რუსეთის ცოცვა, ენერგეტიკული რევოლუცია, ონლაინ კაზინოები და ტრამპ-პუტინი

      ჯერჯერობით, სიგრილე ნარჩუნდება და დღეს უკვე წვიმამაც ააგრილა ქალაქი. მეტიც, აუხლოეს დღეებში ცვლილებები არ იგეგმება ამ მხრივ. მაგრამ პოლიტიკური სპექტრი, კვირის დასასრულის ფერებით იმზირება, მაგრამ რამდენიმე აქტუალური თემა - მათ შორის ოკუპაცია, ისევ შემოგვრჩა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /6 ივლისი, 2017/

      რუსეთის „უსაზღვრობას“ და ჩვენი მიწების მიტაცებას რადგან სასრული არ გამოუჩნდა, არასამთავრობოები ხელისუფლებას მცოცავ ანექსიასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფორმატში შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდებენ. სოზარ სუბარი - საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება გაკეთებულია, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გამოვა რომელიმე ევროპული ქვეყანა და ატომურ რაკეტას გაუშვებს, ეს არ მოხდება. ზაზა გაბუნია რუსეთის დუმის წევრებს - ახლა, როცა ჩვენ აქ ასამბლეას ვმართავთ, საქართველოს ტერიტორიაზე თქვენი საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს. დიმიტრი ქუმსიშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე მსჯელობა ყველა ფორმატში მიმდინარეობს. ირაკლი კობახიძე - მცოცავი ოკუპაციის საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის. ზაალ უდუმაშვილი - საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ხშირდება მაშინ, როცა აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ახლოვდება. სოზარ სუბარი - ეს არის ოკუპაცია, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებში დაიწყო და რომელმაც პიკს მიაღწია 2008 წელს. ”ახალი საქართველო” - ხელისუფლების გულუბრყვილო პოზიცია, რომ რუსეთი იმპერიალისტურ ინტერესებს დათმობს, ჩანასახშივე განწირულია. მიხეილ ჯანელიძე - არასდროს საქართველოს საკითხი არ ყოფილა ასე აქტუალური და არასდროს რუსეთის პასუხისმგებლობა არ დამდგარა ასე მკაცრად. გედევან ფოფხაძე - რუსეთის მხრიდან ქვეყნის ტერიტორიის მესამედი ხელყოფილია და ერთი მეტრით გადმოიწევიან თუ 100 მეტრით, ქვეყნის თითქმის მესამედი ოკუპირებულია. დიმიტრი ხუნდაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - ოკუპანტი ქვეყანა დღეს სწორედ იქ ავლებს ზოლს, სადაც თქვენ დაუდგინეთ ადმინისტრაციული საზღვრებით. მამუკა მდინარაძე - ჩვენ ოკუპანტების მოქმედებებს იმ საზღვრებში ვხედავთ, რომელიც თავის დროზე წინა ხელისუფლებამ რუსეთს “გაუპრავა“.

      წერე და იკითხე კონსტიტუციაო, ამათზეა ნათქვამი. ვერ ჩაცხრება ეგ თემა - გიორგი აბაშიშვილი - რეალური კონსენსუსის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, პარლამენტიდან გამოწვეულ იქნას კონსტიტუციის არსებული პროექტი. რამაზ საყვარელიძე - რა შეიცვლება საკონსტიტუციო რეფორმის თავიდან დაწყებით? - უნდა მივიდნენ იმ წერტილზე, რაზეც დღეს არიან, მივლენ და ისევ გამოცხადდება, რომ თავიდან დაიწყონ. რამაზ საყვარელიძე - გაუგებარია, იტალიელი ჯანი ბუკიკიო რატომ ითხოვს პროპორციულ სისტემას, როდესაც იტალიაში შერეული სისტემაა. ირაკლი კობახიძე - კონსულტაციების საფუძველზე შესაძლოა, ოპოზიციასთან გარკვეულ საკითხზე შეთანხმება შედგეს. დავით სერგეენკო - მე გიდასტურებთ, რომ არის მზადყოფნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსულტაციები გაგრძელდეს. ეკა ბესელია - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას კონვენციის რომელიმე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულებდა.

      პოლიტიკური სიახლეები, მერობის მოახლოებული არჩევნებისკენ თბება - გიორგი კვირიკაშვილი - აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახა კალაძეს კონკურენტი ნამდვილად არ ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს ამ არჩევნებს. გიორგი კვირიკაშვილი - დავით ნარმანია ჩუმად და ბევრ საქმეს აკეთებდა, მან არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო - ხშირად დაუმსახურებელს. ზურაბ ალავიძე - მჯერა, რომ კახა კალაძე პირველივე ტურში გაიმარჯვებს. მერობის ამბებს, მხოლოდ ერთი პარტიით ვერ შემოვფარგლავთ - ელენე ხოშტარია - თბილისში ასი ათასობით ლარი იხარჯება, იმ ზომის ნერგების შესაძენად, რომელთა გახარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ხატია დეკანოიძე - კახა კალაძე სუს-ის მეთოდებით - შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობს ბინძური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, რაც არ გაუვა. დავით სერგეენკო კახა კალაძეზე - იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელსაც აქვს ასეთი შრომის უნარი, მიაღწიოს წარმატებას ყველა იმ სფეროში, რაშიც მოღვაწეობდა. დიმიტრი ქუმსიშვილი - კახა კალაძე კარგი ორგანიზატორია და დედაქალაქს ძალიან გამოადგება. სოზარ სუბარი - კახა კალაძე იქნება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერი, ვინც კი ჰყოლია ამ ქალაქს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული. და დღესვე, კახა კალაძე ენერგეტიკის მინისტრის რანგში საზოგადოებას დაემშვიდობა და თავისი მინისტრობის პერიოდს „ენერგეტიკული (რ)ევოლოუცია“ უწოდა და პრეზენტაციაც გამართა. გიორგი გახარია - დარწმუნებული ვარ, კახა კალაძე მნიშვნელოვნად, კარგად და საამაყოდ გაიმარჯვებს. ეკა ბესელია - როდესაც კონკურენტებს შორის არის ისეთი კომიკური ფიგურა, როგორიცაა ელისაშვილი, ზედმეტია დავსვათ კითხვის ნიშანი, არის თუ არა ჩვენი კანდიდატი საუკეთესო. ელისაშვილიმა მე ცოტა გაგცემთ პასუხსო - ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმების შესახებ 11 ივლისს ისაუბრებს.

      ამის მერე, სულ კვირიკაშვილის ნიუსები მოდის და მგონი, პრეზიენტივით, ახლა მას მოუწევს ცალკე ბლოკში ჩამომწკრივება:

  • გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს ხობისწყალზე ჩატარებულ სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მფრინავების დაჯილდოების ინიციატივით მიმართავს;
  • ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყოს გამჭვირვალე;
  • მზად ვართ, საკონსტიტუციო პროექტზე დიალოგი გავაგრძელოთ;
  • თითოეული ტურისტი დამატებითი შემოსავალია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ბიუჯეტში;
  • 7 ივლისიდან თბილისი-ბათუმისა და ბათუმი- თბილისის ავიარეისები დაიწყება, რომელიც დღის განმავლობაში 2-ჯერ - დილით და საღამოს შესრულდება;

      მიმართვა მიღებულიაო და პრეზიდენტი მაშველებს, რომლებმაც ჩხოროწყუში ორი მეთევზე გადაარჩინეს, ღირსების ორდენით დააჯილდოებს.

      ქალაქის განვითარების ანონსებიდან - თბილისში ძაღლების გასასეირნებელი სპეციალური ადგილები მოეწყობა. აქვე დავძენთ, რომ ცხოველის ფეკალიით გარემოს დაბინძურებისთვის წელს ძაღლების 500-მდე მეპატრონე დაჯარიმდა.

      არ ვიცი ამ კაცს რა ესახება გამოსავლად, მაგრამ ფაქტია, გამოსავალზე არ ფიქრობს, უფრო ბიუჯეტს უფრთხილდება - ფინანსთა მინისტრის მოადგილე - ონლაინ კაზინოების აკრძალვა არ არის გამოსავალი იმისთვის, რომ ამ პრობლემის სოციალური ნაწილი მოგვარდეს. ლევან გოგიჩაიშვილი - სახელმწიფომ უნდა შეზღუდოს ონლაინ კაზინოების სივრცე და ყველაფერი გადმოვიდეს მიწაზე, სადაც კონტროლი იქნება შესაძლებელი. ონლაინ თამაშების საერთაშორისო სერვერებზე წვდომა შესაძლოა აიკრძალოს.

      გარემოზე მოფრთხილება მკაცრდება - გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.

      უაქციზო კონიაკების დალევას გვიშლიან - საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონიაკის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

      პირველი ლედიც გამოჩნდა ნიუსებში - მაკა ჩიჩუამ პრეზიდენტის სასახლეში ქალთა საფეხბურთო კლუბს ”თბილისის თბილისი” უმასპინძლა.

საზღვარგარეთულები:

      გუშინ გავრცელდა კიმ ჩენ ინის ბედნიერი ფოტო, რომელიც მას შემდეგ გადაიღო რაც ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტის გამოცდას „მკაფიო და ცხადი სამხედრო ესკალაცია“ უწოდა.

      თეთრი სახლი აგრძელებს „მედია არ მიყვარს“ პოლიტიკას - თეთრმა სახლმა მედიასთან უპასუხოდ დატოვა კითხვა, იქნება თუ არა საუბარი ტრამპი პუტინის შეხვედრაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე. დონალდ ტრამპი - რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა ჩაერია, მაგრამ ამის გაკეთება სხვა ქვეყნებსაც შეეძლოთ. დონალდ ტრამპი - აშშ ნატო-ს ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს სრულად შეასრულებს, მათ შორის რუსეთის ქმედებების გათვალისწინებით. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მიიჩნევს, რომ რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია სირიის კრიზისის დარეგულირების საკითხში. დიმიტრი პესკოვი - პუტინი და ტრამპი ხვალინდელ შეხვედრაზე შეძლებენ აზრების გაცვლას და ორმხრივ ურთიერთობებში ჭეშმარიტი მიდგომების გაგებას. კახა კალაძე - მჯერა, რომ თბილისი ჩემ გვერდით დადგება. დონალდ ტრამპი - რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა უკრაინასა და სხვა რეგიონებში.

      ჩვენი არ იყოს, უკრაინასაც აუღებელი გაუხდა ნატო - პეტრო პოროშენკომ უკრაინის ნატო-ში გაწეევრიანების პრიორიტეტულობის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

      უქმად არ ჩაუვლია ტრამპის და პოლონეთის პრეზიდენტის შეხვედრას, პენტაგონი პოლონეთს Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას მიაწვდის.

      მთავრობის პოლიტიკური სუიციდი რაღაც ახალია - რეჯეფ თაიფ ერდოღანი - გერმანიის მთავრობა პოლიტიკურ თვითმკვლელობას სჩადის. ევროპარლამენტი ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეაჩერონ მოლაპარაკებები თურქეთთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე. აქვე - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროპარლამენტს მოუწოდებს, ევროკავშირში მათი წევრობის პერსპექტივის აღიარების თაობაზე რეზოლუცია მიიღოს. ევროპარლამენტმა თურქეთთან მოლაპარაკებების დროებით შეჩერებას მხარი დაუჭირა. თურქეთის საგარეო უწყება - დღეს მიღებული რეზოლუცია ზიანს აყენებს ევროპარლამენტის რეპუტაციას.

      ალექსანდრე ლუკაშენკო - ზოგიერთი არაკეთილმოსურნე ამბობს, რომ ჩვენსა და აშშ-ის შორის ურთიერთობებში კრიზისის პერიოდი დგება, მე არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას.

      რუსეთმა, სირიაზე - რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - სირიელი ტერორისტები ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციებს ამზადებენ.

      არ სრულდება არეულობები ვენესუელაში - ვენესუელის პარლამენტზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.

      საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 1-ელ ნოემბრამდე გაახანგრძლივეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 198

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters