* * *

ერთხელ ერთი ბიზნესმენი იდგა პირსზე პატარა სოფელში და აკვირდებოდა მეთევზეს, რომელიც ძველ და პატარა ნავში იჯნდა, უცებ მან ვეებერთელა თინუსი დაიჭირა. ბიზნესმენმა მიულოცა მეთევზეს წარმატებულობა, და ჰკითხა, რამდენი დრო სჭირდება, რომ დაიჭირო ასეთი თევზი.
- რამოდენიმე საათი, მეტი არა, - უპასუხა მეთევზემ.
- რატომ არ დარჩი ზღვაში და არ დაიჭირე კიდევ რამოდენიმე ასეთი თევზი? - გაუკვირდა ბიზნესმენს.
- ერთი თევზი საკმარისია, რომ ჩემმა ოჯახმა ხვალინდელი დღე იცხოვროს, - უპასუხა მან.
- კი მაგრამ, რას აკეთებ დღის განმავლობაში როცა არ თევზაობ?- არ ეშვებოდა ბიზნესმენი.
- მე მძინავს სადილამდე, შემდეგ რამოდენიმე საათით მივდივარ სათევზაოდ, შემდეგ ჩემს ბავშვებთან ვთამაშობ, შემდეგ მე და ჩემი ცოლი სიესტას ვიწყობთ, შემდეგ მივდივარ სოფელში სასეირნოდ, საღამოობით ღვინოს ვსვამ და მეგობრებთან ერთად გიტარაზე ვუკრავ. ხედავთ - მე ცხოვრებისგან სიამოვნებას ვღებულო, - აუხსნა მეთევზემ.
- მე - ჰარვარდი დავამთავრე, - უპასუხა ბიზნესმენმა, - მე დაგეხმარები, შენ ყველაფერს არასწორედ აკეთებ. შენ მთელი დღე უნდა ითევზაო, შემდეგ კი იყიდი დიდ ნავს.
- მერე? - ჰკითხა მეთევზემ.
- მერე უფრო მეტ თევზს დაიჭერ, და შეგეძლება იყიდორამოდენიმე ნავი, შეიძლება გემიც კი, და ერთ მშვენიერ დღესას შენ მთელი ფლოტი გეყოლება.
- შემდეგ რა?
- შემდეგ, იმის მაგიერ, რომ ჩააბარო თევზი მაღაზიაში, შენ თევზს პირდაპირ ქარხანაში მიიტან, და ამით გაზრდი შემოსავალს, რომლითაც შემდეგ შეგეძლება შენი ქარხანაც კი გახსნა.
- შემდეგ?
- შემდეგ დატოვებ ამ ღვთისგან მივიწყებულ სოფელს და გადახვალ დიდ ქალაქში, და, შეიძლება, ერთხელაც შეგეძლება გახსნა უზარმაზარი ოფისი და იყო იქ დირექტორი.
- რამდენი ხანი უნდა ამ ყველაფერის?
- 15-20 წელი.
- და შემდეგ რა იქნება?
- შემდეგ, - გაეცინა ბიზნესმენს,- დადგება ყველაზე სასიამოვნო მომენტი. შენ შეგეძლება გაყიდო შენი ფირმა რამდენიმე მილიონად და გახდე ძალიან მდიდარი.
- შემდეგ?
- შემდეგ შეგეძლება შეეშვა მუშაობას, გადახვალ პატარა სოფელში ზღვასთან ახლოს, სადილამდე იძინებ, ცოტას ითევზავებ, ითამაშებ ბავშვებთან, ცოლთან ერთად სიესტას მოიწყობთ, ისეირნო სოფელში, საღამოობით მეგობრებთან ერთად ღვინო დალიო და გიტარაზე დაუკრა..

ნახვა: 259

ტეგები: Qwelly, ბიზნესმენი, დღიური, მეთევზე

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters