დავიწყოთ ორი საინტერესო მიმართულებით, პირველი ამინდის პროგნოზია და დღევანდელი წვიმა და მოსალოდნელი ავდრობა ერთ-ერთი მთავარ ამბად იქცა - საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მაღალმთაში კი თოვლი. მეორე ამბავია - ლარის დევალვაცია - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9942 ლარი გახდა. ცხადია, ამ ამბების გვერდით, არ სრულდება მსოფლიოს მთავარი პრობლემა - კორონას პანდემია.
კორონავირუსიანი მსოფლიო - დათო მუჯირის განცხადებით, ფედერაციას მჭიდრო კომუნიკაცია აქვს "უეფასთან", რათა კორონავირუსის გამო, საქართველო-ბელორუსის მატჩი გადაიდოს. ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 14 მარტს აღარ ჩატარდება. სოზარ სუბარის ინფორმაციით, კომპანიებთან, რომლებისგანაც საქართველომ მომავალში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი უნდა მიიღოს, მუშაობა დაწყებულია. ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 86-მდე გაიზარდა. მთავრობამ, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის განკარგულება გამოსცა. ნორვეგიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. საქართველოს ბანკი მომხმარებლებს სასესხო ვალდებულებებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს - დეტალურად მომდევნო კვირაში მოგიყვებითო. რუსმა დეპუტატმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია და დუმაში გამოცხადდა, სადაც ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა. ნიუ-იორკში კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რომში კორონავირუსის გამო კათოლიკური ეკლესიები დაიხურა. სამხრეთ კორეაში კორონავირუსისგან 110 პაციენტი დაინფიცირდა და 177 განიკურნა. კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც ჯასტინ ტრიუდო თვითიზოლაციაში რჩება. ემანუელ მაკრონის განცხადებით, კრიზისის საწყის ეტაპზე, საფრანგეთი სასწავლო დაწესებულებებს დროებით დახურავს. „თიბისი“ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესმსესხებლებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს უწესებს. ემანუელ მაკრონი - ვირუსს პასპორტი არ აქვს. დღეიდან თბილისის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მერი მაღლაფერიძე - თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ჰიგიენის ნორმები და დეზინფექციის წესები გამკაცრებულია. მთავრობის ადმინისტრაცია მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს. მარინა ეზუგბაია - პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდგინდა, ინფიცირების ახალ წყაროს არ წარმოადგენს და იტალიასთან კონტაქტში მყოფი პირია. შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, მომსახურების ცენტრებსა და მიგრაციის დეპარტამენტში მისვლისგან თავი შეიკავონ. ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა. განათლების მინისტრის მოადგილე - სკოლებში არდადეგების კიდევ გახანგრძლივებაზე ამ დროისთვის საუბარი არაა. მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის პირველი შემთხვევები ჩინეთში 17 ნოემბერს დაფიქსირდა. მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე - პური უნდა იყოს შეფუთული - მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. თონეებში, ერთი და იგივე ადამიანი არ ახდენდეს ფულთან კონტაქტს და პურის რეალიზაციას. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქართველოს ყველა მოქალაქე lit.ge-ს 2093 ელექტრონული წიგნით უფასოდ ისარგებლებს. სრულიად საქართველოს მუფთი - მეჩეთებში კორონავირუსის შემთხვევების გამო ღვთისმსახურების მხრივ ცვლილება არ იგეგმება და პარასკევის ლოცვები მკაცრი რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. მარინა ეზუგბაია - თუ მძიმედ მყოფი პაციენტის შემთხვევაში გადავლახეთ 13 დღე და ის იქნება სტაბილურად, თანდათანობით დაიწყება გაუმჯობესება. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის შემთხვევაში, მე-16 დღეს ჩატარებული ტესტირებით, პასუხი „სუსტად დადებითია“. გამომცემლობა "პალიტრა L-მა" გადაწყვიტა, არდადეგებზე მყოფი ბავშვებისთვის, აუდიოწიგნები უფასოდ ხელმისაწვდომი გაეხადა. „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს და მგზავრებს ურჩევს, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენონ. კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თბილისში 15-მდე სასტუმრო დროებით დაიხურა. ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისეთი გლობალური მოვლენის წინაშე ვდგავართ, როგორიც ჩვენი სახელმწიფოს არსებობის მანძილზე არასდროს გვინახავს. თურქეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ვახტანგ ბუცხრიკიძე - 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი ყველა სასესხო პროდუქტს, მათ შორის განვადებასაც ეხება და ეს შეთავაზება მოქალაქეებს პროცენტებს არ გაუზრდის. ამირან გამყრელიძე - ბავშვები ეზოში და ჰაერზე უნდა გავიყვანოთ, მაგრამ სასურველია, საქანელები და სკამები დღეში ერთხელ მაინც სველი წესით დამუშავდეს. ყაზახეთში კორონავირუსის 2 შემთხვევა დაადასტურეს. ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, „თიბისი ბანკი" დაწესებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ დავალიანების გადახდის ორ ვერსიაზე ფიქრობს - დაგროვილი სამთვიანი გადასახადი გადანაწილდება მომდევნო პერიოდზე ან სესხის დასრულების ვადა სამი თვით გახანგრძლივდება. იტალიაში ჩინეთის სამედიცინო ჯგუფები ჩავიდნენ, რომლებმაც სამედიცინო დახმარება ჩაიტანეს. ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭო მთავრობას მიმართავს, ბიზნესს 3-თვიანი საშეღავათო გადაწყვეტილებები შესთავაზოს. ესპანეთის ოთხ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ფართოვდება იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებისთვის მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება შეიზღუდება. გიგა ბოკერია - მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება - გლობალური, უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ ქვეყნებს მთავრობები იმიტომ ჰყავს, რომ ასეთი გამოწვევის დროს იმოქმედოს. ბულგარეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ტემპერატურის ქონისას აფთიაქსა და მაღაზიაში არ მივიდნენ, მარტოხელა პირების დახმარებას კი მოხალისეებს სთხოვს. გიორგი გახარია - ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა ეფექტური ნაბიჯების და ქმედებების დროა. პრემიერის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში კომერციული ბანკები კომპანიების სესხების რესტრუქტურიზაციას მოახდენენ. ესტონეთი და ლატვია საგანგებო მდგომარეობას აცხადებენ. ხარაგაულში, მოქალაქე, რომელმაც თვითიზოლაციის წესი დაარღვია, კარანტინში გადაიყვანეს. იტალიაში საქართველოს ელჩი - იტალიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის 5 ცხელი ხაზია ამოქმედებული და საელჩო მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან. მაია ცქიტიშვილი შეზღუდვებზე - რუსეთი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, თუ ეპიდემიოლოგების მხრიდან რისკი იქნება დასახელებული, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება. ირანი - ჩვენ ამერიკელი ექიმები არ გვჭირდება - დაასრულეთ ეკონომიკური და სამედიცინო ტერორიზმი. უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენ არ ვაპირებთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის მიტოვებას ამ ძალიან სერიოზულ გამოწვევასთან, მსოფლიო პანდემიასთან გამკლავებისას. პრემიერი არ გამორიცხავს, რომ ზომები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან მიმართებითაც გამკაცრდეს. გიორგი გახარია - თუ ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებითი რესურსები გახდება საჭირო, მთავრობა მიმართავს ყველას, მათ შორის პირველ რიგში ფონდ „ქართუს“. ეროვნული ბანკი მოსახლეობას ნაღდი ფულის გამოყენებისას ჰიგიენის რეკომენდირებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ 7 პირს პნევმონია აქვს, საშუალოზე მძიმედ კი მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობა ფასდება. 14 მარტიდან, 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება. იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 250-ით გაიზარდა. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ეპიდსიტუაცია უარესდება, ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და შემთხვევათა მატება ჩვენთანაც დაფიქსირდება - არ უნდა მივეცეთ პანიკას, ინფექციას მსოფლიო დაძლევს.
მრგვალი მაგიდის წევრები - ნიკა მელია - უპრეცედენტოა, როცა განსხვავებული პარტიები, რომლებიც ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ვთანხმდებით, დღეს ვთანხმდებით ფუნდამენტურ - სასამართლო რეფორმის საკითხზე. ალეკო ელისაშვილი - ოპოზიციური სპექტრი ხელს ვაწერთ, ერთგვარად ფიცს ვდებთ, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნების შემდეგ საქართველო. დავით ბაქრაძე - ზარ-ზეიმით საჯარო განხილვების პროცესის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო პროპორციული სისტემა, ამიტომ, იგივე წრეზე წაყოლას არ ვაპირებთ. დიმიტრი ხუნდაძე - ოპოზიცია ცდილობს, დესტრუქციული გზით დაარღვიოს შეთანხმება და პროცესი ისევ ქაოსში გადაიყვანოს.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი ჩვენზე - გრიგოლ გეგელია - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ჯეროვნად ვერ ასრულებს მოქალაქეებისა და თანამეგობრობის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ანა ნაცვლიშვილი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ზუსტად იმ პრობლემებს აჩვენებს, რომლის გამოც ქართული სახელმწიფო სუსტი და არასტაბილურია.
სტატისტიკა - „საქსტატის“ ექსპრეს მონაცემებით, 2020 წლის ორ თვეში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 6.1%-ით გაიზარდა.
ვლადიმერ პუტინი ანატოლი ბიბილოვს შეხვდა.
საზღვარგარეთულები:
ტრამპის ვირუსობანა - დონალდ ტრამპი - ნავთობის ფასი ახლა ისეთია, რაზეც შემეძლო მეოცნება, რადგან ბენზინზე ფასი სერიოზულად დაიწევს. დონალდ ტრამპი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ერთი წლით გადადებას მიზანშეწონილად მიიჩნევს. დონალდ ტრამპი უშვებს შესაძლებლობას, რომ ევროკავშირს ამერიკაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გაუხანგრძლივოს, ან ვადაზე ადრე გაუუქმოს.
აშშ-მ ერაყში „ქათაიბ ჰეზბოლას“ პოზიციებზე ავიაიერიშები განახორციელა.
ძველი ყნოსვა - მიხეილ გორბაჩოვი - ჰაერში ომის სუნი დგა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია