მეოთე ტალღაც მოვიდა. ამჯერად, სერფინგით ვერ ისიამოვნებთ, ეს კოვიდის ტალღების გაგრძელებაა და უკვე შესაძლო შეზღუდვებზეც საუბრობენ. მძიმე ვითარებაა. დღეს კვლავ 5 ივლისის ამბების გამოძიება იყო მთავარი თემა და ამ დღის გამოხმაურებებიც, განსაკუთრებით ევროპულ-ამერიკული შეშფოთებები და კომენტარები. დღე, სვეტიცხოველში რუსულად გალობდნენ და ესეც გახმაურდა. შესაძლოა ძალიან დაცხეს და ტემპერატურამ 39 გრადუსს გადააჭარბოს. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1221 ლარია.
#კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 34 800 ტესტი ჩატარდა. 13 ადამიანი გარდაიცვალა. 19 ივლისიდან ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ PCR ტესტის შემდეგ ხდება ნებადართული, ბანაკის ტიპის შეკრებები კი იკრძალება. გიგა ბოკერია - ახლა ისევ საუბარს იწყებენ შეზღუდვებზე, მაშინ როცა არჩევნები მოდის - ერთხელ, თავისი ჭკუით წარმატებით გამოცადეს ამ შეზღუდვების პოლიტიკური ამოცანებისათვის გამოყენება. ამირან გამყრელიძე - სამედიცინო სფეროში დასაქმებული 65 ათასი ადამიანიდან აცრილი მხოლოდ 12 ათასია. „ფაიზერის“ ვაქცინით 16-17 წლის პირების აცრა მას შემდეგ დაიწყება, რაც საქართველოში ვაქცინის მე-2 და მე-3 პარტია შემოვა. „ფაიზერზე“ რეგისტრაციისას, პორტალზე დაახლოებით, 12 000-მდე ადგილი განვათავსეთ და 10-15 წუთში 120 000-მდე ადამიანს ჰქონდა შესვლის მცდელობა. შეზღუდვების მოხსნა საქართველოში ძალიან სწრაფად მოხდა - სამწუხაროდ, ჩვენ ვიჩქარეთ შემსუბუქება. საქართველოში ერთჯერადად ვაქცინირებული პირებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. IDFI - შესაძლებელია მნიშვნელოვან პრობლემად შეფასდეს Covid-19-თან დაკავშირებული ფინანსების განკარგვის პროცესის გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი.
5 ივლისის საქმე - გურამ ფალავანდიშვილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის ბინაშიც. „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე ბინის ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ხატია დეკანოიძემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, სადაც იმ პირების დაპატიმრებას ითხოვს, რომლებიც 5-6 ივლისს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ. შსს პრაიდის მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე - საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. გიორგი ვაშაძე „პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლების ჩხრეკაზე - ეს არის საჩვენებელი მოქმედება შსს-ის და გომელაურის მხრიდან, რომ რაიმე მაინც თქვან. გურამ ფალავანდიშვილი პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, თუმცა თავად ფალავანდიშვილის განცხადებით, „დაკავებას არ ელის“. ფიქრია ჩიხრაძე - ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ უკვე დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირება გააჩერა - გააჩერა კარგად ორგანიზებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი და ინფორმაციულად მხარდაჭერილი რუსული სცენარი საქართველოში. გურამ მაჭარაშვილი - შს მინისტრისგან ვიცით, ყველაფერი გააკეთეს, რომ იძულების ფაქტები აღეკვეთათ, მაგრამ ბევრ ლოკაციაზე იყო აგრესიული ადამიანები, ამიტომ ვერ მოხერხდა მათი შეკავება. რომან გოცირიძე - რა ჩხრეკაა საჭირო, როცა ვიღაც ხისთავა, მოფაშისტო ელემენტი რუსთაველზე დგას და მოუწოდებს, რომ 100 მეტრის იქით მდებარე ოფისისკენ უნდა გაემართოს 500 კაცი. ანა ნაცვლიშვილი - შსს-ს მინდა ვუთხრა, თავს ნუ "იპამპულავებენ", ძალადობრივი მოწოდებები ბალიშის ქვეშ არ ინახება, თუ მათ გამოძიების სრულყოფილად წარმართვის სურვილი აქვთ, "იუთუბს" მიმართონ. დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი გამოკითხვაზე მივიდა. ვახო სანაია - ჩხრეკა არაფერს ნიშნავს, სანამ ყველას არ დააკავებენ, ვინც დარბევას ხელმძღვანელობდა - მთავარი მოთხოვნაა, პრემიერის გადადგომა. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა შსს-ს გენინსპექციაში საჩივარი შეიტანეს, რომლითაც 5 ივლისს, „სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შემსრულებელ პოლიციელებზე“ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. გურამ ფალავანდიშვილი - მზად ვიყავით, თუ „პრაიდი“ ტანკებით დაიძვრებოდა, ტანკების ქვეშ ჩავწოლილიყავით, თავი გაგვეწირა. სოზარ სუბარი - 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, ყველა დამნაშავე, ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი გამოიკვეთება, შესაბამისი სიმკაცრით აგებს პასუხს. სალომე სამადაშვილი „პრაიდის" მოწინააღმდეგეთა სახლებში ჩხრეკაზე - ილუზია აქვთ, რომ ამ ნაბიჯებით გაანეიტრალებენ იმ მწვავე შეკითხვებს, რომელიც გომელაურს ელოდება პარლამენტში. „ალტ-ინფოს" დამფუძნებლის, ზურა მახარაძის განცხადებით, „თუ ელჩებისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან ზეწოლა იქნება“, ამ შემთხვევაში დაკავებას არ გამორიცხავს.
საპარტნიორო შეშფოთება - სახელმწიფო დეპარტამენტი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების შეჩერება, სასამართლო რეფორმის ჩატარებამდე. ენტონი ბლინკენი - აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო - ამბიციური სასამართლო რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის წარმატებისთვის. კელი დეგნანი - აშშ-ის განცხადებები ნაჩქარევად გაკეთებული არ არის და გზავნილები სერიოზულად უნდა იქნას განხილული - სანქციები ერთ-ერთი ინსტრუმენტია. საჭიროა მკაფიო, ძლიერი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ვინც ძალადობა წაახალისა, ვინც ძალადობრივად დაესხა თავს მოქალაქეებს, ამას ექნება შედეგები მათთვის. სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ბოლო განცხადებაში ტონი შეცვალა და „ფაქტობრივად არ გამორიცხა, რომ სანქციების მექანიზმს აამოქმედებს“. იაგო ხვიჩია - თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ და შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება. გურამ მაჭარაშვილი - 19 აპრილის შეთანხმებას ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციების საფუძველზე თანმიმდევრულად მივყვებით. გიორგი ხვედელიანი - შარლ მიშელი იმისთვის ჩამოდის, რომ ხელისუფლებას ელაპარაკოს - „გადაგდებაზე" პასუხი უნდა გასცენ. რომან გოცირიძე - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მსგავსი განცხადებები არ გაკეთებულა ჩვენი პარტნიორების მხრიდან - პოლიტიკური ფასის გადახდა ნიშნავს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. ანა ნაცვლიშვილი - განცხადებები, რომელიც აშშ-ის მხრიდან კეთდება, მიანიშნებს იმაზე, რომ შეთანხმების დარღვევა არის ფაქტი და მას მოჰყვება შედეგები, შესაძლოა, ეს იყოს სანქციები. ანა ბუჩუკური - მმართველმა გუნდმა შეიძლება ჩათვალოს, რომ თვითონ არის მართალი, მაგრამ ფაქტია, საქართველოსთან დაკავშირებით დანარჩენი მსოფლიო სხვანაირ შეფასებებს აკეთებს. დავით ჭიჭინაძე - შარლ მიშელი თავისი რეპუტაციის დასაცავად ბრუნდება - უკვე ყველამ გაითავისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ არაფერზე მოლაპარაკება არ შეიძლება. სოზარ სუბარი - სტრატეგიული მეგობრები ძალიან მკაცრ განცხადებას აკეთებენ, ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან - დარწმუნებული ვარ, საქმე სანქციებამდე არ მივა. შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას - მიშელის შეთანხმებას ამერიკული და ევროპული ბეჭედი ადევს, თუ მას გადაუვლით, მძიმე დღე დაგიდგებათ - დაბრძანდით და მოიფიქრეთ, როგორ აიცილებთ სანქციებს. რომან გოცირიძე - ჰაერში სანქციების სუნი ტრიალებს - ადგნენ და აშშ-ის ელჩს დასცხეს, თანაც როგორ?! - ვიღაც ჩინოვნიკმა გააფუჭა ჩვენს შორის ურთიერთობაო, სამარცხვინო განცხადებაა.
კვერექსი რუსულად - საპატრიარქო - განვმარტავთ, რომ უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამობრძანებულია სასულიერო პირთა ჯგუფი. მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს.
„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - პურის ფასს 10 თეთრით მოვუმატეთ, მაგრამ მაღაზიები როგორ იქცევიან, პასუხისმგებელი არ ვარ.
საბა ბუაძე - წინასაარჩევნოდ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს გადასცა 5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულმა პირებმა გააგრძელონ საარჩევნო კამპანიის დაფინანსება.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმი გამოფენას - „სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი“ უმასპინძლებს.
თავდაცვის სამინისტრო - თავდაცვის ძალებში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.
აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის ინფექციის დადასტურების გამო გამოცდაზე დასწრება ვერ მოახერხეს, დამატებითი სესიები დაინიშნა.
საზღვარგარეთულები:
#კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 162 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კორონავირუსს 799 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. უნგრეთში მოქალაქეებს კორონავირუსის ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ, მედიკოსებისთვის კი ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.
თურქეთში ელექტროენერგიის ფასი 12%-ით, ხოლო ბუნებრივი გაზის ფასი 15%-ით გაიზარდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინა ამბები | მომდევნო ამბები ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 7:02am
0 კომენტარი
0 მოწონება
Arc Raiders continues to reward exploration and patience, and the Snap and Salvage quest is a perfect example of that design philosophy. Introduced on Stella Montis, the game’s first post-launch map, this multi-step mission can feel overwhelming at first, especially for mobile gamers who prefer short, efficient play sessions. Fortunately, the quest is flexible, allowing progress across multiple runs, which makes it easier to tackle without committing to a marathon raid.
If you need…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია