ახალი პირადობის მოწმობის დიზაინი თანამედროვე სამყაროში
საქართველოში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ამ ახალ პირადობასთან დაკავშირებით... არცისე ძველი თემაა და დიდად არ დავკვირვებივარ რა კატეგორიის ხალხი ამბობს უარს რაზე? ჩიპზე რომელიც ისედაც გვქონდა...
მოკლედ დავაფიქსირებ ჩემს აზრს და ასევე მოკლედ და ძალიან მარტივად ვეცდები განმარტება გავუკეთო ამავე აზრს...
ჩემი აზრით, ეს არის ჩვეულებრივი პლასმასისგან დამზადებული საკრედიტო ბარათის ზომის ბარათი რომელზეც გამოსახულია ზუსტად იგივე რაც ლამინირებული პირადობის დროს იყო.
ძველ პირადობაში მოთავსებული იყო რამოდენიმე შტრიხკოდი ფოტოს, პირადობის ნომრის ქვეშ და კიდევ სადღაც. იცავდა გაყალბებისგან.
ახალ პირადობაში ეს ყველაფერი 1 პატარა მიკრო ჩიპშია გაერთიანებული რომელსაც დამატებული აქვს ბევრი თანამედროვე ფუნქცია რაც 21 საუკუნეში დაგვეხმარება. ამ ფუნქციებით ბევრი ჩვენგანი უკვე სარგებლობს...
ბარათში მოთავსებული ჩიპი უბრალოდ ხალხის ყვირილი და პანიკაა. (ჩვენ გვიკონტროლებენ ფინანსებს, ადგილმდებარეობას, ან ნებისმიერ სხვა რამეს)
მოდი რა... აქამდეც ძალიან კარგად აკონტროლებდნენ ნებისმიერი საკრედიტო ბარათის დახმარებით და ნებისმიერი ხელფასის გაცემით კარგად იცის დაინტერესებულ ადამიანმა ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობის შესახებ. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შეუძლიათ ნებისმიერი ჩვენგანის მონახვა თუ ამის საჩიროება იქნება. ნუ გახდი საეჭვოს შენს კეთილი სწორი გზით მოპოვებულს და ნუ გაიხდი თავს მოსაძებნს და ყველაფერი კარგად იქნება.... ;)
რაც შეეხება ზოგი მეუფის და მღვდელის განცხადებას რომ "ეს საშიშია!" ვიტყვი არას.
ის რომ ეს ბეჭედია და ამის საშუალებით ჩვენ გავკონტროლდებით... რა სისულელეა! პირადობაში მოთავსებული ჩიპი ადამიანს გააკონტროლებს? ამაზე პასუხით შეიძლება ვინმეს შეურაწყოფა გამომივიდეს ასერომ უპასუხოდ დავტოვებ...
მოკლედ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი რომელიც მათი თქმით ნაწინასწარმეტყველებია და მოდი ამ წინასწარმეტყველებას ნუ შევეწინააღმდეგებით... ბარათის აღება ხომ ნებაყოფლობითია!
FB, SmartPhone, მეტად საშიშია... იქ ხომ ჩვენი ყველა დიალოგი, მეგობარი, ყოველწამიერი ინფორმაციაა თავის ფოტოებით ვიდეოებით ჩანაწერებით, მათი საშუალებით ხომ "მიწიდანაც ამოგვთხრიან..."
1 კითხვა მე მაქვს. ის მამაოები, მეუფეები თავიანთ მრევლთან ერთად რომ მოგზაურობენ უცხო ქვეყნებში რა თქმა უნდა ახალი პასპორთებით და პირადობებით... და რისთვის ქადაგებ იმას რომ ეს ჩვენთვის საზიანოა?
ხო და კიდევ ერთს დავამატებ ნუ ეს უფრო ეჭვიც არა უფრო ისევ აზრისდამაგვარია.
ახალი პირადობა გამოვიდა, ჩიპი მავნებელი არ არის, უბრალოდ ამ ჩიპის ხსენებით ჩანერგეს ზუსტად იმ მართმადიდებლურ ეკლესიაში ის აზრი რომ ეს საზიანო შეიძლება იყოს ჩვენი სულისთვის და ეს განხეთქილებებს იწვევს ერშიც და ბერშიც.
აი ეს დევს ამ პირადობაში და არა ჩიპი რომელიც გვწამლავს!
აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იქნება ამ თემაზე, ალტერნეტივაც შეიძლება შესთავაზონ საზოგადოებას მაგრამ ეს არაფერს შეცვლის!
წადი ილოცე, იშრომე, იბრძოლე ამაში პირადობაში ჩასმული მიკრო სქემა ხელს ვერ შეგიშლის!
ვისაც სურვლი გაქვთ კომენტარებში დააფიქსირეთ თქვენი აზრი :)
გაუმართავი გრამატიკისთვის და არცისე ლამაზი პოსტისთვის მომიტევეთ...
როოოგოორ მომბეზრდა რა -_-
სამწუხაროდ ნებაყოფლობითი არაა...
გვერდში დავუდგები ქართველ ხალხს ალტერნატივის მოსათოვნად თუ საჭირო გახდება მაგრამ დრწმუნებული ვარ ბარათის უსაფრთხოობაში...
გადის თვეები და წლები ეკლესიაში შესვლა სანთლის დანეთება კი არა... ხანდახან პირჯვარსაც აღარ ვიწერთ და მშიერი ხალხი რომელსაც არაფერი დასაკარგი არ აქვს პროტესტის გამოხატვის დროს ფარად ეკლესიას იყენებს რომ შტრიხ კოდი, ჩიპი ეშმაკისაა...
მიმიფურთხებია ჩიპისაც და ნებისმიერი კოდისაც როცა ხალხმა ღმერთი დაივიწყა მისი არსი თავის კეთილწუთიერებას მოარგო და 10 მცნებიდან მთელი ცხოვრების მანძილზე 2 ს მაინც თუ შეასრულებს ნაწილობრივ... მეტის ღირსი ვართ და უარესსაც მივიღებთ... ასეთ სისუსტეებზე ერთმანეთს გადაჭამენ და სისხლით პირმოთხუპნულები გაკვირვებული სახით ზემოთ ავიხედავთ თავზარდაცემულები....
ვის რა გაუკვირდება... ასე იყო ყოველთვის და ამაზე პასუხისგების დრო მოდის.... ;)
უყურეთ ფილმს კუდის ქიცინი! :) მერე უფრო საცნაური გახდება რას ჭამს საზოგადოება და მათ შორის ჩვენ - ფსევდოგანათლებულები და ფსევდომოაზროვნეები ;) ეს პოსტიც და ჩემი კომენტარიც "ჭამის" ნაირსახეობაა :D ;)
ჰოლივუდია და გენიოსები თამაშობენ, დასტინ ჰოფმანი და რობერტ დენირო. დაგუგლეთ და ქართულადაც ყრია ტონობით :)
ყველაფერ ამაზე დათა თუთაშიას სიტყვები გამახსენდა:არ იცით არც თქვენ მგონია, რაა საკეთებელი და ნამდვილი საქმე,ერთი კია მოწყურებული ხართ ჩემსავით საუბრობთ, ვარაუდობთ,ეძიებთ, რაღაც გზაზე დგახართ მართალია ესეც მაგრამ სანამ მანდედან აზრი, მიზანი და საზრუნავი ჩამოყალიბდება,საუკუნე გაივლის კიდევ მგონია...
აქ მისტიური პანიკა არაფერ შუაშია (( მონური აზროვნება : ჩვენ მაინც გვაკონტროლებენ და მოდით გაუადვილოდ ეს საქმე - ყელსაბამი გავიკეთოთ.. ნებაყოფლობით და სხვებსაც მოუწოდოთ - მყეფავი მონა დამატებით ლუკმას მიიგებს
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია