აქა ამბავი ქართველი სპორცმენისა, რომელმაც გადაიარა მთა და ბარი, გადალახა ბევრი მდინარე და ზღვა იმისთვის, რომ მიზანში მოეხვედრებინა ისარი.
შემდეგ ისევ გადის იგივე მანძილს და უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას: სკოლა, ვარჯიში, სამეცადინო, მეგობრები, სკოლის მასწავლებელი, რომელიც "სასარგებლო" რჩევებს იძლევა ("მშვილდოსნობა რა სპორტია, თავი დაანებეო, "ურჩია" მეგობრულად),
.... და ასე წრიულად.
ერთდაერთია საქართველოში. მოლაპარაკე ყუთში რომ ახსენებენ (და ასე ხშირად ხდება), გული სიხარულით მიხტის და ვიღიმები და ვიღიმები.
იქ ავსტრიაში, ჩინეთში, სლოვენიაში, თურქეთში.... არავინ იცის, საიდან მოვიდა გოგონა მშვილდისრით.
ანა დუმბაძე
არის პატარა დაბა დიდი რაგბის მოედნით. ამ მოედანზე არც ბალახია გაკრეჭილი, არც მოედანია დახაზული, არც გასახდელებია და არც საშხაპეები. მოსახლეობა ზაფხულობით სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად აქ გამოდის. ზოგი საქონელსაც აძოვებს. ძირითადად რაგბისტები, ფეხბურთელები და მშვილდოსნები ვარჯიშობენ. ისინი არ ცხოვრობენ სპორცმენების ცხოვრებით, რომლებიც კინოებში გვინახავს: გაწერილი გრაფიკით, სპეციალური საკვებით, კარგ პირობებში... პატარა ბიჭები და გოგოები არიან, ვარჯიშის დროს რომ ერთმანეთს დასცინიან და მხიარულობენ, რომ ვერ წარმოუდგენიათ პედესტალზე ასვლა და ოქროს მედლის შეგრძნება მკერდზე. გაგიკვირდებათ და ამ გოგოს ასეთი ბევრი აქვს სახლში. დღემდე მგონია რომ ვერც კი იაზრებს, ისე ადის და ჩამოდის პედესტალიდან. ისე ჩამოაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან სხვადასხვა მეტალის მედლები, ვითომც არაფერი.
ეუბნებიან უნდა წახვიდე "იქ". ჩაალაგებს ჩანთას და სრულიად მარტო მიემგზავრება. სულ მინდა თავში ჩავუძვრე და ვნახო რა ხდება იქ, როცა თვითმფრინავში ჯდება, ან უფრიალებს თუ არა გული შეჯიბრამდე 1 კვირით ადრე, ძინავს თუ არა ღამით საერთოდ.
სულ ახლახან გადასერა ჰაერი და მიწა (რატომღაც მშვილდოსნობის ფედერაციამ ხელმომჭირნეობა გამოიჩინა და საქართველოდან მივლენილ ერთადერთ სპორცმენს, რომელიც სხვა ქვეყნის 28 გუნდს შეეჯიბრა, უმრავი ტრანსპორტი გამოაცვლევინა, რომ ავსტრიამდე ჩასულიყო, სამიზნესთან) მოხვდა 20ეულში და თავის პატარა ჩემოდნით ბრუნდება უკან.
ალბათ ყველას გინახავთ ფილმი "ფეოლა" J. აი, ანუკის რომ ვუყურებ, სულ ეგ ფილმი მახსენდება. ის სისუფთავე, ენთუზიაზმი, ბევრი კომიკური სიტუაცია და გამარჯვება.
მინდა კიიდევ ბევრჯერ გავიგო მისი სახელი და სიხარულისგან ვიხტუნო ადგილზე.
პატარა გოგო , მშვილდით ხელში, სრულიად მარტო დაიარება მსოფლიოს სხვადახვა წერტილში და უახლოვდება მიზანს.
P.S. სხვათაშორის, ფილმი "ფეოლა" ზემოაღნიშნულ მოედანზეა გადაღებული.
საქართველოს ორგზის ჩემპიონი,
რვა პირველობა,
რვა მეორე ადგილი,
ორი მესამე,
2013 და 2014 წლების პერსპექტიული სპორტსმენი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია