უამინდობამ და სიცივე თავისი ქნა და დღე შედარებით არააქტიურად წარიმართა. მხოლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ცხადია საარჩევნო განცხადებებსაც აკეთებდნენ და ცოტაოდენი ფულის გადანაწილებაზეც იყო საუბარი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხვალ კიდევ უფრო ავდრიან ამინდს პროგნოზირებენ, მოწყენილი უქმეები გველის - 17 ნოემბერს, სინოპტიკოსები საქართველოში ძლიერ წვიმას, მთაში კი, ქარბუქს პროგნოზირებენ.
დანიშნული არჩევნების პრობლემატიკა და საარჩევნოდ ცხელი ამბები - ეკა გიგაური: გადაწყვეტილება, რომ ხმის მიცემა ღამის 12:00 საათამდე გაგრძელდეს, კანონს ეწინააღმდეგება და ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. ლევან ბოძაშვილი ინიციატივით გამოდის, არჩევნების თარიღი კონსტიტუციით განისაზღვროს. მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ცესკოს არჩევნების თარიღის სამუშაო დღეს დანიშვნის გამო სასამართლოში უჩივის. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისთვის სახელმწიფო 10 მილიონ ლარზე მეტს გამოყოფს. დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებზე სხვა პოლიტიკოსების გამოჩენაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. გიორგი ვაშაძე - იუსტიციის სამინისტრო არჩევნების მეორე ტურისთვის მსჯავრდებულებისთვის პირადობის მოწმობებს მასიურად ბეჭდავს. დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენი ოპონენტებისთვის ძალაუფლება ერთადერთია, რისთვისაც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, თუნდაც ამით სახელმწიფო დაზარალდეს. თეიმურაზ გორჯესტანი - მუქარის მიუხედავად გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, რომ როგორც ქართველმა კაცმა, დედაჩემი დავიცვა. არასამთავრობოები - ცესკოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს.
იუსტიციის მინისტრის დღის ნიუსები - თეა წულუკიანი - ძალიან დიდი სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“, რომ 2011 წლის პირველ აპრილს საერთაშორისო სასამართლოში მათ საქართველოს აწვნევინეს ძალიან დიდი მარცხი, რომლის გამოსწორებაც ჩვენ გვიწევს. ანა დოლიძე - წელიწადზე მეტია თეა წულუკიანის გადადგომას ვითხოვთ და გრიგოლ ვაშაძემ ახლა რომ გაიღვიძა და შეუერთდა ამ მოთხოვნას, ეს კარგია. ანა დოლიძე - ჰააგასა და ბოსტონში კი არა, აქვე დიღმის მასივსა და დიდ დიღომში, თბილისის საქალაქო სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებელია თეა წულუკიანი.
ქართველი ჯარისკაცების პრობლემა ჰააგაში - ანა დოლიძე - ჩვეულებრივ ჯარისკაცს რა უნდა ჰააგაში?! არ ყოფილა შემთხვევა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ეს არის მტკნარი სიცრუე, რომლის მიზანია ავანერვიულოთ ჩვენი ჯარისკაცები. დავით ზალკალიანი - ჩვენი სამხედროები იცავდნენ საკუთარ ქვეყანას და როგორ შეიძლება მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?! გენერალი შავლეგო ტაბატაძე - ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგებიან ის ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც განახორციელეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, დივერსიული აქტები და ეთნიკური წმენდა. ანრი ოხანაშვილი - ამორალურია განცხადებები იმაზე, თითქოს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ჰააგის სასამართლოში ქართველების გასამართლების საკითხი დგას დღის წესრიგში. გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას - თეა წულუკიანს მითითება მიეცით, რომ წერილი მიეწერა ჰააგის სასამართლოსთვის, ჩვენი გმირი სამხედროების წინააღმდეგ დაიწყონ გამოძიება - არ გრცხვენიათ?!
კარტოგრაფიული საჩუქარი - ლევან ბოძაშვილი ინიციატივით გამოდის, არჩევნების თარიღი კონსტიტუციით განისაზღვროს.
მეტი ან ნაკლები ფული დედაქალაქს - თბილისის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება. ირაკლი ნადირაძე ირწმუნება, რომ თბილისის ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა. ირაკლი ხმალაძე - 2019 წლის ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა MAN-ის ავტობუსების შესყიდვის მიზნით აღებული სესხის ძირის დასაფარად არის გათვალისწინებული. თბილისის მერის პირველი მოადგილე - სახელფასო ბიუჯეტში საკმაოდ უმნიშვნელო ზრდაა გათვალისწინებული.
ჭრელო პეპელა ურთიერთობები - კარლ ჰარცელი - საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის.
საყოველთაო ჯანდაცვა - დავით სერგეენკო - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა იმავე ფორმით გაგრძელდება, როგორც აქამდე ხდებოდა.
მფრინავი ტურისტები - 10 თვის მონაცემებით, საჰაერო გზით ქვეყანაში შემოსული მგზავრების 73% ტურისტია.
სემეკის ჩამოწერები - მიმდინარე კვირაში სემეკმა მოქალაქეებს 99 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.
გაჭირვებული რეგიონები - სტატისტიკის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან ყველაზე მეტი გაჭირვებული ადამიანი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს.
დოლარები ბანკს - ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.
გურჯაანს შეფარებული ცხოველები - გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
საზღვარგარეთულები:
სანქცირებული არაბები - აშშ-მა საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გამო სანქციები დაუწესა.
ხანძარი არ ნებდება - კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
| ◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია