვიმყოფებით, არამედ „უნდა დავინახოთ საკუთარი თავი და გავიგოთ, რას ვაკეთებთ, რას ვგრძნობთ, რანი ვართ, რაზე ვფიქრობთ“.[2]
მამარდაშვილი ამბობს, რომ რადგან თავისუფლები ვართ, უნდა სრულად მოვახდინოთ საკუთარი თავისა და ნების რეალიზება. მხოლოდ ამით შეიძლება გახდეს ადამიანი ისტორიის ნაწილი. მხოლოდ პიროვნებებს, რომლებიც შეასრულებენ ცხოვრებაში დასახულ მიზნებს შეუძლიათ გახდნენ ისტორიის კუთვნილება. მათი წყალობით კიდევ უფრო განმტკიცდება ქართველობა, როგორც ერი.[3]
ვფიქრობ, დღესაც, როცა ასე ბევრს ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, ადამიანთა აზროვნებასა და ქცევას კვლავ დიდ წილად წარმართავს ობიექტური გარემო. ჯერ კიდევ ვერ გაწყვეტილა „ხორციელ ბმულობათა“ ჯაჭვი- ის მეტის მეტად მტკიცეა ქართულ რეალობაში.
ჩემი აზრით, კიდევ არის საჭირო დრო და ცნობიერების რადიკალური გარდაქმნა, რომ სრულად გავიაზროთ ჭეშმარიტი თავისუფლების არსი. ჩვენ მხოლოდ ვსწავლობთ - ვიყოთ თავისუფლები და იმედი მაქვს დადგება მომენტი, როცა რეალურად თავისუფალი ადამიანები იცხოვრებენ ნამდვილად დემოკრატიულ სამყაროში, როცა აღარ იქნება საჭირო მოჩვენებითი გრძნობები და სიტყვები, როცა ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც მოახდენს თავისი „შინაგანი ადამიანის“ რეალიზებას.
[1] მამარდაშვილი, მერაბ, საუბრები ფილოსოფიაზე, 425.
[2] მამარდაშვილი, მერაბ, საუბრები ფილოსოფიაზე, 426.
[3] მამარდაშვილი, მერაბ, საუბრები ფილოსოფიაზე, I ლექცია, მეორე ნაწილი, შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, მეექვსე გადამუშავებული გამოცემა, წიგნი 2, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018 წელი.
Welcome to
Qwelly
თებერვალი 28, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – United States
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: თებერვალი 28, 2026.
საათი: 12:50pm
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated FC 26 Coins is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია