აგვისტო სადაცაა წელში გადატყდება. დღეს აფხაზეთის ომში პირველი ტყვია გავარდა 28 წლის წინ. ცხადია, დაღუპულთა საფლავები შეამკეს და აფხაზეთის დაბრუნებაც პარტიებმა თავიანთი პროგრამის ნაწილად წარმოგვიდგინეს. დღის მთავარი ამბავი კი ქართულ-ბელარუსიულია, ქვეყნის შიგნით კორონას მომძლავრებასა და ამ პირობებში სწავლის საკითხს განიხილავდნენ, რეკომენდაციებსა და რჩევებს წერდნენ, ხოლო ბელარუსის ამბავი კი საერთაშორისოდ აქტუალური იყო და ჩვენც არ ჩამოვრჩენილვართ - აწ უკვე ცესკოსგან ნაკურთხ ლუკაშენკოს ხალხი არ ემხრობა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 აგვისტო, 2020

      კორონას მომავალი - სკოლები, აკრძალვები, ეპიდსიტუაციის მართვა - საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მცხეთის სამედიცინო ცენტრში ​ყაზბეგიდან კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი შეიყვანეს, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან. კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6-ის წყარო ლენჯერია, 11 - დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 2 იმპორტირებულია, 1 სამედიცინო პერსონალია და 3-ის წყარო უცნობა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია. სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება. „ევროპული საქართველო“ ინიციატივით გამოდის, სკოლებში, სადაც ბევრი მოსწავლეა, ნახევარი კვირის განმავლობაში კლასის ნაწილმა იაროს, კვირის მეორე ნახევარში - მეორე ნაწილმა. თამარ გაბუნიას განმარტებით, თუ სკოლაში ბავშვს თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, მას იზოლირებულ ოთახში გადაიყვანენ. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სადეზინფექციო საშუალებების უზრუნველყოფა სკოლების პასუხისმგებლობა იქნება. სკოლები გაკვეთილების ხანგრძლივობისა და შესვენებების დროს თავად განსაზღვრავენ. საკვებით, მათ შორის, გაყინული პროდუქტით კორონავირუსი არ გადადის. ყაზბეგის მერი - მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, საგანგაშო ვითარება არაა. UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში 15 სექტემბერს სწავლის დაწყება დადებითად შეაფასა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და პანიკის საფუძველი არ არის. საქართველოს მთავრობის დადგენილებით კარანტინისა და თვითიზოლაციის ვადა 12 დღით განისაზღვრა. რუხის კლინიკაში მესტიიდან კორონავირუსით ინფიცირებული 2 პირი შეიყვანეს. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

      ეპიდ შეფასება - ისრაელმა საქართველო „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა. ადამ ბოელერი - პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები ხაზგასასმელია.

      შეხვედრა გენპროკურორთან - თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი გენერალურ პროკურორს შეხვდნენ. ადვოკატის განცხადებით, მისი გადმოსახედიდან, გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს და არა მკვლელობის. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურორი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიმართ არაეთიკურად მოქმედებდა, საქმეს ჩამოაშორეს. თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა ბოდიში მოიხადა.

      შემოსული ფული - ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით გაიზარდა. კობა გვენეტაძე - ფულადი გზავნილების გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა არა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც შეიძლება სტატისტიკიდან ჩანდეს.

      გახსენებული ხალხი - გიორგი ვაშაძე - შეეშვით ფულის კეთებას ამ უმძიმეს პირობებში მაინც და ქმედითი ნაბიჯები გადადგით ქართული ბიზნესის დასახმარებლად. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ბაღდათის მოსახლეობას შეხვდნენ. „ქართული ოცნების“ მცხეთის, ყაზბეგის, დუშეთის და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

      ტყვია ბავშვებში - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2-7 წლამდე ბავშვებში, აჭარაში, ბათუმში ფიქსირდება. ბავშვებში ტყვიის შემადგენლობის შემცირებაზე და დღეს არსებულ მდგომარეობაზე ბათუმში კონფერენცია მიმდინარეობს. აჭარაში ბავშვებში ტყვიის შემცველობის შემცირების მიზნით საპილოტე პროექტი იწყება.

      ფრენა ვარშავაში - ავიაკომპანია LOT Polish Airlines ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

საზღვარგარეთულები:

      #WORDLCOVID19 - დიდ ბრიტანეთში საფრანგეთიდან ჩასულ მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. ბრაზილიაში კორონავირუსის 60 091 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 262 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმო - ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ. პარიზი კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის გამო კვლავ „წითელ ზონად“ გამოცხადდა. აშშ-ში კორონავირუსის 51 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 076 ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთის სამედიცინო ასოციაცია - პანდემიის დაწყების პერიოდიდან ინდოეთში კორონავირუსისგან 196 ექიმი გარდაიცვალა. სომხეთში კორონავირუსის 276 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 ადამიანი გარდაიცვალა. ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 12 დღით გახანგრძლივდა. რუსეთში კორონავირუსის 5 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 114 ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთში 6 დღეა კორონავირუსით დაინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 60 000-ს აღემატება. ესპანეთში ღამის კლუბები იხურება და ქუჩებში მოწევა იკრძალება.

      ავღანეთის მთავრობამ ბოლო 400 თალიბი პატიმრის გათავისუფლების პროცესი დაიწყო.

      დონალდ ტრამპი - შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს კამალა ჰარისს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვას.

      გაფიცული ბელარუსი - ბელარუსში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება დაიწყო. მოსკოვში, ბელარუსის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა. ალექსანდრე ლუკაშენკო - ცოცხალი ვარ და საზღვარგარეთ არ ვიმყოფები. ევროკომისიის პრეზიდენტი - ვინც ბელარუსში დემოკრატიულ ღირებულებებს არღვევს, დამატებითი სანქციები უნდა დავუწესოთ. ბელარუსი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებთან დიალოგისთვის მზადაა. ბელარუსის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ალექსანდრე ლუკაშენკოს ძალადობის დასრულებისკენ მოუწოდებს. გიგი წერეთელი - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ბელარუსის ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩერონ რეპრესიული ტაქტიკა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები სრულად დაიცვან. ბელარუსის ცესკო-მ ალექსანდრე ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატად გამოაცხადა. „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრი ორგანიზაციები ბელარუსში მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობრივ ქმედებებს გმობენ. სვეტლანა ტიხანოვსკაია ბელარუსში საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის. სვეტლანა ტიხანოვსკაია - ბელარუსის ქუჩებში ძალადობას ბოლო უნდა მოვუღოთ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსში აქტივისტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანების გამცემ პირებს სანქციებს დაუწესებენ.

      ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის დახმარებით, ურთიერთობების სრული ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. თურქეთმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 100

ტეგები: qwellynews, აგვისტო, ამბები, ბლოგი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვისაც პოეზია უყვარს

გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…

გაგრძელება

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

Qwelly World

free counters