ოქტომბერი გადავაყოლეთ ამ არჩევნებსა და არჩევნების გარშემო შექმნილ ნიუსებს. დღესაც ჩანაწერების და ჩანაწერების ფიგურანტების სახელები დაწინაურდნენ. ამასთან ერთად, ყალბი ინსპექტირებაც გამოცნდა, სულ ახალი თემებიდან, ასევე სტატისტიკა და ევრაზიული ამბები.
არჩევნების თარიღის ახლობლობა - გრიგოლ ვაშაძე - 28 ოქტომბრის არჩევნები არის რეფერენდუმი, არჩევანი არის ყოფნა-არყოფნას, საქართველოს და არა საქართველოს შორის. გრიგოლ ვაშაძე - იმ ჩანაწერებმა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, თვალნათლივ აჩვენა, რომ საქართველოს წინაშე მოწყობილია კრიმინალური შეთქმულება. დავით ბაქრაძე ხონში მხარდამჭერებს შეხვდა. გია ხუხაშვილი - „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ასულები არიან ტატამზე და ერთმანეთს თავ-პირს ალეწავენ. რამაზ საყვარელიძე - „ნაციონალები“ მიაღწევენ იმას, რომ მათი მეტოქე პირველივე ტურში გავა. „ძალა ერთობაშია“ - მერიამ მხოლოდ გრიგოლ ვაშაძის პალაკტების ჩამოხსნა დაავალა შესაბამის სამსახურს, მაშინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილის პლაკატებს არავინ შეხებია. გიგი უგულავა - სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ჯილეხი, ის არ უნდა გახდეს პრეზიდენტი. დავით მათიკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია პროცესები ერთგვარი რევოლუციური სცენარით წარმართონ. თამარ ჟვანია - არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებას უკავშირდება. თამარ ჟვანია საარჩევნო ბიულეტენში გრიგოლ ვაშაძის „ნაცმოძრაობის“ სახელით წარდგენაზე - ეს იყო კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილება. ეკა ბესელია - სალომე ზურაბიშვილი მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოცდილი დიპლომატი, პოლიტიკოსი და პატრიოტი მოქალაქეა. სალომე ზურაბიშვილი - ტურისტული გზა სახლ-მუზეუმებზე ტურისტებს გააცნობს, რომ საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები. ნინო წილოსანი - სალომე ზურაბიშვილი, როგორც ზეპარტიული, ნეიტრალური კანდიდატი, ნამდვილად იქნება ქვეყანაში პოლიტიკური წონასწორობის გარანტი. სალომე ზურაბიშვილი - კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად იყოს სამფეროვანი დროშა, რომელიც აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს. ირაკლი ხახუბია - სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არის პრინციპული ადამიანი, ასევე აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება დიპლომატიური კუთხით. სალომე ზურაბიშვილი - ნიკო ნიკოლაძის საინტერესო ხედვები ჩემს პროგრამაში გადმოვიტანე. სალომე ზურაბიშვილი - ფარული ჩანაწერები წარმოადგენს იმ ბნელ პრაქტიკას, რომელიც უნდა მოვიშოროთ. სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები. „სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ - ცესკო-მ შერჩევითი სამართლის კიდევ ერთი პრეცედენტი დაამკვიდრა.
მირზა სუბელიანი, ჩანაწერები და სუბელიანის ნიუსრუმი - სახალხო დამცველის წარმომადგენელი - მირზა სუბელიანი უარყოფს ინფორმაციას მის ცემასთან დაკავშირებით, თუმცა სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება. სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მირზა სუბელიანის გამოკითხვა მიმდინარეობდა.
გენერლების სასწავლებელი - პენტაგონი - ჩვენთვის არაფერია ცნობილი, რომ სირიაში ტერორისტებს 700 მძევალი ჰყავთ აყვანილი, რაზეც პუტინმა ისაუბრა.
ყალბი ინსპექტირება - საგამოძიებო სამსახურმა ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გაცემის ფაქტები გამოავლინა. ავტომფლობელებს, რომელთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა ტექინსპექტირება არამართლზომიერად გაიარეს, მოუწევთ ხელახალი ინსპექტირებისთვის სხვა ცენტრებს მიმართონ.
ტუბერკულოზიც ცენტრი - ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორი - დაავადების კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ე.წ წამალგამძლე ფორმები მაინც რჩება, რის გამოც, შესაძლოა, დაავადებული პირის იზოლაციის საჭიროება დადგეს.
სტატისტიკური ამბები - იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა, 533.0 მლნ დოლარით განისაზღვრა. ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი - მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა.
ევრაზიული ფორუმი - ზვიად კვაჭანტირაძე “ევრაზიული კავშირის“ ფორუმზე - ორ შვილს გეფიცები, საერთოდ არ ვიცი, რა ფორუმია- ასეთ ღონისძიებებს კარი არ უნდა გავუღოთ. „ევრაზიული კავშირის ბიზნესფორუმი“ აქცია-პერფორმანსის ფონზე მიმდინარეობდა. რუსი მეწარმე - "ევრაზიული კავშირის“ ფორუმი გასაღების ბაზრის გაფართოების პერსპექტივას გვაძლევს. დავით ნარმანია ბაქოში მიმდინარე მე-3 ევრაზიულ კონფერენციაში მონაწილეობს.
განათლება ევროპულობით - მიხეილ ბატიაშვილი - სახელმწიფომ შექმნა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღოს ევროპული განათლება. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დელეგაცია ასტანაში იმყოფება.
მრავალტონიანი ყურძნიანობა - წელს 230 000 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა და მოსახლეობამ 300 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
ქალაქის დასუფთავება არჩევნების გამო - „თბილსერვის ჯგუფი“ - საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა მხოლოდ იმ ადგილებზე მიმდინარეობს, სადაც მათი გაკვრა აკრძალულია.
დახურული იბერია და უხელფასო თანამშრომლები - „იბერიას" ჟურნალისტები ხელმძღვანელობისგან რეორგანიზაციასთან და ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვენ.
ნარკოტიკები ქუთაისში - ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საზღვარგარეთულები:
პენტაგონის ცოტა ინფორმაცია - პენტაგონი - ჩვენთვის არაფერია ცნობილი, რომ სირიაში ტერორისტებს 700 მძევალი ჰყავთ აყვანილი, რაზეც პუტინმა ისაუბრა.
კიბერდაცულობა რუსეთიდან - რუსეთის ფაქტორის გამო, ევროკავშირის ლიდერები კიბერთავდასხმების თავიდან ასაცილებლად სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ.
ნატოში გაწევრიანება - კურტ უოლკერი - კრემლი ამ დრომდე მიიჩნევს, რომ უფლება აქვს, უკრაინას და საქართველოს მიუთითოს, ნატო-ში არ გაწევრიანდნენ.
ინტერპოლის შიში - ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის მენ ჰუნვეის მეუღლე შიშობს, რომ მისი ქმარი ცოცხალი აღარ არის.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია