კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო ახალ წყობაზე გადავიდა და პირველი, რა თქმა უნდა დოლარი გაძვირდა - კვლავ 3-იან ნიშნულს უბრუნდება. ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ერთადერთი თემა კორონა ვირუსია და მისი გამოვლინებები, ახალი შემთხვევები, კარანტინი ქალაქებსა და ქვეყნებში და ცნობილი თუ უცნობი სახეები ვირუსებით. საქართველოს საარჩევნო სისტემის ახალი მოდელების განხილვებიც აწუხებს.
კორონა პანდემიაა და მისი შედეგები ყველა მიმართულებით - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. პანდემია არის გლობალური ეპიდემია. ეს არ არის მხოლოდ ერთ ქვეყანაში, დღეს უკვე ის 120 ქვეყანაშია და ქვეყანათა რაოდენობა ყოველდღიურად ემატება, ინფექცია თითქმის ყველა ქვეყანაშია. თუ ეს ჩინეთში იყო თავიდან ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ მოდის, ჩინეთს გარეთ უკვე არის 42 შემთხვევაზე მეტი რაოდენობა, ანუ, თითქმის ნახევარი, რაც იყო ჩინეთში. რაც მთავარია ტემპი იზრდება. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობა გამოცხადდა პანდემიად. დიმიტრი ხუნდაძე - გამოვიყენოთ გულწრფელი, გულთბილი და უსაფრთხო მისალმება, საკუთარ გულზე ხელის დადებით. სკოლები ორი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მოსწავლეებისთვის სხვადასხვა რესურსისა და კლასგარეშე დავალებების მიწოდებას. პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის, რომელიც საკითხების დისტანციური განხილვისა და ელექტრონული კენჭისყრის პროცედურის შემოღებას ითვალისწინებს. უნგრეთი უნივერსიტეტებს ხურავს და ხალხმრავალ შეკრებებს კრძალავს. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. კორონავირუსის გამო, საარჩევნო სისტემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვები, შესაძლოა, განსხვავებული ფორმატით ჩატარდეს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის 24-ე შემთხვევა იტალიასთან არის დაკავშირებული. სომხეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 827-მდე გაიზარდა. ირანის ვიცე-პრეზიდენტსა და ორ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 24-ე პირი 19 წლის ბიჭია. პარლამენტის თავმჯდომარემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკანონმდებლო ორგანოში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ბრძანება გამოსცა. იტალიაში სამედიცინო ხელმძღვანელი კორონავირუსით დაიღუპა. მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ. იტალიაში სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა დაწესებულება დაიხურა. სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს. გიორგი გახარია - მთავრობას, სახელმწიფო უწყებებს და კერძო სტრუქტურებს ეძლევა რეკომენდაცია, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე. მთავრობა 24 საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებიც გაივლიან. პრემიერმა ეკონომიკურ გუნდს დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტული გეგმის წარდგენა დაავალა. პრემიერი - ვავალებ შს სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში უზრუნველყოს მოქალაქეების თვითიზოლაციის წესების ზუსტი აღსრულება. ზვიად შალამბერიძემ იმერეთში, ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული მოქალაქეები მოინახულა. ოლესია ვართანიანი - აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" ვითარება კრიტიკულად მძიმეა და ადმინისტრაციები მოქალაქეებისთვის საბაზისო სერვისების მიწოდებასაც კი ვერ უზრუნველყოფენ. მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 55 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექცია კვლავ უფიქსირდება და კლინიკაში რჩება. კორონავირუსის გამო, თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს. ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაში იმყოფება. წყალტუბოში, სასტუმროში კარანტინში მყოფი ორი მოქალაქე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კახა კალაძემ მოადგილეებს და საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მოუწოდა, თანამშრომლებს, რომელთაც დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, ამის საშუალება მისცენ. დავით ზალკალიანი - ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპატამენტის მხრიდან გაიცა, საქართველო ზედმიწევნით შეასრულებს. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, იტალიიდან ჩამოყვანილ იმ მგზავრებს, რომლებსაც ანალიზები ჩაუტარდათ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღრიცხულია ყველა პირი, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტი ჰქონდა. „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. 13 მარტიდან ეკონომიკის სამინისტრო დისტანციური შრომის რეჟიმზე გადადის - აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრსა და მის მოადგილეებს არ შეეხებათ. კორონავირუსის გამო, მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სპორტული მატჩი გადაიდო, ნაწილი კი მაყურებლების გარეშე ტარდება. კრიშტიანუ რონალდო კარანტინში გადაიყვანეს. ესპანეთის თანასწორობის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა, ვიცე-პრემიერი კი კარანტინში იმყოფება. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, მათ კლინიკაში დაკვირვების ქვეშ მყოფი მოქალაქეებიდან 6 საავადმყოფოს დღეს დატოვებს. გიგა ბოკერიას განცხადებით, კორონავირუსის გამო ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, სწრაფი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ბანკებმა საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება უნდა უზრუნველყონ. ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე გადავა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით მოქალაქეებს დისტანციური საშუალებების გამოყენებისკენ მოუწოდებს. სკოლებში გაცდენილი გაკვეთილების ანაზღაურება შაბათ-კვირის, დამატებითი გაკვეთილების ან თემების გაერთიანების ხარჯზე მოხდება. პაატა იმნაძე - უნდა მოვემზადოთ, რომ მთავრობამ შესაძლოა, დიდი თავყრილობები აკრძალოს - პირველ რიგში, ეს არის ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეკატერინე ტიკარაძე - მზადაა 3 სცენარი: პირველი ინფიცირებულთა სიმცირეს, მეორე - რამდენიმე ასეულს, მესამე კი 400-მდე მძიმე პაციენტს გულისხმობს. მამუკა ხაზარაძე - საჭიროა მილიარდიანი სტაბილიზაციის ფონდი შეიქმნას, რომელიც ქართულ ეკონომიკას ამ გამოწვევას გადაატანინებს. „ევროპული საქართველო“ მთავრობას მოუწოდებს, დააწესოს საგადასახადო შეღავათები, გაატაროს მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, შეამციროს ქონების და საშემოსავლო გადასახადები და აქციზი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25-ე შემთხვევა დადასტურდა. აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამირან გამყრელიძე - პირი, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამირან გამყრელიძე - კორონავირუსი ჰაერში არ დაფრინავს და ჰაერით არავის ედება - თუ დავიცავთ წესებს, მაშინ რისკი მინიმუმამდეა. კანადის პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება.
ლარი დავირუსდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9494 ლარი გახდა. ფინანსთა მინისტრი - ლარზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი - ფაქტია, რომ შოკია მსოფლიოში და ჩვეულებრივი რეაქციაა.
არჩევნებზე შეთანხმება2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების საზღვრები ცნობილია. 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით იქნება დადასტურებული. გიორგი კახიანის განცხადებით, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საკონსტიტუციო პროექტში ბლოკების საკითხი გათვალისწინებულია, ხოლო ბარიერი ბლოკში პარტიების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. გიგა ბოკერია - როგორც კი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი შეთანხმება შესრულდება, მაშინ პოლიტიკური ბოიკოტი აღარ იარსებებს. გიორგი კახიანის ინფორმაციით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის ფორმატთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსულტაციები ექნებათ. ირაკლი კობახიძე - შემდეგი მოწვევის პარლამენტში მყარი უმრავლესობით მოვალთ, სადღაც 90 მანდატის აღება არ გაგვიჭირდება. გია ვოლსკი - საფუძვლიანი ეჭვია, რომ არჩევნები არ წარმოადგენს ჩვენი ოპონენტების ინტერესს - მათი ინტერესია, დესტრუქცია და იმ სცენარის განვითარება, რასაც სააკაშვილი მოკავშირე პარტიებს მოუწოდებს. მამუკა ხაზარაძე - ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვაზე უნდა ვიფიქროთ. სალომე სამადაშვილი - თუ პირობა არ შესრულდა, ჩვენ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ. ეკა ბესელია - ძალიან ბუნდოვანი ფორმულირებაა, რომელიც 40 პროცენტიანი ბარიერის ჩანაწერს ეხება.
პოლიტპატიმრობა - ირაკლი კობახიძე გიგი უგულავაზე - ადამიანი, რომელიც 48 მილიონს იპარავს, არათუ პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად, არამედ პოლიტიკურ ჭრილში საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია