ისეთი ღამეებია რთული, როცა კოშმარები კი არ გესიზმრება, თვითონ გადაიქცევი საკუთარი თავის კოშმარად. უძილო, უჰაერო, უსიბნელო (როცა საიდანღაც შუქი გიწვავს ისედაც ამწვარ თვალებს), უსულო ღამეები, რომლებიც გაძლებას გართმევენ, მთელ შინაგანს გტკენენ... და ფიქრობ, არ ჯობია ადგე და ფანჯრიდან გახვიდე? სწორედ მაშინ, როცა მზის პირველი სხივის ნახვას მოასწრებ, შუქი ჩაგიდგება თვალებში და გაგახსენდება დღეები, რომლებმაც მასთან ერთად დაგიმახსოვრეს... იგრძნობ ნიავის სუნთქვას სახეზე, სულს შეგიბერავს, ცოტა შეგცივდება და ალბათ კიდეც გამოგაფხიზლებს... და ეს გამოფხიზლება მოვა სურვილთან ერთად, რომ დაიტოვო სიცოცხლე შენთან, არ გაუშვა, რომ კიდევ გქონდეს შანსი, მაშინაც კი, როცა იცი, რომ შანსი თითქმის აღარ დაგრჩა... შანსი იმისა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალო სასურველი მიმართულებით... ან იქნებ დაგრჩა... ჰოდა სწორედ ამ ორაზროვანი თუ მრავალაზროვანი "იქნებ"-ის გამო უკან იხედები და ნელ-ნელა ბრუნდები, რომ დატოვებულ სიცოცხლეს როგორმე თვალებში შეხედო და უთხრა, რომ ეს მარტო შენი თავისთვის კი არა, მისთვისაც შანსია და კიდევ ერთხელ ცდი, მასთან ერთად ყველაფრის თავიდან დაწყებას... სიცოცხლეს, რომელსაც არქმევ მის სახელს...
ნახვა: 565
ტეგები: Tamuna Restless blog, blog, qwelly, qwellyblog, ბლოგი, დღიური, ერთი დღის ჩანაწერი, ქველი, ქველიბლოგი, ჩანაწერი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია