წინათ გასაჭირისა და შეჭირვების დროს ხალხი მთაში გარბოდა, ამჯერად ყველაზე მაღალი მთა ჩაიკეტა და იქიდან გამოქცევას ლამობენ. ის ორი კინკილა ტურისტიც კარანტინის ზონებში გადაიყვანეს - სვანეთში კორონას გავრცელებამ მისი ჩაკეტვა გამოიწვია. თბილისში კანდიდატებს ერთმანეთს აჯიბრებენ. ბაჩალიაშვილის საქმე ისევ პირადი ინფორმაციების გამომზეურებას მიყვება.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 10 აგვისტო, 2020

      კორონა მაღალ მთაში - მარინა ეზუგბაია - დაგვემატა 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1250-ია ახლა დადასტურებული შემთხვევა. 25 ახალი დადასტურებული კოვიდშემთხვევიდან 1 - გაჩიანის წყაროდანაა, 16 - დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 - სამედიცინო პერსონალია, 5 -იმპორტირებული შემთხვევაა, 1 კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია. კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან ორი აჭარაში გამოვლინდა, 17 კი მესტიის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს შეეძლებათ, ადგილზე არსებულ „ცხელების ცენტრს“ მიმართონ. მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ ვიმყოფებით პირდაპირ კონტაქტზე სასტუმროებთან, განთავსების ობიექტებთან, რომლებიც მდებარეობს სვანეთში. პრემიერი - გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე - არაფერი საპანიკო არაა. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვა წესდება. დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს ექნება. ეკატერინე ტიკარაძე მესტიაზე - ქმედებები დროულად დაიწყო და არ გვაქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი გვექნება. მესტიის მუნიციპალიტეტში მოძრაობა შეიზღუდა. პაატა იმნაძე მესტიაზე - ეს არის ის შემთხვევა, როცა კორონამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა. გოჩა ენუქიძე - მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება, შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე - ამ ეტაპზე, შეზღუდულია გადაადგილება, ტურისტებს გადაიყვანენ საკარანტინო სივრცეში. ტურიზმის ადმინისტრაცია - მესტიაში მზად არის 18 სასტუმრო, სადაც საკარანტინო სივრცეები განთავსდება. სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, განათლების სამინისტროს აქვს დეტალური გაიდლაინები სწავლის პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით. გორში, კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი 78 პირი თვითიზოლაციაში გადავიდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მომენტისთვის არსებული მდგომარეობა მეორე ტალღა არ არის. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

      გიგი უგულავა - საინტერესო და განსხვავებული ორთაბრძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთში, ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურა ჯაფარიძე. კახა კალაძე - ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, უსამართლობაზე გაიმარჯვა. გიორგი გახარია - დარწმუნებულები ვართ, რომ ირაკლი ქადაგიშვილი გაიმარჯვებს. ირაკლი ღარიბაშვილი - ის გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ძირძველი ტერიტორიების დაკარგვას და ოკუპაციას, პოლიტიკაში დარჩენას არ იმსახურებს. ივანიშვილმა თქვენთან ერთად, „ოცნების“ მეომრებო, შეძლო შეუძლებელი და დაამარცხა მოძალადე, მკვლელი და მჩაგვრელი სისტემა. კახა ოქრიაშვილმა და ცეზარ და ლაშა ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ირაკლი ქადაგიშვილი - „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ. გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო“ ზურაბ ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს. გიორგი ვაშაძე - 45 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ მეგობრებს, ხოლო დამსხვრეული ოცნებები -ქართველ ახალგაზრდებს. ზურაბ ჯაფარიძე - "ქართულ ოცნებას" მეტი ფანტაზია არ აქვს და მოიფიქრეს, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე. ხატია დეკანოიძე - თუ ზურაბ ჯაფარიძე წარმოდგენილი იქნება როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გადავწყვეტთ დავუჭიროთ თუ არა მხარი. გია ვოლსკი - ვინ რამდენი წლის არის, რომელი თაობის პლეადას ეკუთვნის, უადგილოა და გამოხატავს გიგა ბოკერიას დამოკიდებულებას ქვეყნის მიმართ. გიგა ბოკერია გია ვოლსკიზე - მარტო საბჭოთა აზროვნების ადამიანს შეეძლო ასე გაეგო ჩემი სიტყვები, არაფერ შუაშია, ვინ რამდენი წლისაა, საუბარია იმაზე, რისი სჯერა.

      კომპანია „ზეგ“-ის განცხადებით, დაუსაბუთებელ, მოგონილ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციის შემლახავ ბრალდებებზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს. საზოგადოებრივი ორგანიზაციები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის მედიაში გაშუქების თაობაზე განცხადებას ავრცელებენ - „მთავარ არხზე“ წამყვანის მიერ დასმული კითხვები, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებული მასალა, შეეხებოდა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ინტიმური ურთიერთობების დეტალებს, რაც, ერთი მხრივ, თავად გარდაცვლილის ხოლო, მეორე მხრივ, მისი მეგობრების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი - ძალიან ორგანიზებულად არის დანაშაული ჩადენილი, ჩვენებებშიც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. მიხეილ რამიშვილი - თამარ ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოხერხდა, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო.

      ადვოკატის განცხადებით, ენზელ მკოიანს აშანტაჟებენ, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მისთვის 5 მლნ დოლარის გამოძალვის მცდელობას ჰქონდა ადგილი. გიგა ბოკერია ახალქალაქში განვითარებულ მოვლენებზე - ივანიშვილისა და მისი სამარცხვინო „კლოუნების“ გუნდის პოლიტიკის შედეგებს ვხედავთ. ირმა ნადირაშვილი - თუ ენზელ მკოიანის მიმართ მართლა იყო მუქარა, აუცილებლად უნდა გამოიძიონ.

საზღვარგარეთულები:

      კორონა სამეზობლოში - სომხეთში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსის 5 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 70 ადამიანი გარდაიცვალა. ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციების უკან პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩეხეთი დგანან.

      ბელარუსის არჩევნები - ბელარუსის ცესკო - ალექსანდრე ლუკაშენომ ამომრჩეველთა ხმების 80,23% პროცენტი მიიღო. ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ალექსანდრე ლუკაშენკო - პოლიტიკა უნდა იყოს ერთი - ხალხი.

      ბეირუთის აფეთქება - ირანის საგარეო უწყება ქვეყნებს მოუწოდებს, ბეირუთის აფეთქების პოლიტიზირებისგან თავი შეიკავონ. ბეირუთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო თანამეგობრობას ლიბანისთვის 76 მილიონი დოლარის გამოყოფისკენ მოუწოდებს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 130

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Qwelly World

free counters