იოსებ რაცინგერი, JosephRatzinger, PopeBenedictXVI, Qwelly, blog, თეოლოგია, კლოუნი, მასხარა, რატცინგერი, სოფელი, ქრისტიანობა, ცეცლმოკიდებული სოფელი, ცეცხლი, ჯამბაზი      რამდენიმე კვირის წინ, მეგობარმა მათხოვა იოზეფ რატცინგერის წიგნი "შესავალი ქრისტიანობაში".

      სახელმა თუ ვერ გაგახსენათ, გეტყვით რომ ეს ადამიანი გახლავთ, ყველასთვის კარგად ცნობილი - პაპი ბენედიქტ XVI.

      მის წიგნში, შესავალ ნაწილშივე რამდენიმე საინტერესო შედარებაა გაკეთებული და მინდა ისინი წარგიდგინოთ, ვფიქრობ საინტერესო იქნება თუ ქართულ რეალობაში განვიხილავთ და ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე.

      ვიმედოვნებ მომავალშიც რამდენიმე პოსტს მივუძღვნი ამ ადამიანის თეოლოგიას.

      აქვე უნდა აღინიშნოს რომ ჩემს მიერ მოყვანილ მაგალითებში ძირითადად განხილულია დასავლური ეკლესია და არა აღმოსავლური, თუმცა მსჯელობისთვის, პარალელებისთის გამოგვადგება.

დავიწყოთ:

      წიგნის დასაწყისში, კარდინალი საუბრობს იმ პრობლემატიკაზე, რაც დგას თეოლოგიაში, მორწმუნე საზოგადოებაში.

      პირველი შედარებაც სწორედ ამ თემას ეხება.

      იხსენებს კირკეგორის ერთი ცნობილი იგავის ჰარვეი კოქსისეულ განმარტებას. იგავი ეხება ჯამბაზსა და ცეცხლმოკიდებულ სოფელს.


      ეს ისტორია მოგვითხრობს, დანიაში ერთ მოხეტიალე ცირკში გაჩენილი ხანძრის შესახებ. დირექტორმა მშველელთა დასაძახებლად მეზობელ სოფელში წარმოდგენისთვის გამოწყობილი ჯამბაზი გააგზავნა, რადგან არსებობდა ცეცხლის გადასვლის საშიშროება გამომშრალ და მოუმკალ მიმდებარე მინდვრებზე. ჯამბაზი სოფელსი მივიდა და მცხოვრებთ ცეცხლმოკიდებული ცირკის ჩასაქრობად დახმარება სთხოვა. მაგრამ სოფლელებმა ჯამბაზის ეს მოწოდება მხოლოდ კარგ ოინად ჩათვალეს, რათა მას ცირკის წარმოდგენის სანახავად რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მიეზიდა. ისინი ჯამბაზს ტაშს უკრავდნენ და სიცილით ცრემლი სდიოდათ. ჯამბაზს კი სატირლად ჰქონდა საქმე. უშედეგოდ ცდილობდა ადამიანები დაერწმუნებინა, რომ ეს არ იყო წარმოდგენა და სეროზულად მიმართავდა მათ. მის ვედრებაზე კი უფრო გულიანად ხარხარებდნენ, თვლიდნენ, რომ ის შესანიშნავად ასრულებს თავის როლს, მანამ, სანამ ცეცხლი მართლაც მოედო სოფელს, დახმარება უკვე გვიანი იყო და სოფელიცა და ცირკიც ერთად დაიწვა.

      კოქსი მოგვითხრობს ამ ისტორიას, როგორც დღევანდელ ღვთისმეტყველთა მდგომარეობის მაგალითს და ჯამბაზში, რომელმაც ვერ შეძლო თავისი სათქმელი მსმენელამდე მიეტანა, ხედავს თეოლოგთა სურათს. მას სერიოზულად არ აღიქვამენ ჯამბაზის სამოსში, რომელიც შუასაუკუნეობრივს ან უფრო ადრინდელს წააგავს. და რაც არ უნდა თქვას, უკვე მის როლში აღიქვამენ. როგორც არ უნდა მოიქცეს, როგორც არ უნდა ეცადოს საშიშორების სიმძაფრის გადმოცემას, ხალხმა უკვე წინასწარ იცის, რომ ის მხოლოდ ჯამბაზია. იციან მანამდე, სანამ ის ლაპარაკს დაიწყებს, იციან, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ წარმოდგენაა, რომელიც ცოტათი თუა რეალობასთან კავშირში, ან, შესაძლოა, არაფერი აქვს მასთან საერთოდ. ამიტომ, შეიძლაბ მას მშვიდად მოუსმინო ისე, რომ სერიოზულად არც ჩაუფიქრდე ნათქვამს. ეს სურათი უეჭველად დამთრგუნველი რეალობის გარკვეულ სინამდვილეს გადმოგვცემს, რომელშიც დღესდღეისობით თეოლოგი და თეოლოგიური მსჯელობაა მოქცეული. აზრობრივი და ენობრივი შაბლონების მსხვრევისა და იმ ფაქტის ნათლად წარმოჩენის უუნარობას, რომ საღმრთისმეტყველო საკითხები ადამიანური ცხოვრების სერიოზული პრობლემებს მიეკუთვნება.

