დათბა. დათბა ბუნებაშიც და ყველა იმედიანადაა რომ დათბება პოლიტიკაშიც. პირველი დღის მერე, პრემიერის შეხვედრებს ქართული გამოხმაურებები მრავლად მოყვა როგორც ოპოზიციაში, ასევე მართველ პარტიაში. დღეს მათი შეკრება მაგიდის გარშემო კიდევ ერთხელ გაიმართა მაგრამ კონკრეტული შედეგები არ ჩანს. პრემიერ ღარიბაშვილს კი ახალი ტრიბუნები დაუთმეს და ახალმა ლიდერებმა უმასპინძლეს. კორონავირუსის სტატისტიკა - დადასტურებული შემთხვევა - 276067, ბოლო დღე-ღამეში - 382; გამოჯანმრთელებული - 269006, ბოლო დღე-ღამეში - 313; გარდაცვლილი - 3665, ბოლო დღე-ღამეში - 7; კარანტინის რეჟიმში - 224. დოლარის ფასი ლარში - 3.3252.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 17 მარტი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 27167 ტესტი ჩატარდა. 7 ადამიანი გარდაიცვალა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მედპერსონალის ვაქცინაციის პროცესი ქობულეთშიც დაიწყო. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ამ დროისთვის ჯანდაცვის სფეროს 1842 თანამშრომელი აიცრა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებით. სერგო ჩიხლაძე - რუსულმა ვაქცინამ წლების შემდეგ ავტორიზაციაც რომ მიიღოს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დაუშვებელია შემოტანა, სახელმწიფოს შეუძლია ამაში ჩაერიოს. დავით სერგეენკო - თუ აღმოჩნდება, რომ მოტივაციისთვის ჩემი აცრა მნიშვნელოვანი იქნება, თუ გნებავთ, აქვე, ტრიბუნასთან გავიკეთებ აცრას. მეუფე ნიკოლოზი - დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტად გვითხრან, რა ვაქცინები შემოიტანეს, რას გვპირდება ეს ვაქცინა - ნეტავი მართლა უსაფრთხო იყოს და აბა რას ვიზამთ? გავუწევთ რეკომენდაციას, აბა რა იქნება?! “ეს არის ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ვიყავით და ვართ ფრონტის წინა ხაზზე” - „ჯეო–ჰოსპიტალსის“ ექიმები კოლეგებს აცრისკენ მოუწოდებენ.

      ახალი დღე ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოებაში - საგარეო უწყება - ნატო-ს გენერალური მდივნის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის კუთხით. იენს სტოლტენბერგი - გასულ წელს ნატო აგრძელებდა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას. საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების აღიარება და შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ნატო-სთვის. პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ. ჩვენი შეშფოთების საგანია, როცა ვხედავთ ბოლო მოვლენებს, მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას - გვსურს, ეს დავა და სირთულე გადაწყდეს მშვიდობიანად. ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით. ირაკლი ღარიბაშვილი - იმედი გვაქვს, რომ საქართველო-ნატოს განახლებული არსებითი პაკეტი მომავალში კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისა და მოკავშირეებისგან. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული. ირაკლი ღარიბაშვილმა და მარინა კალიურანდმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი და მიმდინარე პოლიტიკური ვითარება განიხილეს. პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიკსერს შეხვდა. მარინა კალიურანდი - სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ორიოდეს გამონაკლისით, არ აიღო მანდატი, არ შევიდა პარლამენტში და არ გააკეთეს ის, რასაც მათგან ითხოვს ქართველი ხალხი. ვემხრობი და ვეყრდნობი ODIHR-ის შეფასებას, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და დემოკრატიული, მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, წერტილი. დაჟინებით გთხოვთ გამოიყენოთ ეს შანსი და დაახლოვდით, მოუსმინეთ ერთმანეთს და ქართველი ხალხის ინტერესებისკენ მიმართული ნაბიჯები გადადგით. ღარიბაშვილი კალიურანდთან შეხვედრის შესახებ - შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს. სვენ მიკსერი - ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რაც საერთაშორისო დამკვირვებლების აზრით, საერთო ჯამში, თავისუფალი და გახსნილი იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა და დევიდ მაკალისტერმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ღარიბაშვილი მაკალისტერთან შეხვედრაზე - მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, გამეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ. ჯეიმს აპატურაი - საქართველოს არ აქვს ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის დრო - ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში.

      პირველი დღის უკუკავშირი“ და მოლაპარაკებების მაგიდა - დავით სერგეენკო - იმედი მაქვს, რომ ის გზავნილები, რაც გაცხადდა ბრიუსელში ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან, შეცვლის მოლაპარაკების მიმდინარეობას და მას უფრო კონსტრუქციულს გახდის. სოზარ სუბარი - ბორელის განცხადებას ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის კრიტიკა მოჰყვა, ბატონ ბორელს ინგლისურის სწავლება დაუწყეს და თავი სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს. ალუდა ღუდუშაური - ჩვენ ვერ გავყვებით ოპოზიციას საკუთარ პარტიულ და დესტრუქციული პირების დღის წესრიგში - არ ჩავატარებთ ყოველ ჯერზე არჩევნებს, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ არ გაიმარჯვებს. ანრი ოხანაშვილი მოლაპარაკებებზე - გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც კონსტიტუციის საწინააღმდეგო, სადაც არის დაფიქსირებული, როდის ტარდება არჩევნები და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო. გია ხუხაშვილი - ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ ბრიუსელი ხელისუფლებას ხელების გადაგრეხვით დაუწყებდა ლაპარაკს - გუშინდელი დღე უფრო ოპოზიციის დამარცხებად გაფორმდა, ვიდრე გამარჯვებად. ანრი ოხანაშვილი ბორელის განცხადებაზე ოპოზიციის შეფასებებზე - იმედი მაქვს, ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას არ დაიწყებენ. ბექა დავითულიანი - ვისაც დღეს ოპოზიცია პოლიტპატიმარს უწოდებს, შეუძლია 11 000 ევრო გადაიხადოს და გამოვიდეს - 11000-ევროიანი პოლიტპატიმარი ევროკავშირისთვის პოლიტპატიმარი არ არის. ზაალ უდუმაშვილი - ვერანაირ შედეგზე ვერ იქნება საუბარი, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონებით მსვლელობას მართავდნენ. შს სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. გიორგი ხელაშვილი - ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ, გაემიჯნონ რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს და მიიღონ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები. ლევან იოსელიანი - ყველასთვის ნათელი გზავნილია ჩვენი მეგობრების განცხადებები ევროკავშირიდან, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დებატები უნდა დასრულდეს და ამ ყველაფერმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. ზურაბ ბატიაშვილი - არ მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა რომელიმე მხარე დაიჭირა პოზიცია-ოპოზიციის დაპირისპირებაში, ბორელმა საქართველოს მხარე დაიჭირა. ირაკლი ღარიბაშვილი - მჯერა ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილის, რომელიც შეუერთდება პარლამენტს, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს. პაატა მანჯგალაძე - "ქართული ოცნების" მტკიცება, თითქოს ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, სრული აბსურდია. გიორგი ვაშაძე - საუბრებია, რომ რიგგარეშე არჩევნების ან პატიმრების საკითხი დოკუმენტიდან ამოვარდება, ამის 1%-იან შანსსაც არ ვუშვებ, საკითხი ასე არ დგას! ზურაბ ჯაფარიძე - ის ფაქტი, რომ მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს ერთად დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, შეიძლება ვარაუდის დონეზე გულისხმობდეს იმას, რომ მათ შეძლეს პოზიციების დაახლოება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობდა. აკაკი მინაშვილი - თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდნენ და ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ წავა ევროპის წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება. ირაკლი კობახიძე - ოპოზიციასთან დღევანდელი შეხვედრა „გადამწყვეტი არაა“. ხათუნა სამნიძე - საჭიროა კომპრომისი ორივე მხრიდან, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას. შალვა ნათელაშვილმა კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. ვახტანგ მეგრელიშვილი - ხვალ დავასრულებთ საკითხების სრულად გავლას. გიგა ბოკერია - გრძელი, ძალიან რთული და მძიმე შეხვედრა იყო - ამ ეტაპზე, არანაირ შედეგებზე არ შეიძლება ლაპარაკი. ალეკო ელისაშვილი - წინსვლა გვაქვს, საუბარია შეთანხმების დოკუმენტზე - რა საკითხებზეც ვიმუშავეთ, მხარეებს შორის პოზიციები დაახლოებულია. გიორგი ვაშაძე - მთავარი, რაზეც შევთანხმდით, არის პრინციპი, არაფერია შეთანხმებული, ვიდრე ყველაფერი არ არის შეთანხმებული - ძალიან რთული სამუშაო პროცესი იყო, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. ზურაბ ჯაფარიძე - უფრო პოზიტიურად დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, ვიდრე ველოდი - ჯერ საერთო შეთანხმებამდე კიდევ შორია. გიგა ბოკერია - ბატონ ნათელაშვილს თუ უნდოდა, გაეგო მთელი შეხვედრის განმავლობაში, რაზე იყო ლაპარაკი, უნდა დარჩენილიყო. აკაკი მინაშვილი - მოლაპარაკებები უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, ჩვენი პრინციპია, რომ ნიკა მელია უნდა იყოს თავისუფლებაზე, იმედი მაქვს, კვანძი მალე გაიხსნება. ირაკლი კობახიძე - სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი, მთავარია, ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს - რაღაცებზე პოზიციები შეჯერებულია. არჩილ თალაკვაძე - მიხარია, რომ შეთანხმების ტექსტი საბოლოო ჯამში იღებს ისეთ სახეს, რომელიც უფრო სამართლიანად გამოხატავს პოზიციებს ყველა საკითხზე.

      „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორის განცხადებით, ელექტროენერგიის გათიშვის მომენტში მოხმარების 70%-მდე ელექტროენერგიის იმპორტზე მოდიოდა.

      გურამ მაჭარაშვილი - თუ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ელისო ბოლქვაძის კანდიდატურა დადგება, ჩვენ მხარს დავუჭერთ. პარლამენტში ახალშექმნილ კულტურის კომიტეტში წევრთა რაოდენობა არანაკლებ 10 დეპუტატით განისაზღვრა.

      თბილისი ჰე - ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. კახა კალაძე მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზებს განმარტავს. არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობებს. პერსონალის დაინფიცირების გამო დახურული ბაგა-ბაღებიდან 4 უკვე გაიხსნა. დედაქალაქის მერია ვარკეთილის ხევის რეაბილიტაციას იწყებს. სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს, 2023 წლისთვის დასრულდება.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 854 და გარდაცვალების 5 შემთხვევა გამოვლინდა. Bloomberg- აშშ-ში ვაქცინაცია 110 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა, ჩინეთში 64.9-ს, ევროკავშირში 50 მილიონზე მეტს. რუსეთში კორონავირუსის 8 998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 427 ადამიანი გარდაიცვალა. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი - AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოა, ის ქვეყანაში 10 მილიონზე მეტ ადამიანს გაუკეთდა. პოლონეთში კორონავირუსის 25 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ნოემბრის შემდეგ რეკორდული დღიური მაჩვენებელია. აზერბაიჯანში კორონავირუსის 840 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 9 ადამიანი გარდაიცვალა. ბორის ჯონსონი - ვაქცინა, რომლითაც ძალიან მალე ავიცრები, „ასტრაზენეკა“ იქნება. ევროკომისიის პრეზიდენტი - საუკუნის კრიზისი გვაქვს - მესამე ტალღის ფორმირება ხდება და ვაქცინაციის ტემპები უნდა დავაჩქაროთ.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 69

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მარტი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Joining a Faction in New World

გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters