ვეტოების პრეზიდენტი, ხელოვნური ინტელექტი, ბორდერიზაცია, ოკუპაცია და უკონსესუსო კონსტიტუცია

      ბოლო პერიოდში, რამდენიმე ინტერნეტ ბოტი შეიქმნა, რომელიც დამოუკიდებლად პასუხობს ადამიანების შეკითხვებს - ანუ, ხელოვნური ინტელექტის მცირე გამოვლინებანია. ჯერ თიბისი ბანკმა შექმნა, შემდეგ ილიაუნის სტუდენტებმა მოიგონეს უნიბოტი - უნა, და ახლა უკვე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, BTU-მ ხელოვნური ინტელექტის განათლებასთან ინტეგრირება მოახდინა.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები /5 ივლისი, 2017/

      სინოპტიკოსებმა ივლისი ჯერ მაღალტემპერატურიანი შემდეგ კი, ზურიკელას ლექსივით, წვიმიანი, ქარიანი, ავდრიანი იწინასწარმეტყველეს - 5-8 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე კი, შტორმია მოსალოდნელი.

      ციანიდის საქმის მთავარი გმირი, გიორგი მამალაძე პატიმრობაში რჩება, მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ დეკანოზი 50 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო, მაგრამ მოსამართლემ არ მიიღო მათი შუამდგომლობა. პროკურორი - როდესაც ვამბობთ, რომ ანგარებით აპირებდა მკვლელობას, მტკიცებულებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ანგარებას. პროკურორი დეკანოზ გიორგი მამალაძის სახლიდან ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე რაიმე სახის ქიმიური ექსპერტიზის ჩატარებას უარყოფს. ადვოკატი - ექსპერტების ჩვენებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აუცილებლად იქნება ცნობილი უდანაშაულოდ.

      დამწვრი ბაზრობის საქმეზე - ელიავას ბაზრობისთვის მიყენებული ზარალის ნაწილი ”თიბისი დაზღვევის” მიერ ანაზღაურდება. ელიავას ბაზრობაზე, დამწვარ სავაჭრო ობიექტზე, მაღაზიების მფლობელები სასაქონლო ექსპერტებს ელოდებიან.

      მცოცავი ოკუპაცია გრძელდება და მოცოცავენ ჩვენი მიწებისკენ - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, სოფელ ბერშუეთთან ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებები ივნისში დაფიქსირდა. ამ ფაქტზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - არაფრის დიდებით არ უნდა გავატაროთ არც ერთი მეტრი მავთულხლართის გაბმა. რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მორიგ ფაქტს „შეთხზულ სატყუარას“ უწოდებს.

      ამჯერად, დავუთმოთ ცალკე ბლოკი პრეზიდენტს, რადგან დღეს მან, თითქმის ყველა აქტუალურ თემაზე გააკეთა კომენტარი და დააფიქსირა თავისი პოზიცია. მაშ ასე, საპრეზიდეტო სიტყვები:

  • ბევრად მეტი მინდოდა გამეკეთებინა და ბევრად მეტი მინდა ვაკეთო;
  • საზოგადოება, რომელსაც მეხუთე საუკუნეში ჰქონდა წერილობითი ძეგლი, ”ვეფხისტყაოსანი”, სულხან-საბამ ლექსიკონი დაგვიტოვა, სერიოზულად განვიხილავთ სიტყვების მნიშვნელობას;
  • გვერდზე გადაიდო ის კონსტიტუციის პროექტი, რომელზეც ვენეციის კომისია აკეთებდა დასკვნას;
  • ჯანი ბუკიკიო დაუღალავად დადის ყოველ პერიოდში საქართველოში და გვიხსნის ანბანურ ჭეშმარიტებებს;
  • ვეტოს თაობაზე ჩემს პოზიციას ახლა არ დავაფიქსირებ, მით უმეტეს, რომ პროცესი გრძელდება;
  • ორჯერ ორი ოთხია, თუ ხუთი, ასეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, როდესაც ვაჩერებთ თვითმმართველობის პროცესს. კონსტიტუცია თუ იქნება სადღეგრძელოების კონსტიტუცია, შესაძლოა, ეს სუფრის კულტურას ეთანხმება, მაგრამ არ მგონია ამის იქით ეთანხმებოდეს;
  • საზოგადოებამ არ გამაკრიტიკა და არ გამწირა;
  • როგორც კი ქუთაისს მიეცემა ახალი შესაძლებლობები, აღარავის ემახსოვრება პარლამენტის იქ ყოფნა-არ ყოფნა;
  • ისეთი ხრიკების გამოყენება, როგორც ვადაზე ადრე გადადგომაა, არ არის სწორი;
  • ჩემს დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში კითხვების წამოწევა არ არის;
  • შეიძლება გინესის წიგნში შევიდეთ კონსტიტუციის სწრაფმიმღებ ქვეყანათა შორის;

      პრეზიდენტის ბლოკი, ქანთარიას რეპლიკით დავაგვირგვინოთ - ნუკრი ქანთარია - გიორგი მარგველაშვილი ისე ტოვებს ერთ წელიწადში თანამდებობას, რომ ალბათ, ვეტოების პრეზიდენტად დარჩება.

      რადგან პრეზიდენტის სიტყვებიც კონსტიტუციით დავასრულეთ, აქვე გეტყვით რომ არ ასვენებთ ამათ მამა ზეციერი. კი არა და, სწორედ, კონსტიტუცია - ნინო ბურჯანაძე - თუ ხელისუფლებას გონიერების ნატამალი აქვს, მან უნდა დათმოს და ხელახლა უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა. ფიქრია ჩიხრაძე - საარჩევნო კოდექსში როგორი პოზიტიური ცვლილებებიც არ უნდა შევიდეს, ეს პინაზე ვერ გადაწონის საკონსტიტუციო საკითხებს. ნიკა რურუა - ამ ჯინიან ახალგაზრდას, რომელსაც უკავია სპიკერის პოზიცია, არ ესმის კონსტიტუციის მნიშვნელობა, ის არის უვიცი. „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ცვლილებისას პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია. ერთი ინტერნეტ გამოცემა წერდა - არაოფიციალური ინფორმაციით, უმცირესობამ 2020 წლის არჩევნებისთვის შერეულ საარჩევნო სისტემას იმ პირობით შეიძლება მხარი დაუჭიროს, თუკი მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა შემცირდება, პროპორციულის კი გაიზრდება. მაგრამ ამაზე სერგო რატიანმა განაცხადა - არ განიხილება ვარიანტი, რომ „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. თამარ კორძაია - ოპოზიციური სპექტრი შეთანხმებულია, რომ უნდა მოხდეს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ირმა ნადირაშვილი - ”ევროპულ საქართველოს” ”ქართულ ოცნებასთან” არანაირი შეთავაზება არა აქვს - ჩვენი ზოგადი შეთავაზებაა, დაელაპარაკონ ოპოზიციას. ირაკლი კობახიძე - მზად ვართ ჩავერთოთ კონსულტაციებში, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტზე კონსენსუსი შედგეს. ირაკლი კობახიძე - ყველას ვურჩევ, სპეკულირებისგან თავი შეიკავოს და უკეთ აუხსნას საზოგადოებას საკონსტიტუციო რეფორმის სისტემის შინაარსი. ფიქრია ჩიხრაძე - მნიშვნელოვანია რაზე მოხდება შეთანხება, ეს უნდა გააცნობიეროს პარლამენტის თავმჯდომარემ და არა მცირე სკანდალების შექმნით გავიდეს ფონს. პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს საკონსტიტუციო რეფორმაზე პირდაპირ ეთერში საუბარს კიდევ ერთხელ სთავაზობს. მამუკა კაციტაძე - თუ ცალკეულმა პარტიებმა ხელისუფლებისთვის საკუთარი პოზიციების „შეცურება“ დაიწყო, ასეთი ტიპის წინადადებები მიზანს ვერ მიაღწევს. ”მწვანეთა პარტია” - საკონსტიტუციო პროექტის არანაირ ახალ ვარიანტებს მხარს არ დავუჭერთ. თომას მარკერტი - ვფიქრობ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობაც და ოპოზიციაც კონსტრუქციული იქნება და კომპრომისის მიღწევას ხელს შეუწყობენ. გიგი უგულავა ადასტურებს, რომ “ევროპული საქართველო“ უმრავლესობას შერეული სისტემის ახალ მოდელს სთავაზობს. ირაკლი კობახიძე - ჩვენ გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, რამდენიმე უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, რომლებიც ძირითადად, ქართულ თავისებურებებთანაა დაკავშირებული.

      ჩვენ კი ვემეგობრებით ევროპას, ის როგორ გვექცევა, ესაა საქმე თორემ - ევროპარლამენტის წევრებმა ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის მანიფესტს მოაწერეს ხელი. პარლამენტის თავმჯდომარემ - ირაკლი კობახიძემ - ევროპული ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის ერთადერთი მიზანია, რომელიც ჩვენს ღირებულებებს შეესაბამება. ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ევროპარლამენტის სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს შეხვდა. ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებს საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.

      მერობისთვის მებრძოლი თავისუფალი სამურაი გამოჩნდა - ალეკო ელისაშვილი - როგორც ჩანს, ნარმანია თანამდებობიდან წასვლის წინ აპირებს ურბანული და ინსფრასტრუქტურული უბედურება საბურთალოს დაუტოვოს.

      მსოფლიო ჩვენს ღვინოს სვამს, მაგრამ მაინც არ გვჯიგრობენ - საქართველოდან იანვარ-ივნისში მსოფლიოს 44 ქვეყანაში 31,5 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული.

საზღვარგარეთულები:

      დავიწყოთ ჩვენი კონტინენტით - სირიის ბუფერულ ზონებში რუსეთის სამხედრო პოლიცია განთავსდება.

      დონალდ ტრამპი დღეს პოლონეთს ეწვია. ანდჟეი დუდა შეხვედრის წინ ამბობდა - იმედი მაქვს, პოლონეთში ამერიკელი სამხედროების რიცხვი გაიზრდება, ამ საკითხს დონალდ ტრამპთან განვიხილავო.

      ტრამპი პოლონეთში კი არ რჩება, ის პუტინსაც უნდა შეხვდეს - კრემლში იმედოვნებენ, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შედეგად „ორ ქვეყანას შორის დიალოგი შედგება, რომელიც ასე აუცილებელია მსოფლიოსთვის“.

      ფრანგები მთავრობას ენდობია, ყოველშემთხვევაში, დეპუტატები - საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატებმა ედუარ ფილიპის მთავრობას ნდობა გამოუცხადეს.

      ტერაქტი მოხდა ლიბიაშიც - ტრიპოლის პლაჟზე აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა.

      ახლა კონტინენტებს გავცდეთ, ოკეანის გადაღმიდან ამბავი - აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო - მზად ვართ ჩვენი თავი და მოკავშირეები ფხენიანის მზარდი საფრთხისგან დავიცვათ.

      თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაგეგმილი ტერაქტი აღკვეთეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 222

ტეგები: qwellynews, ბლოგი, ივლისი, ნიუსები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

EA’s AI Controversy: Why Developers Are Pushing Back Against the Future

გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.

The broader gaming landscape…

გაგრძელება

გახარებს და გადარდებს

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm 1 კომენტარი

თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ... 

15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე. 

გალა კონცერტი

ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…

გაგრძელება

Master the New Moves

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and  how to effectively utilize them on the pitch.

1. Big Feint (2 stars):

The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…

გაგრძელება

პირველადი დახმარების მრავალფუნქციური ყუთი

გამოაქვეყნა jiabgee_მ.
თარიღი: ოქტომბერი 27, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

A Roadside Car First Aid Kit is an essential safety companion for any vehicle, designed to provide immediate access to critical medical supplies during unexpected accidents or minor emergencies. Compact and well-organized, this kit ensures that drivers and passengers have the necessary tools at hand, offering peace of mind and readiness whenever travel takes you away from home. Its portable design combines convenience with reliability, making it an indispensable addition to any car. The kit…

გაგრძელება

Qwelly World

free counters