შეშლილებს საზოგადოება ყოველთვის არაჯანსაღი ინტერესით უყურებდა, განსაკუთრებით დიდ შეშლილებს.

   ვინსენტ ვან გოგმა მთელი თავისი უბედური ცხოვრების მანძილზე  გაყიდა ერთადერთი სურათი-"წითელი ვენახები არლში". დიდ მხატვარს სტანჯავდა ეპილეფსია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი და შიზოფრენია. ბევრმა იცის ლეგენდა რომლის თანახმადაც თვითონ მოიჭრა ყური. დღეს ისტორიკოსები თვლიან რომ ყური //უფრო ზუსტად მარცხენა ბიბილო// კამათის დროს მას მოაჭრა პოლ გოგენმა. მოჭრილი ბიბილო კი ვან გოგმა აჩუქა კახპა რაშელს.37 წლის მხატვარმა თავი მოიკლა. ასეთია ოფიციალური ვერსია. მაგრამ იარაღი ვერ ნახეს. არაა გამორიცხული რომ მას ესროლა მასავით გიჟმა რომელიმე ამხანაგმა თუ თაყვანისმცემელმა.
 
 

   ალბათ არ არსებობს მარკიზ დე სადზე უფრო თავდადებული სადომაზოხისტი. ასე ვთქვათ სასიყვარულო ექსპერიმენტებს ის ვერც ციხემ გადააჩვია. თავის რომანში "სოდომის 120 დღე" მან აღწერა სექსუალურ გადახრათა 600-ოდე სახეობა. მას უყვარდა უბედური გოგონების მათრახით ცემა, მაგრამ ესეც რომ არ ეკეთებინა საკმარისია მისი თხზულებების რამოდენიმე გვერდის წაკითხვა იმის დასადგენად  რომ ეს გენიოსი გიჟი იყო. საერთო ჯამში მარკიზ დე სადმა საგიჟეთში გაატარა 30-ოდე წელი, მაგრამ არ გამოტყდა რომ გიჟია.

 


ვლადიმირ მაიაკოვსკი
 მრავალი წლის მანძილზე ფართო მასებს აჩვენებდა თავის მაგარ სულიერ ჯანმრთელობას მაგრამ უეჭველად გიჟი იყო. ყველამ იცის თუ როგორ იღებდა ის საბჭოთა პასპორტს ფართო ტოტებიდან. მაგრამ ცოტა ვინმეს თუ წაუკითხავს ლექსების ციკლი "მე"სადაც არის შემდეგი სტრიქონი:"მე მიყვარს იმის ყურება თუ როგორ კვდებიან ბავშვები"(«Я люблю смотреть как умирают дети»). მაიკოვსკიმ თავი მოიკლა საკუთარ გულში სროლით.

საბჭოთა ლიტერატურული ესთეტიკის ფაქტიური დამფუძნებელი მაიაკოვსკი განასახიერებდა 1917 წლის რევოლუციას. ემოციური დაძაბულობით მისი ნაწარმოებები გავდა სტიქიურ უბედურებას


.

იუკიო მისიმა. მწერლის თვითმკვლელობის ახსნა შეიძლებოდა იმით რომ  თავი მოიკლა იაპონელმა ნაციონალისტმა რომელმაც სცადა ქვეყანაში აჯანყების მოწყობა მაგრამ წარუმატებლობას ვერ შეეგუა და გაიკეთა ხარიკირი. მაგრამ მისი შემოქმედების
//"შუა  საუკუნეების მანიაკი მკვლელის დღიური","მარკიზა დე  სად","ჩემი მეგობარი ჰიტლერი"//  მკვლევარმა შეიძლება გააკეთოს შორს მიმავალი დასკვნები გენიოსის ფსქიური ჯანმრთელობის შესახებ. ბიოგრაფების აზრით მისიმას სიგიჟის მიზეზია ბებიამისის მეტისმეტი მზრუნველობა. იმ ისტერიულმა ქალმა ბავშვი ჩამოაშორა თანატოლებს და მშობლებს და ამით წაართვა მას სამყაროს რეალისტურად აღქმის უნარი.

 

ლიტერატურაში საშინელებათა ჟანრის დამფუძნებელ ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტს ჰქონდა მძიმე გენეტიკა, მემკვიდრეობითობა.
საგიჟეთში გარდაიცვალა მამამისი. მალე გაგიჟდა დედამისი. მწერალი ბავშვობიდან ხედავდა "უცნაურ სიზმრებს". 10 წლის ასაკში კი მოიგონა თავისთვის ფსევდონიმი აბდულ-ალ-ხაზრედ. ლავკრაფტმა მოიგონა მშვენიერი და საშინელი სამყაროს თავისი საკუთარი მითოლოგია. ავლენდა გააფთრებულ ქსენოფობიას და ანტისემიტიზმს,მაგრამ მას ნაზად უყვარდა თავისი ებრაელი ცოლი სონია გრინი.
გარდაიცვალა სიღატაკეში უჭმელობისგან გამოწვეული ნაწლავების კიბოსგან.

 

 

გენიოსი სალვატორ დალი მუდამ ცდილობდა "არ ეჭამა უფორმო".  "მე ვერ ვიტან ისპანახს იმიტომ რომ ის უფორმოა როგორც თავისუფლება", აღიარებდა მხატვარი.მიუხედავად ამისა ეს იყო მისი ყველაზე მცირე სიგიჟე. ის არამ ხაჩატურიანს გამოეცხადა ცოცხზე გადამჯდარი ხმლით ხელში. მოგონებებში იხსენებს ცხოვრებას დედის საშოში. მისი სახლ-მუზეუმი მნახველებს გადასდებს მის სიგიჟეს და,რა თქმა უნდა, უამრავი მთლა გადასარევი სურათი.

 

 

ანტონიო გაუდი ბავშვობაში აკვირდებოდა ზღვის და ქვიშის მოძრაობას და მის შემოქმედებაში ვითარდება ზღვის თემა.
მისი ქმნილებები იგრიხებიან და იკლაკნებიან ქვიშის სასახლეების მსგავსად,მათ არა აქვთ სწორი კუთხეები. ბარსელონას სიმბოლოებად იქცა მისი ბატილიოს სახლი,წმინდა ოჯახის ტაძარი და გუელის პარკი. ბუნების სრულყოფილების მწვერვალად გაუდის მიაჩნდა ქათმის კვერცხვები. ჯიბით დაჰქონდა უმი კვერცხები და ჭამდა მათ.
გარდაიცვალა უაზროდ. მოიჭყლიტა ორ ტრამვაის შორის.ტაქსებმა არ წაიყვანეს უსუფთაო და უფულო მოხუცი.ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა მათხოვართა საავადმყოფოში.

 


ერნესტ მილერ ხემინგუეის
 სტანჯავდა მწვავე დეპრესია,გონებრივი შეშლილობა.სიმპტომები. მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ,დევნის მანია,ნერვების მძაფრი აშლილობები.

ფრიდრიხ ნიცშეს დიაგნოზი იყო ბირთვული "მოზაიკური"შიზოფრენია. ეს ლიტერატურული ზრდილობით. ბიოგრაფიათა უმრავლესობაში ამას შეშლილობას უძახიან, ალბათ სიფილისის ფონზე. სიმპტომები. სიდიადის მანია//აგზავნიდა ბარათებს ტექსტით:"ორ თვეში მე გავხდები პირველი ადამიანი დედამიწაზე". მოითხოვდა კედლებიდან სურათების მოხსნას იმიტომ რომ მისი ბინა "ტაძარია". გონების დაბნელება//ქალაქის მთავარ მოედანზე ეხვეოდა ცხენს და ხელს უშლიდა მოძრაობას//. ძლიერი თავის ტკივილები. არაადექვატური ქცევა. ნიცშეს სამედიცინო ბარათში კერძოდ ნათქვამია რომ ავადმყოფი თავისი ჩექმიდან სვავდა თავის შარდს,გაუგებრად ყვიროდა,საავადმყოფოს დარაჯი ეგონა ბისმარკი,ცდილობდა კარების ჩახერგვას დამტვრეული ჭიქის ნამსხვრევებით,იძინებდა საწოლის გვარდით იატაკზე, თხასავით ხტოდა,იჯღანებოდა და წინ სწევდა მარცხენა მხარს.
ავადმყოფობის ისტორია. ნიცშემ გადაიტანა რამოდენიმე აპოპლექსური დარტყმა. ცხოვრების ბოლო ოცი წელი იტანჯებოდა ფსიქიური აშლილობით//სწორედ იმ დროს დაიწერა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თხზულებები,მაგ."ასე ლაპარაკობდა ზარატუსტრა"//. 11 წელი გაატარა ფსიქიატრიულ კლინიკებში. სახლში მასზე ზრუნავდა დედა. მისი მდგომარეობა განუწყვეტლად მძიმდებოდა. სიცოცხლის ბოლოს ფილოსოფოსს შეეძლო მხოლოდ უმარტივესი წინადადებების შედგენა,მაგალითად:"მე მკვდარი ვარ იმიტომ რომ სულელი ვარ" ან "მე სულელი ვარ იმიტომ რომ მკვდარი ვარ".

 

ჟან-ჟაკ რუსოს სტანჯავდა პარანოია და დევნის მანია. ეკლესიასთან და მთავრობასთან კონფლიქტის შემდეგ რუსოს ეჭვიანობამ მიიღო უკიდურესად ავადმყოფური ფორმები. მას ეჩვენებოდა რომ მის ნაცნობ-მეგობრებს რაღაც ცუდი ჰქონდათ ჩაფიქრებული მის წინააღმდეგ ან რატომღაც ეჭვი სეჰქონდათ მასში. ერთხელ რუსომ გადაწყვიტა რომ მცხოვრებლებს სასახლისა სადაც ის სტუმრობდა ეგონათ რომ მან მოწამლა მსახური და მოითხოვა გვამის გახსნა.



 

ნიკოლაი ვასილიევიჩ გოგოლს სჭირდა შიზოფრენია და პერიოდული ფსიქოზი,ხედვითი თუ სმენითი ჰალუცინაციები, აპატიის და დამუხრუჭებლობის პერიოდები //ზოგჯერ სრულებით უძრავი იყო და არ შეეძლო გარეშე გამღიზიანებლებზე რეაქციის მოხდენა. 
ამას მოყვებოდა აღგზნების პერიოდები. დეპრესიული მდგომარეობები. მძაფრი იპოხონდრია. დიდი მწერალი დარწმუნებული იყო იმაში რომ ყველა ორგანო მის სხეულში რამდენადმე გადაადგილებულია და კუჭი გადაბრუნებულია.

ნახვა: 993

ტეგები: Genius, qwelly, გაუდი, გოგოლი, ვანგოგი, ნიცშე, ჰემინგუეი

George: ოქტომბერი 13, 2012||1:32pm

Didi madloba rom bevrs mogvaweob - targmni da postav ))) magram zogjer vigaca piaris gamo wers cud statias da jobia wyaros gaecno - sanam gadaigeb ( gansakuTrbiT shefasebebs) - imitoro am statiashi  uzustobani ki ara ciliwamebania ( mag. Gogolis - shizofrenia ?? ((

ლაშა: ოქტომბერი 14, 2012||1:04am

რა კარგია შენს ბლოგზე რომ დავაკლიკე წარწერას Follow... ;) 

იქ უფრო მეტია თათ... ;) ;) ;) ;)

გენაცვალე შენ! ყოჩაღიიიიი!!!!!

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters