საარჩევნოდ ცხარე ზუგდიდი, სარისკო სიცოცხლე, ომბუდსმენის პალიტრა, იუნკერის ნათქვამი ევროპელობა და გარეჯის მიწა

      მეფის ხსენების დღეს, მთლად სამეფო ამბები არ ისმოდა ქართულ მედიაში, ძირითადი აქცენტები კვლავაც არჩევნებს უკავშირდებოდა და ტრადიციაც ქცეულ, წინააარჩევნო არეულობებსა და ხმაურს - ამჯერად ზუგდიდიდან. სხვა ამბავი იყო გარეჯის ტერიტორიის სადავოობა, დღეს ომბუდსმენმაც ბევრი თემა მიმოიხილა, იყო პრემიერის ევროპული ნიუსებიც.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები / 14 მაისი, 2019/

      შუალედური არჩევნები - დავით უსუფაშვილი შუალედურ არჩევნებზე მხარს შალვა შავგულიძეს უჭერს. გია ვოლსკი ზუგდიდში ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებულ ბრალდებებს, „ნაცმოძრაობის“ფანტაზიებს უწოდებს. ირაკლი აბესაძე - „ქართული ოცნება“ ასეულობით მილიონ ლარს, რომელიც სიღარიბის დაძლევას უნდა ხმარდებოდეს, საკუთარ პარტიულ აქტივისტებს ურიგებს. „ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, სანდრა რულოვსსა და პარტიის სხვა წევრებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავს დაესხნენ. სერგი კაპანაძე - კადრები გავრცელდა თავ-პირს როგორ ამტვრევენ ოპოზიციას, მაინცდამაინც ახალქალაქისნაირი სისხლისღვრა უნდა იყოს, რაიმე რეაგირება რომ მოხდეს? მამუკა მდინარაძე ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ ჩანაწერზე - დავინტერესდებით, რატომ ლაპარაკობს ეს ადამიანი იმას, რაც არავის დაუვალებია. ელენე ხოშტარია უმრავლესობას - რატომ გაქვთ ასეთი პანიკა? მართლაც სახეს კარგავთ ამ არჩევნების დროს. ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც სანდრა რულოვსი ესწრებოდა, ხმაური და დაპირისპირება იყო. გიორგი გახარია - შევაფასებთ სიტუაციას და ამის მიხედვით გადავწყვეტთ, რა ძალებით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი არჩევნების დღეს სხვადასხვა ლოკაციაზე. სანდრა რულოვსის განცხადებით, სურდა საკრებულოსთვის ია კერზაიას სახელობის სკვერის გახსნაზე მიემართა, თუმცა დარბაზი დაატოვებინეს. ხათუნა ლაგაზიძე - ზუგდიდი როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ისე „ნაცმოძრაობისთვის“ არის ტესტი, ვინ იქნება წამყვანი 2020 წლის არჩევნებში. გია ხუხაშვილი - ხელისუფლება სანდრა რულოვსის შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში ფიქრობს, რომ ამით ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის რეაბილიტაცია გაფორმდება. გიორგი გახარია სანდრა რულოვსთან დაკავშირებით ზუგდიდში ინციდენტზე - ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული - არ აქვს მნიშვნელობა რომელი მხარე იქნება დამნაშავე. არავის მივცემთ საშუალებას, დეზინფორმაციით და პროვოკაციებით მოახდინოს არჩევნების დისკრედიტაცია. მამუკა ბახტაძე ზუგდიდის მოვლენებზე - არ უნდა მივცეთ საშუალება პროვოკატორებს, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მონაპოვარს - დემოკრატიის მაღალ ხარისხს.

      სოფლის მეურნეობის სამინისტროდან - ლევან დავითაშვილი - პრემიერს არაფერი შეშლია, ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობაში ხორციელდება, ზუსტად სუბსიდირების ხასიათს ატარებს. სტიქიის რისკების პრევენცია 100%-ით არსად ხდება, მაგრამ მინიმალიზება არის მთავარი ამოცანა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სატყეო უბნის სპეციალისტი ამხილეს.

      სარისკოს სიცოცხლე - სოსო გოგაშვილი აცხადებს, რომ რისკის ქვეშ არის მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე. მინდა ვთხოვო პროკურატურას, დამკითხონ იმაზეც, რომ ჩემს მიმართ არის ბრალდება, თითქოს ჩატაევი მე ჩამოვიყვანე საქართველოში და მილიარდები გავიყავით. მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც წუხელ შეუძლოდ გახდა, კლინიკიდან გაწერეს.

      გადმოსახედების ქვეყანა - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან და ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში გადმოსახედი მოედნები მოეწყობა.

      სტატისტიკოსი საქართველო - საქართველო გაერო-ს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრად აირჩიეს.

      აუკრძალავი ხმაური - სოფიო ხორგუანი - ხმაურის აკრძალვის შესახებ მოქმედი კანონი არ მუშაობს.

      ომბუდსმენის ტრიბუნა - სახელმწიფოს არ გააჩნია სისტემური ხედვა ბავშვთა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით - გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვზე ძალადობის ფაქტების პრევენცია და დროული რეაგირება. არაერთი რელიგიური პანსიონი ლიცენზირების გარეშე მოქმედებს და სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია, რამდენი ბავშვი ირიცხება ამ ტიპის პანსიონებში. მალხაზ მაჩალიკაშვილს თუ რაიმე საჩივარი ექნება, რომ მისი უფლებები დაირღვა, მზად ვართ პროცესებში ჩავერთოთ. ნარკოპოლიტიკის მიმართულებით რეფორმების გაგრძელება აუცილებელია. ომბუდსმენი მერაბიშვილის საქმეზე - სტრასბურგი გაცემული რეკომენდაციების აღსრულებას განსაკუთრებული ინტერესით და ყურადღებით დააკვირდება.

      მორჩა აქცია - შსს-მ „ამოყირავებული მანქანების“ დემონტაჟი დაიწყო.

      კლუბური ინტოქსიკაცია - შს მინისტრის მოადგილე - „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, კლუბებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტები ხუთჯერ შემცირდა.

      სპაიდერბიჭუნა - 4 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც „ადამიანი ობობას“ ფორმით მე-8 სართულიდან გადახტა, დამაკმაყოფილებელია.

      გარე რეკლამების კონტროლი - ვახტანგ შაქარიშვილი - დედაქალაქში გარე რეკლამები ყოველგვარი სტანდარტის დარღვევით არის განთავსებული. ლევან გოგიჩაიშვილი თბილისში გარე რეკლამის საკითხზე კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს ნოდარ ხადურს პარლამენტში იწვევს.

      მომატებულხელფასიანი მასწავლებლები - სერგო რატიანი - დაანონსებული ხელფასების ზრდა მასწავლებლების დაახლოებით 10%-ს შეეხება.

      იუნკერთან შეხვედრა - ჟან-კლოდ იუნკერი - საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა. მამუკა ბახტაძე ჟან-კლოდ იუნკერს შეხვდა. ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირსა და უკრაინას საერთო სტრატეგიული ინტერესები აქვთ. მამუკა ბახტაძე - საქართველო მზადაა, ევროკავშირთან უფრო მეტი ინტეგრაციისთვის ყველა მიმართულებით. მამუკა ბახტაძე - ძირითად აქცენტს ვაკეთებთ ევროკავშირთან დარგობრივ ინტეგრაციაზე, იქნება ეს საერთო ციფრული ბაზარი, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა თუ მეტი მობილურობა ჩვენი მოქალაქეებისთვის. მამუკა ბახტაძე ბრიუსელში - ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება და უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება.

      გარეჯის საკითხი - დავით გარეჯის სადავო ტერიტორიასთან დაკავშირებით, ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ბაქოში შეხვედრა გამართეს. დავით ზალკალიანი დავით გარეჯის თემაზე - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სიტუაციის შემდგომი გამწვავება. მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელი მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორი ქვეყნის სამთავრობო კომისიების ოფიციალური სხდომა ჩატარება შემდეგ კვირას. აზერბაიჯანის საგარეო უწყება - ჩვენი მოლოდინია, რომ საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მალე დასრულდება. ლაშა დარსალია ბაქოში გამართულ შეხვედრაზე - ორივე მხარე საკითხს სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით უდგება და არ დგას საკითხი ისე, რომ ვინმემ ვინმეს აჯობოს.

საზღვარგარეთულები:

      ჰაკერების „მძიმე“ საქმე - ჰაკერებმა WhatsApp-ში სადაზვერვო პროგრამის დაინსტალირება მოახერხეს.

      ნაწილობრივი კომენდანტი - შრი-ლანკაში კომენდანტის საათი ნაწილობრივ გააუქმეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინადღის ამბები მომდევნო დღე ►

ნახვა: 126

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters