წინასაარჩევნო ნიშად იქცა ჩანაწერები და კიდევ ერთი სერია გამოვიდა ამ მიმართლებიდან. ამჯერად ჩანაწერები ძველი დროისაა, მაშინ როდესაც წინა მილიონერ-მილიარდელი ცდილობდა ხელისუფლებასთან ომს. ბოლო დღეების მეინსტრიმი სწორედ ამ თემას უჭირავს. სხვა თემებია საპრეზიდენტო არჩევნები და ციტრამონი კლუბებში.
კანდიდატები დღის ამბებში - დავით უსუფაშვილი - მრჩება განცდა, რომ „ქართული ოცნების“ რომელიღაც პიარ-ოთახიდან იმართება პროკურატურაც, უშიშროებაც, პოლიციაც, რამდენიმე ტელევიზიაც, სამინისტროც და თვითონ ბახტაძეც. სალომე ზურაბიშვილი - სიმბოლური მნიშვნელობა ექნება, რომ ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან. სალომე ზურაბიშვილმა ვეტერანებთან შეხვედრისას ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. დავით ბაქრაძე რუსთავში ამომრჩევლებს შეხვდა. ნინო ბურჯანაძე - არ დაგაცინინებთ თავს, ბატონო ბიძინა და დანარჩენებო, რომლებიც მის გვერდით ხართ.
აუდიო ჩანაწერები, პატარკაციშვილის მკვლელობასა და სხვა აბებზე - სავარაუდოდ მირზა სუბელიანი - მიშას კი არა, მთელ სამმართველოს დავაჭერინებ, ისეთი მიმოწერებია. სავარაუდოდ მირზა სუბელიანი - დაჭერამდე ორი დღით ადრე ავედი მინისტრ კახიშვილთან, ვჯდები-მეთქი და იმედია, შენი მხრიდან პ..ბა არ იქნება-მეთქი. სავარაუდოდ მირზა სუბელიანი - გამიშვით, ვაბშე, მიშას დავბრიდავ, სამი-ოთხი თვე მოვამზადებ და... ვაბშე იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ, ორი ვარიანტია, ან უნდა დავბრიდო, ან უნდა შევეკრა. ნიკა გვარამია - სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად... რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების. სახალხო დამცველი საგამოძიებო მასალებზე წვდომას ითხოვს. რომან გოცირიძე - მირზა სუბელიანი არის დამნაშავეც და მსხვერპლიც, რადგან მოუწია უფრო დიდი დანაშაულის აღიარება, რომელიც დაუსჯელი არ დარჩება. გიორგი ვაშაძე - ყოველდღიურად ვხედავთ დამადასტურებელ ფაქტებს თუ როგორ დანაშაულებრივ სისტემაში ვცხოვრობთ. გრიგოლ ვაშაძე - ფარცხალაძე რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილის შესახებ სიმართლეს ვერასდროს გავიგებდით. ზაქარია ქუცნაშვილი სუბელიანთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე - ამას შანტაჟს დავარქმევდი, როდესაც საუბარია იმაზე, რომ „რაღაც მაქვს და თუ არ მომეხმარებით, გამოგიქვეყნებთ“. გოგა ხაინდრავა სუბელიანზე - მე არ მეგულება საქართველოში არც ერთი მამა, რომელიც თავისი შვილის დაცვას არ შეეცდება. ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით ცუხიშვილი მირზა სუბელიანთან ციხეში, შესაძლოა, ერთჯერადი ორდერით, როგორც უფლებადამცველი შევიდა. გოგა ხაინდრავა - სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, 02:00 საათზე საკუთარ მოსახლეობას გაუხსნა ცეცხლი, ეს იცის მთელმა მსოფლიომ.
ციტრამონის გამყიდველები - ადვოკატების ინფორმაციით, დადასტურდა, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაციისას დაკავებული 3 პირი ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა. პროკურატურა ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაციისას დაკავებული რამდენიმე პირი ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდა. შსს-ში ადასტურებენ, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებული ორი პირისგან შეძენილი ნივთიერების ნაწილი ნარკოტიკი არ აღმოჩნდა.
ეკონომიკის მომავალი - გიორგი ქობულია - ჩვენი ეკონომიკის წინსვლის ბერკეტი ექსპორტის განვითარებაა.
ვაშლის მოსავალი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ვაშლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის.
ავტობუსების შუქნიშები და ქალაქური ნიუსები - თბილისში ავტობუსებისთვის სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება. ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, თბილისში 200-მდე მიკროავტობუსი და 100-მდე ავტობუსი გაჩერებულია. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი - თბილისს ჯამში 900 ავტობუსი ეყოლება, ხოლო ყოველდღიურად ხაზზე 750 იმოძრავებს.
უცხოელი დამრღვევები - თბილისში ავტობუსებისთვის სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება.
ერთი დღის მოლოდინი - ჯონათან კაცი - საქართველო ახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ელჩის არა - ევროკავშირის ელჩი - თუ მეკითხებით, არის თუ არა დღეის მდგომარეობით საქართველო მზად ევროკავშირის წევრობისთვის, პასუხი იქნება - არა, არ არის მზად.
ოკუპაციის პრობლემა ეკლესიაშიც - დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - როცა ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, არასწორია საქართველოს ეკლესიამ უპირობოდ დაუჭიროს მხარი კონსტანტინოპოლის ეკლესიას.
საზღვარგარეთულები:
სანქციების სიმცირე - მაიკ პომპეო - აშშ-მა შესაძლოა თურქეთს სანქციები ეტაპობრივად მოუხსნას.
მემკვიდრეზე ეჭვმიტანილობა - The New York Times - აშშ-ს სპეცსამსახურები ვარაუდობენ, რომ ჟურნალისტ ჰაშქაჯის მკვლელობაში საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცია გარეული.
სერგეი ლავროვი – ევროკომისია იმ სახელმწიფოების გავლენის ქვეშ არის, რომლებსაც მოსკოვთან კარგი ურთიერთობები არ სურთ.
32 ათასი პატიმარი - თურქეთის იუსტიციის მინისტრი - ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობისთვის, ციხეში სასჯელს 32 000 ადამიანი იხდის.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია