რაც არ უნდა ბევრს ელოდეთ შეთანხმებას, ამ საქმიდან არაფერი გამოვაო. დაახლოებით, ამ განწყობითვე დატოვა საქართველო ფასილიტატორმა დანიელსონმა. აქციებიც ანონსდება და მომავალი „საქმის გარჩევებიც“ ვაქცინაციის შედეგად ანაფილაქსიურ შოკის შედეგად გარდაიცვალა ახალგაზრდა ექთანი. რაც შეეხება კორონავირუსის სტატისტიკას - დადასტურებული შემთხვევა - 276796, ბოლო დღე-ღამეში - 360; გამოჯანმრთელებული - 269626, ბოლო დღე-ღამეში - 242; გარდაცვლილი - 3683, ბოლო დღე-ღამეში - 9; კარანტინის რეჟიმში - 235. დოლარის ფასი ლარში - 3.3326.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 19 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 23 827 ტესტი ჩატარდა. 9 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის ჯანდაცვის სფეროს 3 642 თანამშრომელი აიცრა. თამარ გაბუნია - ჩვენთვის მთავარი გზა არის ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელება, კვლავაც სამედიცინო პერსონალის აქტიური მონაწილეობით. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ სრული და ზუსტი ინფორმაცია თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს, რათა რწმენა დაიბრუნონ ვაქცინაციის სარგებელთან და მოსალოდნელ სიკეთესთან დაკავშირებით. ამირან გამყრელიძის განცხადებით, კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული რეაქცია განუვითარდა, ახლა კარგად არის. სხვა ალტერნატივა, რომ იმუნიზაცია არ გაგრძელდეს, ქვეყანაში არ არის - მინდა ისევ გთხოვოთ, ფართოდ ჩაერთოთ კამპანიაში. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში ჩატარდება.

      ჩაშლილი მოლაპარაკებები და ოპოზიციური გეგმები - გვიან ღამით, 10 საათიანი მოლაპარაკებები ოპოზიციასა და პოზიციას შორის შეთანხმების გარეშე დასრუდა და დილიდან, მომრიგებელი კრისტიან დანიელსონი საქართველოდან წავიდა. შეხვედრის შემდეგ განცხადებები ისმოდა - გიორგი ვაშაძე - თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნება“. ბადრი ჯაფარიძე - ამ პროცესში ოპოზიცია წარმოჩინდა, როგორც უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილი - „ქართულმა ოცნებამ" გამოავლინა სრულიად გაუმართლებელი სიხისტე. ხათუნა სამნიძე - ჩვენ კომპრომისისა და შეთანხმებისთვის მზაობა გამოვხატეთ, მაგრამ მედიატორმა კარგად დაინახა, რომ ამისთვის მზად არ იყო „ქართული ოცნება. გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე - ბოლომდე მოხდა ხელისუფლების გაშიშვლება. გოჩა თევდორაძე - „ქართული ოცნება“ ვერ აღმოჩნდა მზად, რომ ერთი ნაბიჯი მაინც გადაედგა იმ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელშიც თავად შეიყვანა ქვეყანა. ზურაბ ჯაფარიძე - "ქართული ოცნების" მოთხოვნით დოკუმენტი რამდენჯერმე გაფუჭდა და საბოლოოდ, პუნქტები გახდა იმდენად ზოგადი, რომ ჩვენთვის შინაარსი აღარ ჰქონდა. აკაკი მინაშვილი - „ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ დაუხურა კარი ევროპას - გარდა პოლიტიკური წნეხისა, რომელიც აუცილებლად გაიზრდება, გააქტიურდება სამოქალაქო პროტესტი და გახდება უფრო ინტენსიური. ირაკლი კობახიძე - ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა - ნახეთ მათი გაღიზიანებული სახეები და რიტორიკა, ყველამ დაინახა, რომ ჩამშლელი იყო ოპოზიცია. ოპოზიციის მხრიდან მივიღეთ 2 ულტიმატუმი - პირველი უკავშირდებოდა კანონის უზენაესობის გათელვას და მეორე ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს. რამდენიმე პარტია კონსტრუქციული იყო, თუმცა დესტრუქციული პოლიტიკოსები აქაც გამოირჩეოდნენ ჩამშლელი მოქმედებებით. ვახტანგ მეგრელიშვილი - არ მესმის აქ რა ხდება, საერთოდ არაფერი მესმის - იმდენად ვერ იტანენ ერთმანეთს, რომ ამ ხალხს ერთად ლაპარაკი არ შეუძლია. არჩილ თალაკვაძე - შეთანხმება დღეს შესაძლებელი იყო, ჩვენი მხრიდან არსებობდა სრული მზადყოფნა, სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო მზად. ოპოზიციას აქვს დამოკიდებულება: ვიდრე არჩევნებს არ მოვიგებთ, შედეგებს არ ვაღიარებთ, ამ მიდგომით შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია - უარს ამბობენ იმის დათმობაზეც კი, რაც მათ არც კი ეკუთვნის. როდესაც ერთი ხელით გთხოვენ, მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა არ იყოს და მეორე ხელით, დაავალე კონკრეტული დავალებაო, ეს ორმაგი სტანდარტია, რამაც ასევე ხელი შეუშალა შეთანხმებას. ეს დრო არ იყო ტყუილად დაკარგული, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პოზიციები დაახლოებულია, თუ ოპოზიცია პრაგმატულად შეხედავს პროცესს, შეთანხმება მიღწევადია. მამუკა ხაზარაძე - აშკარაა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოლაპარაკებები ჩაშალა. ალუდა ღუდუშაური - ჩვენი ოპონენტები მორიგ ჯერზე ვერ გასცდნენ ვიწროპარტიულ, პირად ინტერესებიდან ნაკანახევ პოზიციებს და მოლაპარაკება ჩაშალეს. ზაზა ფირალიშვილი - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ერთად ქმნიან ლუკაშენკოს მმართველობის ქართულ ანალოგს - ვერც ერთი და ვერც მეორე მხარე ვეღარ მოიპოვებს მასობრივ მხარდაჭერას. გია ვოლსკი - ოპოზიციის ულტიმატუმია: ხელისუფლებამ “თავზე ნაცარი წაიყაროს”, აღიაროს, რომ პოლიტპატიმრები არსებობენ, არჩევნები კი იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე სააკაშვილი ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს. დავით ბერძენიშვილი - ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს - აშშ-ის სენატი რომ შეუღრენს, ევროპარლამენტი ჯგუფს შექმნის, დანიელსონი რომ დაშოკეს და მიშელი გადარიეს, ადეკვატურად ვერ აფასებენ. თენგიზ ფხალაძე - პოლიტიკოსებმა ხალხს ჩაშლილ მოლაპარაკებებზე და გაშვებულ შანსზე ანგარიში უნდა ჩააბარონ - ფასი ძალიან ძვირი იქნება, რომელსაც ქვეყანა გადაიხდის. ალეკო ელისაშვილი - „ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა, ეს ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თინა ბოკუჩავა - კობახიძე-თალაკვაძე მუდმივად შეხვედრების დეტალების გათქმაზე საყვედურობს ხოლმე ოპოზიციას და როგორც ჩანს, ფსევდო ოპოზიციას და ალეკო ელისაშვილს გულისხმობს. მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მხრიდან „კომპრომისი“ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა იყო, ეს მათ განაცხადეს, კითხვაზე პასუხი გაცემულია. გიორგი ვაშაძე - საპროტესტო აქციებს სხვა ფორმა უნდა მივცეთ, კარგად უნდა მოვემზადოთ. გიგა ბოკერია - ჩვენ უნდა გავაგრძელოთ, განვაახლოთ და გავაფართოვოთ მშვიდობიანი და მწვავე პროტესტი. ვახტანგ მეგრელიშვილი ადასტურებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდაზე ახალ არჩევნებთან მისასვლელ გზაზე წინადადება იყო, თუმცა ეს წინადადება მისაღები მხოლოდ „გირჩისთვის“ აღმოჩნდა. გიგი უგულავა ვადამდელ არჩევნებზე ელისაშვილის განცხადებაზე - ოფიციალურად ეს წინადადება არ ყოფილა, „ქართულ ოცნებას“ უნდოდა, სიტყვაზე ვნდობოდით - არ ვთვლით, რომ ეს არის კომპრომისი, მეტიც, ეს არის ხაფანგი. „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს იწყებს. მამუკა ხაზარაძე - ვინმეს არ ეგონოს, რომ დანიელსონი წავიდა და უკან არ დაბრუნდება, ეს პროცესი გაგრძელდება და არა მხოლოდ ევროპიდან - შეერთებული შტატები ჩაერთვება საკმაოდ სერიოზულად.

      ახალი სამინისტრო და უკვე მინისტრიც - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.

      გარდაცვლილი ექთანი - ლალი ტურძელაძე - ღამე საკმაოდ მძიმე იყო, ამ დილისთვის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ტვინი ჯერ ცოცხალია. ლევან რატიანი - სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი არ გაგვაჩნია. სამწუხაროდ, 27 წლის ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, კლინიკაში გარდაიცვალა. სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ანაფილაქსიური შოკი ნებისმიერმა მედიკამენტმა ან ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს და ამის გამო ვაქცინაზე უარი არ უნდა ითქვას. თამარ გაბუნია - მეგი იყო პირველი ექთანი, ვინც ახალციხეში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისკენ მოგვიწოდა - სამწუხაროდ, ეს შედეგი დადგა, რასაც ნამდვილად არ ველოდით. ნებისმიერი ვაქცინის პროგრამის შემთხვევაში ანაფილაქსიურ შოკზე კეთდება განსაკუთრებული აქცენტი და მისი მართვა არის ყველაზე ბაზისური უნარ-ჩვევა, რაც ყველა ექიმს აქვს. ახალციხელ ექთანს გუშინ ყველა ჩარევა დროულად ჩაუტარდა და ტრანსპორტირებისთვის ერთი წუთი არ დაკარგულა

      ოკუპაციასთან მედგარი - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. თეა ახვლედიანი - დათა პაპა არის ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო. დათა ვანიშვილის მეუღლე - აქედან არ მიდიოდა, ამბობდა, როგორ დავტოვო ჩემი სახლიო. დავით ზალკალიანი - დათა ვანიშვილი წლების განმავლობაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და მცოცავ ოკუპაციასთან ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლო და მაგალითი იყო. პრეზიდენტი - დათა ვანიშვილი იყო შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. ირაკლი ღარიბაშვილი - დათა ვანიშვილი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას.

      „საქსტატის“ ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი არიან.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 122 მილიონს გადააჭარბა. რუსეთში კორონავირუსის 9 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 443 ადამიანი გარდაიცვალა.

      აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის „საფასურს გადაიხდის“. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი მკვლელია, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ.“ რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჯო ბაიდენის კომენტარი პრეზიდენტისთვის შეუფერებელია.

      ანგელა მერკელი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა მტკიცედ და ცალსახად მოახდინოს რეაგირება ყირიმის ანექსიაზე.

      ტანზანიას პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 88

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Valhalla Rising Strategy Guide – Dominate the Norse Realms

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

 Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies. 

1. Choose the Right Class for Your Playstyle

At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…

გაგრძელება

დამეხმარეთ გთხოვთ🖤

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm 0 კომენტარი

გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️

სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…

გაგრძელება

Lamine Yamal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am 0 კომენტარი

In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.



Early Lifetime and Background…



გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

Qwelly World

free counters