ვფიქრობ რომ ქვეყნად ზუსტად იმდენივე აზრი არსებობს რამდენი გონებაცაა და იმდენივე სახის სიყვარული რამდენი გულიც არის ამ ქვეყნად...
♥ ♥ ♥
უბრალოდ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთაც ხედავ და უკვე ბედნიერი ხარ...
♥ ♥ ♥
ერთადერთს ორჯერ ვერ შეხვდები...
♥ ♥ ♥
წლებმა თავისი წაიღონ, მაგრამ ეცადე შენი არ გაატანო...
♥ ♥ ♥
ჩემი სიცოცხლე დროებითია,
ამიტომ ნუღარ დამითარიღებთ,
ჩემი სიკვდილიც დროებითია,
ამიტომ ცოტა რამე დამითმეთ,
ეგ სიყვარულიც დროებითია,
იჩქარეთ, გულის კარი გამიღეთ,
ამ ქვეყანაზე სიკვდილ-სიცოცხლე დროებითია, რით ვერ გაიგეთ...
♥ ♥ ♥
სამი რამ არ უნდა დაკარგო: სიმშვიდე, იმედი, ღირსება... !
♥ ♥ ♥
დამყვა ხასიათი,
ისე ჯინიანი,
შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური...
♥ ♥ ♥
"წამოვედი… ავდექი და წამოვედი… აზრზე არა ვარ სადა ვარ, მაგრამ ვიცი, რომ გზაში ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი მაინც ნაცნობია… აუცილებელი ხომ არ არის, რომ ყველაფერი ნანახი მქონდეს? ცურვას კიდევ კოჭებამდე წყალში ვერ ისწავლი. მე სიახლის არ მინდა რომ მეშინოდეს… თორემ რა ძალა მედგა? ერთ ნაბიჯს არ გადავდგამდი! ხანდახან კითხვები ხომ ჯობია პასუხებს? ამიტომაც ვარ გზაში. ამიტომაც წამოვედი. ჩემი მთავარი ღირსება აზროვნებაა. ვიზრდებოდე ჩემთვის… ნამდვილი მხატვარი იცი, ვინ არის? ვინც აღარ ხატავს…"
♥ ♥ ♥
წუთი სოფელი არც ისე მრუდეა, ზოგმა თვითონ იცის აცა-ბაცა სიარული...
♥ ♥ ♥
ადამიანები იცვლებიან 2 მიზეზის გამო:
♥ ♥ ♥
დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან,
დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის,
წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა
და მიხვდა -
სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.
მე უნდა დაგტოვოთ,
ძნელია ატანა
ჩემი და გშორდებით,
თუ შეძლებთ გამიგეთ,
ვხედავ,
რომ მიწაზე დამჯდარა სატანა
და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.
ატანა-სატანა,
სული
და
გული
და
კიდევ რამდენია,
რაც ყელში ამოდის,
მომბეზრდა ყოველდღის დაწყება ნულიდან,
ჰოდა,
გაიხილე სიკვდილო,
გამოდი.
მორჩა და გათავდა,
ეს არი,
რაც არი,
იქითაც,
აქეთაც,
ცხოვრება მისია,
უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი,
მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად.
♥ ♥ ♥
ყოველთვის არის პატარა სიმართლე "ვიხუმრე"_ს უკან.. პატარა ცოდნა "არ ვიცი"_ს უკან.. პატარა ემოცია "არ მაინტერესებს"_ს უკან.. და პატარა ტკივილი "ყველაფერი კარგადაა"_ს უკან...
♥ ♥ ♥
- ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავიშვი ცხოვრებაში არის ის, რომ ზოგი ადამიანი იმაზე მეტ ხანს გავაჩერე ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ისინი ამას იმსახურებდნენ... !
♥ ♥ ♥
როდესაც გადაწყვეტ საბოლოოდ წახვიდე ახალ გზაზე - წადი... მაგრამ არასოდეს მოიხედო უკან, რადგანაც აუცილებლად დაინახავ იმას, რის გამოც უკან დაბრუნება მოგინდება... !
♥ ♥ ♥
ერთადერთი გზა დარჩა წარსულთან,
გზა იასამნის ფერი ხიდებით.
განა რა მოხდა, რაც ჩვენ არ გვსურდა?
მაინც, ხანდახან როგორ მჭირდები...
ცხოვრების მცირე ამონარიდზე
თუ გამომყვება ფიქრი მწუხრიდან.
ბავშვივით ვშიშობ, შენ ამარიდებ
თვალებს, მზესაც რომ არ დაუხრიდი...
♥ ♥ ♥
"სიყვარული ზეცის სუნთქვაა, იღბლიანიც და უიღბლოც. ზეცის სუნთქვას კი რა შეაჩერებს... ჩვენ, ადამიანებს, ისე გვიყვარს ერთმანეთი, შეიძლება ამ სიყვარულით ყველაფერი მოვიმოქმედოთ. დიდ სიყვარულს კი გაძლება უნდა, გარკვევა და სწორი გზა უნდა და თუ ამას ვერ გავუძელით, შეიძლება დავასრულოთ ყველაფერი…''
♥ ♥ ♥
"მთელი ცხოვრება იმდენად მარტო ვარ, ვინმემ რომ გამიღიმოს, სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შევიყვარო. თუმცა მარტოობაც მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ მღლის და გამუდმებით ვეძებ ვიღაცას. ვიღაცას, რომელიც მჭირდება..."
ესს მომეწონა განსაკუთრები:
"ჩემი სიცოცხლე დროებითია,
ამიტომ ნუღარ დამითარიღებთ,
ჩემი სიკვდილიც დროებითია,
ამიტომ ცოტა რამე დამითმეთ,
ეგ სიყვარულიც დროებითია,
იჩქარეთ, გულის კარი გამიღეთ,
ამ ქვეყანაზე სიკვდილ-სიცოცხლე დროებითია, რით ვერ გაიგეთ... "
ყველას ავტორი ისეთივე ზოგადია როგორიც ქართული "ხალხური"?? :D
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია