გამოვიდა შენი ჩაგორგოლებული ბებია, ხელში ხის დიდი კოვზი ეჭირა, მიქნევდა იმ კოვზს და მე მუბნებოდა:

      - ქვეყანა ავსებულა ასკილის ყვავილით. წადი, კაცო, შენც დაკრიფე. ეს შვილიშვილები რომ გიხარია, მურაბები არ უნდათ? ზამთარი რომ დადგება, თოვლს რომ ჩამოჰყრის, ქარი რომ დაუზუზუნებს, ჩაი რომ გაგემრიელდება, რა უნდა მივატანებინოთ იმ ჩაიზე?

      - ცოტა ხანს დამაცადე და წავალ-მეთქი. - ცოტა ხანსაც ვწერე, მერე გადავიკიდე ჩანთა და სულ ძუნძულ-ძუნძულით ჩავედი ჭალაში.

      ის ჩვენი ჭალა ასკილის ბუჩქებით არის სავსე და ის ბუჩქები სულ გადაპენტილი იყო ყვავილებით. დავიწყე კრეფა. ვკრეფ, ვკრეფ, ვბეჯითობ. ჯერ მუჭაში მოვიგროვებ სიფრიფანა ფურცლებს, მერე ჩანთაში ვიყრი, ერთ ბუჩქთან რომ მომწყინდება კრეფა, მეორე ბუჩქთან მივდივარ.

      მივადექი ერთ ლამაზ ბუჩქსაც, ავწვდი ყვავილებით დახუნძლულ ტოტს და - ფრი-ფრი-ფრი! - გაძვრა, პაწაწინა ჩიტუნია ბულბულა, ჰო, ჰო, ბულბული კი არა, ბულბულა, გადაფრინდა სხვა ბუჩქზე და იქიდან ყელყელაობს, მე მიყურებს. ამას აქ ბუდე ხომ არა აქვს-მეთქი, გავწი-გამოვწიე ტოტები, შევიჭვრიტე ბუჩქში და, მართლაც, ლამაზად მომრგვალებული პატარა ბუდე დავინახე. ავიწიე ფეხის წვერებზე, ჩავიხედე შიგ და გამეღიმა, - ბუდეში ხუთი მთლად პაწია რუხი კვერცხი იდო.

      - წი-წი-წი! - ფრენით შემომიარა ირგვლივ ჩიტუნიამ, - კაცოო, შენი ჭირიმეო, ეგ კვერცხები არ დამიმტვრიოო.

      მე გავუღიმე და ვუთხარი:

      - ნუ გეშინია, ჩიტუნია, მე კეთილი კაცი ვარ, კვერცხებს რად დაგიმტვრევ. მე პატარა შვილიშვილები მყავს, შენც გამოჩეკე პაწაწინა ბარტყები და ვიყოთ, - შენ შენს ბარტყებთან, მე - ჩემს შილიშვილებთან.

      აქეთ-იქით გაწეული ტოტები ფრთხილად მივაფარე ბუდეს და წამოვედი, მახლობელ ბუჩქს ამოვეფარე, მინდოდა მენახა, რას იზამდა ის პატარა ჩიტუნია. მაშინვე ცახცახ-ფართხალით მიფრინდა ბუდესთან, ნახა, ყველა კვერცხი თავის ადგილზე იდო, ერთი მოითქვა სული, მერე ამოძვრა მაღლა, წამოსკუპდა ყველაზე მაღალ ტოტზე, წამოიწია ჩემკენ და გალობით მოჰყვა ლოცვას.

      - გმადლობ, კეთილო კაცო, კვერცხები რომ არ დამიმტვრიეო.

      ასწია კიდევ უფრო მაღლა ყელი და ახლა ცას შეჰგალობა. - ცაო, ლამაზო მზეო, შენ გაუზარდე კეთილ კაცს თავისი პატარები, თავის პატარა შვილიშვილებიო.

      მეც დიდი მადლობა გადავუხდე ჩიტუნიას დალოცვისათვის და წამოვედი, განვაგრძე ჩემი საქმე, ასკილის ყვავილების კრეფა. ზამთარი რომ დადგება, თოვლი რომ მოვა, ცივი ქარი რომ აზუზუნდება და ცხელი ჩაი გაგემრიელდება, მურაბას მაშინ გაჭმევთ. ახლა გაჭამოთ?

      ეგ ბებოს საქმეა, ეგ უკვე ბებიკოს უნდა სთხოვოთ.

რევაზ ინანიშვილი

chitunias locva, revaz_inanishvili, locva, askili, chitunia, bird, life, qwelly, ასკილი, ბულბულა, ინანიშვილი, ლოცვა, რევაზ_ინანიშვილი, ჩიტუნას_ლოცვა, ჩიტუნია, ჩიტუნიას_ლოცვა

ნახვა: 2118

ტეგები: Qwelly, ასკილი, ბულბული, ინანიშვილი, ლოცვა, რევაზ_ინანიშვილი, ჩიტუნია

George: დეკემბერი 8, 2012||2:44pm

Didi madloba )) es martlac shedevria !:)

ლაშა: დეკემბერი 8, 2012||11:41pm

ძალიან, ძალიან, ძალიან გემრიელი... :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters