კითხვარის დაბრუნება, უკრაინული დაზვერვა და საქვეყნო ამბები

      ესეც გაზაფხულის ბოლო თვე, ვისთვის ვარდობის, ვისთვის ალერგიის, მაგრამ მაინც წვიმებით დაწყებული მაისი. სინოპტიკოსების პროგნოზით, 3-4 მაისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექი გველი. უკრაინის ამბები კვლავ მოწინავეა მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. კითხვარი შევუვსეთ ევროპას, თუმცა რა ჩავწერეთ, არ ვიცი. უკრაინის დაზვერვა კვლავ ჩვენ „გვზვერავს“. ლარის ამბავი - 1 დოლარის ღირებულება - 3.0590 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 2 მაისი, 2022

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, მაისი

      #კოვიდსაქართველო - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 1 პაციენტი. კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკა ყოველდღიურად აღარ გამოქვეყნდება და მხოლოდ კვირაში ერთხელ შეჯამდება. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსს ამ დროისთვის გრიპის ვირუსის გავრცელება „ბევრად სჭარბობს“. სიმპტომიანი პაციენტებისთვის სწრაფი ტესტი უფასოა და კლინიკების მიერ მოქალაქეებისთვის თანხის გადახდა, დარღვევაა. დღეიდან პირბადის გამოყენება სავალდებულო მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამედიცინო დაწესებულებებში იქნება.

      ომიანი ქვეყანა - ვოლოდიმირ ზელენსკი მასზე თავდასხმის მცდელობებზე - ეს არც ისე ბევრია, გამოდის, რომ 10 ადამიანს სურს ჩემი მოკვლა, ამიტომ არც ისე საშიშია - ვფიქრობ, რუსეთის პრეზიდენტს ბევრად მეტი პრობლემა აქვს. ჩემმა შვილებმა რუსეთში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით, ზუსტად იციან, ვისთან ერთად ვიბრძვით, რისთვის ვიბრძვით და რომ გავიმარჯვებთ. ერთი მხრივ თურქეთი ასრულებს შუამავლის როლს და მხარს უჭერს უკრაინას, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ ტურისტული მარშრუტების მზადებას, სპეციალურად რუსული ტურიზმისთვის. მსოფლიო რუსების წინააღმდეგ არ არის, თუმცა მათ მხარს უკვე აღარავინ უჭერს. მსოფლიოში სასურსათო კრიზისი იქნება თუ უკრაინულ პორტებზე ბლოკადა არ მოიხსნება. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ომის დაწყების დღიდან 23 800 რუსი სამხედრო მოკლეს. უკრაინამ კუნძულ „ზმეინის“ მახლობლად რუსეთის ორი კატარღა გაანადგურა. ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დაიწვა ლისიჩანსკის გიმნაზია, რომელიც ორ მსოფლიო ომს გადაურჩა. უკრაინის უშიშროების სამსახური - რუსებს დაღუპული ჯარისკაცები მცირე ჯგუფებად და ღამით გადაჰყავთ, რათა დანაკარგები დაფარონ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხარკოვის დაბომბვის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ოდესასა და მიკოლაივზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. უკრაინელებმა ხარკოვის რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი დაიბრუნეს. მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთი ნაცისტური იდეოლოგიის მემკვიდრეა - ისტორიის გადაწერის მცდელობით მოსკოვი ეძებს არგუმენტებს უკრაინელების მასობრივი მკვლელობების გასამართლებლად. უკრაინული მედია - ტყვეთა გაცვლის შედეგად, სახლში 320-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა. უკრაინული მედია - რუსული დაბომბვის შემდეგ „ზოვსტალში“ ხანძარია. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

      ომმაყურებლები - ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის ზოგიერთმა ყველაზე ელიტარულმა ქვედანაყოფმა დიდი დანაკარგები განიცადა - რუსეთს ამ ძალების აღსადგენად ალბათ, წლები დასჭირდება. რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ამ კვირაში ალბათ გვექნება მოლაპარაკებები პუტინთან. ახალმა ზელანდიამ 170 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა. დმიტრო კულება - ლავროვმა ვერ დამალა რუსული ელიტის ღრმად ფესვგადგმული ანტისემიტიზმი - დღევანდელი რუსეთი სავსეა სხვა ერების მიმართ სიძულვილით. გერმანიის კანცლერი პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინაში შეჭრა და „უაზრო მკვლელობები“. ანალენა ბერბოკი - გერმანია მზადაა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარი დაუჭიროს. უეფა-მ რუსული საფეხბურთო კლუბები ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში აკრძალა. გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს „ევროპულ გზაზე” მხარს უჭერს.

      საზმაუსის შემცირებები - იმედა დარსალია - „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ წლების განმავლობაში იყო სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის და ცენზურის მცდელობები - ერთ „შავ სიაში“ საერთაშორისო დონის ექსპერტები და საინტერესო ადამიანები იყვნენ შესული.

      პრემიერი და ფინანსისტი - ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკა იზრდება, პირველ კვარტალში 14.4%-იანი ზრდა გვაქვს. ირაკლი ღარიბაშვილი - ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ფასებზე ჯერ არ ასახულა - კონკურენციის სააგენტო დადებს მონიტორინგის ანგარიშს და შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს. ფინანსთა მინისტრი - ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. სამუშაოების დიდი ნაწილი, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოს შესაძლოა დაევალოს, უკვე შესრულებულია. კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის წარდგენამდე საწვავის ფასთან დაკავშირებით ვერანაირ ეჭვზე ვერ ისაუბრებს.

      დაზვერვის ამბები - უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათი განმარტებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული. არჩილ თალაკვაძე უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე - პირდაპირ გეტყვით, საქართველოსთან მიმართებით ეს განცხადება გახლავთ უსაფუძვლო და არასწორი. გია ვოლსკი - სანქცირებული ბიზნესი, საქონელი, ბიზნესმენი ან შავი ხვრელი, რაზეც ჩვენი ე.წ. მოყვარეები საუბრობენ, საქართველოში არ არსებობს და ვერ იარსებებს - თუ უკრაინის დაზვერვას რამე დამატებითი ინფორმაცია გააჩნია, წარმოადგინოს. შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაზე - ამ შემთხვევაშიც არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება ვნახეთ - სამწუხაროდ, ეს იმ მეგობრულ ურთიერთობებს არ არგებს, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის არის. ოფიციალური თბილისი, სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე, კიევისგან განმარტებებს მოითხოვს. საქართველო არ და ვერ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი - პარტნიორები ინფორმირებული არიან, რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით.

      კითხვარის დაბრუნება - კარლ ჰარცელი პრემიერს - ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე. ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით, დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად. იაგო ხვიჩია შალვა პაპუაშვილს - ევროკავშირის კითხვარი შევავსეთ და ჩავაბარეთ, თუმცა შინაარსი არ ვიცით - მინდა, რომ გავიგო, რა უპასუხეთ ამ ხალხს. სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კითხვარზე - დიდი ნაბიჯი გადაიდგა - მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი. ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა.

      მიშას საშვიდნოემბრო საქმიდან - ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება უჭირს. პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის მიერ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მომზადებული დასკვნის დანართის გასაჯაროებას ეხმაურება - „ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში ა.წ. 30 აპრილს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა ამავე ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის დანართში ასახული მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის ა.წ. 28 აპრილს გაგზავნილ წერილში საგანგებოდ იყო მითითებული, რომ დასკვნის დანართი არ არის საჯარო. ნიკა გვარამია მოსამართლეებს - მიხეილ სააკაშვილი ვერ გამოჯანმრთელდება, მაგრამ თქვენი ჩარევით უნდა მოხდეს მისი ამ წუთიერი მდგომარეობის კონსერვაცია, რაც ლეტალურ გამოსავალს თავიდან აგვარიდებს. მოსამართლის ინფორმაციით, სასამართლო პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური წერილით მიმართავს, რომლითაც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და უკვე გატარებულ ღონისძიებებზე დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. რატი ბრეგაძე - პატიმარზე ზრუნვის დავალება პენიტენციურ სამსახურს აქვს არა მხოლოდ სასამართლოსგან, არამედ კანონმდებლობით - მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის გაეწევა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. ექიმი სააკაშვილზე - რა დროს მისი ტრანსპორტირებაა, ადამიანი ფეხზე ვერ დგას, ჰაერში რა განვითარდება არავინ იცის - ის დრო ჩაბარდა ისტორიას, როცა ჩვენ მის ტრანსპორტირებას საზღვარგარეთ ვითხოვდით. ხატია დეკანოიძე - მნიშვნელოვანია ყველას აქტიურობა, ვინც ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა არ იმსახურებს მესამე პრეზიდენტის სიკვდილს ციხეში. შალვა პაპუაშვილი - ომბუდსმენი, ოჯახი და გულშემატკივრები იმით უნდა დაკავდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო სერვისის მიღებაზე დაითანხმონ - მას ფსიქოლოგის მომსახურება სჭირდება. იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების ყველაზე მოკლე გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაზე გადის. ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - ჭამოს კვერცხი და ხაჭო, დამთავრდება პრობლემა - მგონი რძის პროდუქტებთან ერთად იმდენი ხანი იმგზავრა, რომ განზიდვა აქვს ამ პროდუქტების მიმართ.

      რამადანი - ბათუმში რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნეს. ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გილოცავთ რამადან-ბაირამს.

      ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები დაიწყო. სამართალდამცავებმა სომხეთში საპროტესტო აქციის 200-მდე მონაწილე დააკავეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►

ნახვა: 143

ტეგები: qwellynews, ამბები, ბლოგი, მაისი, ნიუსები, სიახლეები

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters