bible, christ, christianity, column, constantinople, crucifixion, george, gospel, istanbul, jerusalem, jesus, patience, qwelly, religion, roman_empire, turkey, ბიზანტია, თურქეთი, იერუსალიმი, იესო, იესო ქრისტეს წამება, კონსტანტინოპოლი, მოთმინება, სახარება, სტამბული, ტანჯვა, ქრისტე, ძელი, წამება, წამების ძელი

     იესო ქრისტეს მათრახით წამებაზე სამ სახარებაშია მოთხრობილი:

  • „მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას.“ (მათე 27, 26);
  • „ხოლო პილატეს უნდა ერისა მის მომადლებაჲ, მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს სცა შოლტითა და მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-აცუან.“ (მარკოზი 15, 15);
  • „მაშინ მოიყვანა პილატე იესუ და ტანჯა იგი.“ (იოანე 19, 1).

     გამათრახება, როგორც სასჯელი გამოიყენებოდა ძველ რომში უშუალოდ სასჯელის წინ. მაგრამ პილატე პონტოელმა უბრძანა მაცხოვრის ტანჯვა განაჩენის დამტკიცებამდე, რათა დაეკმაყოფილებინა ბრბო, რომელიც მაცხოვრის სიკვდილს ითხოვდა. გამათრახება განეკუთვნება სასტიკ და მტკივნეულ სასჯელებს და მას რომის იმპერიაში იყენებდნენ მძიმე დანაშაულების შემთხვევაში, მაგრამ მეტწილად გამოიყენებოდა მონების და რომაული მოქალაქეობის არმქონე პირების წინააღმდეგ. იუდაური კანონებით დარტყმების რაოდენობა იყო შეზღუდული (II რჯული, 25, 3), რომაელები კი არ სცნობდნენ ასეთ შეზღუდვებს.

     სახარებაში არ არის ნახსენები რამდენი დარტყმა მიაყენეს იესო მაცხოვარს. ტურინის სუდარის კვლევის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ქრისტეს მიაყენეს 98 დარტყმა: 59 დარტყმა სამწვერიანი მათრახით, 18 ორწვერიანით და 21 ერთწვერიანით.

     გამათრახების დროს მაცხოვარი მიჯაჭვულ იქნა სვეტზე (წამების ძელზე). ეს სიწმინდე ამჟამად ინახება კონსტანტინოპოლში (სტამბული), წმინდა გიორგის სახელობის საპატრიარქო საკათედრო ტაძარში. სვეტი აღმოჩენილ იქნა იერუსალიმში წმინდა ელენეს, წმინდა მოციქულთასწორის იმპერატორ კონსტანტინეს დედის მიერ. ზუსტად მან გადმოაბრძანა წმინდა ძელი პალესტინიდან კონსტანტინოპოლში.

bible, christ, christianity, column, constantinople, crucifixion, george, gospel, istanbul, jerusalem, jesus, patience, qwelly, religion, roman_empire, turkey, ბიზანტია, თურქეთი, იერუსალიმი, იესო, იესო ქრისტეს წამება, კონსტანტინოპოლი, მოთმინება, სახარება, სტამბული, ტანჯვა, ქრისტე, ძელი, წამება, წამების ძელი

ნახვა: 1003

ტეგები: Istanbul, column, qwellygraphy, თურქეთი, სახარება

გვანცა: აპრილი 24, 2014||12:53pm

”ტურინის სუდარის კვლევის შედეგად დადგენილ იქნა, რომ ქრისტეს მიაყენეს 98 დარტყმა: 59 დარტყმა სამწვერიანი მათრახით, 18 ორწვერიანით და 21 ერთწვერიანით” 
- ეს რიცხვები სიმბოლურად რაიმე მნიშვნელობის მატარებელია?

ლაშა: აპრილი 24, 2014||3:49pm

გვანცა მხოლოდ იმის რომ ამ რაოდენობის დარტყმები, იმდროინდელ უსასტიკეს დასჯებშიც არ გვხვდება მგონი :(( როგორც ტექსტში ეწერა, ებრაელებში შეზღუდვები იყო და დიდი ალბათობით ამის მესამედს არცერთი სასჯელით გამოწერილი განაჩენი არ აღემატებოდა... 

გვანცა: აპრილი 24, 2014||5:19pm


ლაშა:ამიტომ ვიკითხე :( რატომ მაინც და მაინც ამდენი? როდესაც შეზღუდული იყო დარტყმების რაოდენობა და 40ზე მეტი არ შეიძლებოდა? :( 

ლაშა: აპრილი 24, 2014||5:49pm

გვანც ზუსტი რიცხვები არვიცი, ბატონი George გიპასუხებს ამაზე უფრო ზუსტად... მაინცდამაინც ამდენი რა, განა წინასწარ თქვეს 98_ჯერ დავარტყათო.. როგორც ტურინის სუდარის ანალიზისას ამბობდნენ, ურტყავდნენ ვიდრე მკლავი არ დაეღალათ...

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters