ტყვეობიდან გათავისუფლება, შეჩერებული მაუწყებლობა, შესაძლო სანქციები და მეოთხე ტალღა

      რამდენიმე ტელევიზია დღეს ჩუმად არის. მაუწყებლობა შეწყვიტეს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით. დღის მთავარი ამბები კიდევ სამი მიმართულებით განვითარდა - ერთი პანდემია და მისი მეოთხე ტალღაა, რომელშიც შევდივართ და აცრის დასაჯავშნი საიტიც არ გვიმუშავებს. მეორე ევროკომისიის შესაძლო სანქციები და მესამე და პოზიტიური - ზაზა გახელაძე თავისუფალია. ვალუტის კურსი - 1 აშშ დოლარი - 3.1430 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 14 ივლისი, 2021

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 35 559 ტესტი ჩატარდა. 13 ადამიანი გარდაიცვალა. "pfizer"-ის ვაქცინა საქართველოშია. დილით განაცხადეს, რომ „pfizer"-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება. ივანე ჩხაიძე - ყოველდღიურად ვაქცინირებულთა სამიზნე რიცხვი იყო 20 000-მდე ადამიანი, რაც აქამდე მიუღწეველი აღმოჩნდა, მაგრამ ვფიქრობ, „ფაიზერით“ ვაქცინაცია უფრო დაგვაახლოებს მიზანს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ 28 000 დოზაა შემოსული. იგეგმება მეტი ზედამხედველობა პირბადის ტარებაზე, მათ შორის დიდ თავყრილობებზე, იქნება ეს ქორწილები, ჭირის სუფრა თუ კონფერენციები. ყველა საფუძველი არის იმისთვის, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია გავაჩაღოთ. ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია შეზღუდვების შემსუბუქებასთან და იმ წესების დაუცველობასთან, რაც ჯერჯერობით არსებობს. კორონავირუსის „ინდური შტამის“ ცირკულაცია ქვეყანაში საერთო ინფიცირების 20%-ს სცდება. ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს, ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, ყველა ავიცრათ, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ. „ფაიზერის“ მეორე და მესამე პარტია ივლისის ყოველ კვირაში უნდა შემოვიდეს და ამ ხელშეკრულებით უნდა გვქონდეს მილიონამდე დოზა. ჯანდაცვის სამინისტრო - ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე ტექნიკური შეფერხება მოქალაქეების მაღალმა აქტიურობამ გამოიწვია. სერგო ჩიხლაძე - რა გახდა ერთი საიტის პროგრამული უზრუნველყოფა?! - დიდი ბოდიში, მაგრამ ინდაურებს აბარიათ ჩვენი ჯანდაცვა. ვახტანგ კალოიანი - შევდივართ „მეოთხე ტალღაში“, ერთადერთი გამოსავალი სწრაფი ვაქცინაციაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე აგვისტო გვექნება.

      სანქციები უფულობით - ევროკომისია - მოსამართლეების არჩევა ხელისუფლებისთვის დაკარგული შესაძლებლობაა სასამართლოს რეფორმის მიმართ ერთგულების დამტკიცებისთვის - ამ ნაბიჯმა შეიძლება მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე უარყოფითად იმოქმედოს. ლევან იოსელიანის განცხადებით, თუ საქართველო ევროკავშირისგან დახმარებას დაკარგავს, ამით მოქალაქეები დაზარალდებიან, "თორემ ვინც უზენაეს სასამართლოში განამწესეს, კარგად იქნებიან". გიორგი ვაშაძე ევროკომისიის განცხადებაზე - არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ მიშელის შეთანხმების იგნორირებით მოსამართლეების არჩევა ნეგატიურად აისახებოდა ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე. რატი იონათამიშვილი - შეთანხმების დოკუმენტში ეწერა, რომ ჩვენ უნდა შეგვეჩერებინა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი და არა ის, რომ უნდა გაგვეუქმებინა. მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, წინაპირობა, რამაც შეიძლება ევროკავშირის დახმარების შეწყვეტის საფრთხე წარმოშვას, არ არსებობს. რატი იონათამიშვილი - საქართველოსთვის სანქციების დაწესების ინტერესი აქვთ მხოლოდ რუსეთს და „ნაციონალურ მოძრაობას“. ანა ბუჩუკური - ვიწროპარტიული ინტერესების გამო, ხელისუფლება ფაქტობრივად კონფრონტაციაში შედის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს. გიორგი აბაშიშვილი - ვერავის აღტკინებას გავიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ კარგია სანქციებს თუ დაგვიწესებენ - ეს სამწუხარო და დამაზარალებელი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. ანა ბუჩუკური - ვერ გავიზიარებთ სიხარულს, რასაც ოპოზიციური სპექტრისგან სანქციების შესაძლო დაწესებაზე ვხედავთ, პროცესები ამ მიმართულებით თუ განვითარდა, დააზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, მთლიანად სახელმწიფოს.

      გათავისუფლებული ტყვე - პრემიერ-მინისტრი ერგნეთში ჩავიდა. დავით ზალკალიანი - მოხარული ვართ, რომ გაჭიანურების მიუხედავად, ჩვენი უწყვეტი ძალისხმევის და ინტენსიური მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ზაზა გახელაძის საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყვეტა. ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე შეიწყალა. კახა კუჭავა - ზაზა გახელაძე მის ოჯახს დაუბრუნდება - სტრატეგიული პარტნიორების თანამიმდევრული მხარდაჭერით, ოკუპაცია მალე დასრულდება! ოკუპაცია დროებითია. ზაზა გახელაძე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ზაზა გახელაძე - დღეს გათავისუფლებას არ ველოდებოდი - ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქის წყალობით და ჩვენი მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დასრულდა. ვახტანგ გომელაური - ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ზაზა გახელაძე ოჯახში დაბრუნებულიყო. ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი ერი ხარობს, მთელი მოსახლეობა გულშემატკივრობდა ზაზა გახელაძეს - ბევრ ვერსიას მოისმენთ, ვერსიებს აღარ მოუსმინოთ, შევხედოთ შედეგს. კახა კალაძე - ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა, ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა. ნიკოლოზ სამხარაძე - ძალიან სასიხარულოა, რომ საბოლოო ჯამში, ყველა ინსტიტუტის მუშაობამ, ძალისხმევამ ნაყოფი გამოიღო და დღეს ზაზა გახელაძე თავისუფალია. ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია. ზაზა გახელაძის დედა - ვისაც კი ერთი სიტყვა დაუხარჯია ჩემი შვილის გათავისუფლების საქმეში, ყველას დიდი მადლობა. დე ფაქტო საგარეო უწყება - პატრიარქ კირილის თხოვნით ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს მოქალაქე შეიწყალა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეში გაიცვალა.

      5 ივლისის მუხტი და ოპოზიცია ამ დღის გარშემო - გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი! - ამ მოთხოვნით 4-მა ტელეკომპანიამ მაუწყებლობა 24 საათით შეწყვიტა. დღეს აღარ მაუწყებლობენ: „ტელეკომპანია პირველი“, „მთავარი არხი“, „ფორმულა“ და „კავკასია“. ალეკო ელისაშვილი - ვისურვებდი, რომ დიდი ხნით არ იყოს ტელევიზიები გათიშული - აქამდე მიგვიყვანა იმან, რომ 5 ივლისს შსს და სახელმწიფო გამქრალი იყო თბილისის ქუჩებიდან. ანა ბუჩუკური - ის, რაც ჩვენ 5 ივლისს ვიხილეთ, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის დადასტურება იყო. გიგა ბოკერია - ივანიშვილი ღარიბაშვილის პირით ომს უცხადებს, არა მარტო თავისუფალ მედიას, არამედ მთელ საზოგადოების სპექტრს და მინიმალური ქცევის წესებს არ აღიარებს. ალეკო ელისაშვილი - ვისურვებდი, რომ დიდი ხნით არ იყოს ტელევიზიები გათიშული - აქამდე მიგვიყვანა იმან, რომ 5 ივლისს შსს და სახელმწიფო გამქრალი იყო თბილისის ქუჩებიდან. ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი - კითხვები ჩნდება, როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმის და 70-მდე ვიდეოს მოპოვება არასრულ ორ დღეში. ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, მთავარი კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკის მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და მძიმე ტრავმებით რომ არ ყოფილიყო. საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. ალეკო ელისაშვილი - უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება ღიმილისმომგვრელია ოპოზიციის მხრიდან, ელემენტარულ უცოდინრობას ნიშნავს, მათ შორის, მათემატიკის არცოდნას. ვანო მაჭავარიანი - იმ ნარატივის შემოტანა, რომ ოპოზიციის მხრიდან აზრი არ აქვს მთავრობის უნდობლობის საკითხის ინიცირებას, დემოკრატიული პროცესის არცოდნას ნიშნავს.

      ჯანმოს საქართველოს ოფისის ინფორმაციით, თამბაქოს მოხმარება სახელმწიფოების მდგრადი განვითარებისთვის ხელშემშლელია.

      რუსეთი ოკუპირებულ ბიჭვინთაში სანატორიუმ-საკურორტო ობიექტის მშენებლობას გეგმავს.

საზღვარგარეთულები:

      #კოვიდმსოფლიო - სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 159 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში კოვიდ 19-ის 23 827 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 786 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანმო - მსოფლიოში, გასულ კვირაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 10%-ით, დაღუპულთა რაოდენობა კი - 3%-ით გაიზარდა.

      აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება - სომხეთის უკანონო შეიარაღებულმა რაზმებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შედეგად სომეხი სამხედრო დაიღუპა. ილჰამ ალიევი - კონფლიქტი მოგვარდა და ომი დასრულდა - მიუხედავად ამისა, მზად ვართ და ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ ომისთვის.

      ისრაელმა “ჰამასის” ობიექტებზე ავიაიერიში მიიტანა.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 125

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, ივლისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Arc Raiders Snap and Salvage Quest Guide: A Clear Path Through Stella Montis

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 7:02am 0 კომენტარი

Arc Raiders continues to reward exploration and patience, and the Snap and Salvage quest is a perfect example of that design philosophy. Introduced on Stella Montis, the game’s first post-launch map, this multi-step mission can feel overwhelming at first, especially for mobile gamers who prefer short, efficient play sessions. Fortunately, the quest is flexible, allowing progress across multiple runs, which makes it easier to tackle without committing to a marathon raid.

If you need…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

Qwelly World

free counters