      მაგრამ ჩვენი სინდისის კვლევა ალბათ უფრო რადიკალური უნდა იყოს. შესაძლოა, რომ ეს ამაღელვებელი სურათი, რამდენადაც ჭეშმარიტი და დამაფიქრებელი არ უნდა იყოს, ჯერ კიდევ ბევრ რამეს ამარტივებს. რადგან საქმე ისე გამოიყურება, თითქოს ჯამბაზია, ანუ თეოლოგია ის, ვინც ყველაფერი იცის და ცხადი უწყებით მოდის. სოფლის მაცხოვრებლები კი, ვისკენაც იგი ისწრაფვის, ანუ ურწმუნო ადამიანები, პირიქით, სრულიად უცოდინარნი არიან და მათ უნდა ასწავლოს ის, რაც არ იციან. ცხადია, ჯამბაზს მხოლოდ სამოსი უნდა გამოეცვალა, სახიდან გრიმი მოეცილებინა და ყველაფერი წესრიგში იქნებოდა. მაგრამ, მართლა ასე მარტივადაა საქმე? ნუთუ მხოლოდ დრო გვჭირდება რათა გრიმი მოვიშოროთ და სეკულარული ენის და არელიგიური ქრისტიანობის საერო სამოსით წარვდგეთ იმისთვის, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს? საკმარისია კი სულიერი სამოსის შეცვლა, რათა ადამიანებმა სიხარულით მოირბინონ და ხანძრის ჩაქრობაში დაგვეხმარონ, რომელიც თეოლოგიის მტკიცებით, ნამდვილად მძვინვარებს და ყველასთვის საშიშროებას წარმოადგენს? ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად გრიმმოცილებული და თანამედროვედ შემოსილი თეოლოგია, რომელსაც დღეს ხშირად ვხვდებით, ამ იმედის მიამიტობას წარმოაჩენს. მართალია: ვინც თანამედროვე ცხოვრების მცხოვრებ და თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანთა შორის რწმენის შესახებ საუბარს ცდილობს, ის შეიძლება მართლაც წარმოჩნდეს ჯამბაზად ან ანტიკური სარკოფაგიდან გამოსულ პირად, რომელიც ჩვენს სამყაროს მოევლინა ანტიკური სამოსით და ანტიკური აზროვნებით და არც თავად ესმის ამ სამყაროსი და ვერც მას უგებენ. ამიტომ, ის, ვინც რწმენის ხარებას ცდილობს, თუ საკმარისად თვითკრიტიკული იქნება, მალე შეამჩნევს, რომ საქმე არაა ფორმაში, არაა სამოსელის კრიზისში, რომლითაც თეოლოგია მოდის. ის, ვინც სერიოზულად აღიქვამს თეოლოგიას, თანამედროვე ადამიანისთვის საღმრთისმეტყველო გადმოცემის გაუცხოვების მიზეზს ხედავს არა მარტო თარგმანის სირთულეში, არამედ საკუთარი რწმენის დაუცველობაში, რწმენისკენ სწრაფვისას ურწმუნოების დამთრგუნველ ძალაში. ამიტომ ყოველმა, ვინც დღეს გულწრფელად ცდილობს ქრისტიანული რწმენა აუხსნას საკუთარ თავსა და დხვებს, უნდა შეიგნოს რომ საქმე არ არის ტანსაცმელში, რომელიც მხოლოდ უნდა შეიცვალოს, რათა სხვას წარმატებით ასწავლო. მან უნდა გაიგოს, რომ მისი მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება სხვების მდგომარეობისაგან, როგორც ეს თავიდან ეჩვენებოდა. ის გაიაზრებს, რომ ორივე ჯგუფში ერთი და იგივე ძალები მოქმედებს, თუმცა თითოეულში სხვადასხვანაირად.

იოზეფ რატცინგერი - შესავალი ქრისტიანობაში
თბილისი, 2010


      დღეისთვის ეს იყოს.

ნახვა: 589

ტეგები: Qwelly, ბლოგი, რატცინგერი, ქველი, ქრისტიანობა

ლაშა: ივლისი 24, 2013||9:32pm

ნუ, ფრანცისკოზე ჯერ ვერაფერს გეტყვი... საქმე მხოლოდ მოსმენაში არ არის, იოზეფი წუხს არა სეკულარულ დასავლეთზე არამედ შიგნით - ნამდვილი თეოლოგების და უბრალოდ ამ სახელის მატარებლების მოუმზადებლობაზე... ის ამბობს რომ იმიჯიც რომ კარგი გვქონდეს, მაინც არავინ დაგვიჯერებს... რომც მოგვისმინონ, არ შეისმენენ და ამ პრობლემის გადაწყვეტაზეა მთელი მისი წიგნი... 

ino: ივლისი 24, 2013||9:45pm

ზემოთ აღნიშნული შედარება აქ დასრულდა.? ))

ლაშა: ივლისი 24, 2013||9:52pm

ჰოო... კახუჩა, მე დასავლეთზე ვერაფერს გეტყვი... რაც მაქვს ჯერჯერობით ესაა რამდენიმე მეგობრის ზეპირი გადმოცემა, ზოგადი სიტუაცია პროტესტანტული სამყაროსი და იოზეფის წიგნი... ამ საშუალებებით კი შეიძლება ითქვას, დასავლეთში თეოლოგია არის არა სარწმუნების, არა რელიგიურიობის, არა ცხოვრების წესის მამოძრავებელი ძალა, არამედ ჩვეულებრივი, რიგითი სამეცნიერო დისციპლინა... 

აღმოსავლეთში, ჩვენს ეკლესიას თუ ავიღებთ, პრობლემა დგას როგორც ამ მეცნიერების მომავალ თაობებში, ასევე ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობის რელიგიური ცოდნის სიმცირეში... აქ მეტად ტრადიციულია რელიგია, ვიდრე თეოლოგიური...  ამიტომ აქ ჯამბაზს მოუსმენდნენ? ალბათ არც აქ მოუსმენდნენ, თუმცა სხვა მიზეზით - მამა-პაპათაგან ასე იყოვო...

-----------------------

ეს შედარება დამთავრდა ინო :) სხვა ანალოგიებიც აქვს იოზებს... :) 

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:19am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Qwelly World

free counters