უზომოდ ნისლიანმა და წვიმიანმა დღემ ტრაგიკულად ჩაიარა - ფონიჭალაში აფეთქები შედეგად ჩამონგრეულ საცხოვრებელში გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს. ტრაგიდიამ გადაფარა სხვა თემები, მათ შორის - საარჩევნო ბილბორდების განახლების თემა, ჯანდაცვის და მის გარშემო განვითარებული პოლემიკების თემა, რუსთაველზე წლობით დაუსრულებელი კარვების აქციების თემა და სხვა...
სამეორეტურო ორთაბრძოლები - ნუკრი ქანთარია - გრიგოლ ვაშაძე არის პირწავარდნილი რუსული მენტალიტეტის ჩინოვნიკი. ზაალ უდუმაშვილი - 48 ნოემბერსაც რომ დაინიშნოს არჩევნები, მაინც ვერ გააყალბებენ. თამაზ მეჭიაური - ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მხოლოდ ორნი იყვნენ პოლიტიკურ ველზე და არ გამოჩნდეს მესამე ძალა. ნინო ლომჯარია - არჩევნების დანიშვნა ყოველთვის უმჯობესია შაბათ-კვირას და ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ ემიგრანტების საკითხიდან. გია ხუხაშვილი - ალბათ, ვარსკვლავების მდგომარეობის გამო გადაწყვიტეს სამუშაო დღეს დაენიშნათ არჩევნები - მიხეილ ცაგარელი „ქართული ოცნების“ ახალი ლიდერია. ცესკოს გადაწყვეტილებები - თამარ ჟვანია - არ გავსულვარ დღეს ცესკოს შენობიდან და არ შევხვედრივარ ბიძინა ივანიშვილს, ეს არის მტკნარი სიცრუე. 28 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით, არჩევნებში 1 647 878-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, 53 847 საარჩევნო ბიულეტენი კი, გაბათილდა. ლევან იზორია სალომე ზურაბიშვილის ბილბორდზე - გუნდის პოზიციაა, რომ მაქსიმალურად დაფიქსირდეს ჩვენი კონსოლიდირებული პოზიცია. პროფკავშირების გაერთიანების დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერენ. მიხეილ სააკაშვილი -არჩევნების ოთხშაბათს დანიშვნა არ შეიძლებოდა - თავის დროზე ეს შეცდომა მეც დავუშვი, თუმცა იქვე გავასწორე, მაშინ ივანიშვილი ყველაზე მეტად იყო აღშფოთებული. ეკა გიგაური არჩევნების შუა კვირაში დანიშვნაზე - სააკაშვილის დროსაც იყო ასეთი ფაქტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ ძალიან უჭირდათ და კონკრეტულ რეგიონებში მხარდაჭერის პრობლემები ჰქონდათ. ეკა გიგაური - წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ ბილბორდებზე. ალეკო ელისაშვილი არჩევნების თარიღზე - ამით ხალხს გააბრაზებენ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებს მობილიზებას გაუკეთებენ. მიხეილ ბენიძე - ზურაბიშვილის და „ოცნების“ საარჩევნო კამპანია კაზუისტიკური შემთხვევაა - ქალი კანდიდატი ჩანაცვლდა კაცი პოლიტიკოსებით, რაც ცუდი გზავნილია.
ჯანდაცვა და პოლემიკები - არჩილ თალაკვაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს - როდესაც თქვენ ჯანდაცვის მინისტრი იყავით, დიალიზის პროგრამაში რიგი იყო, ჩვენ დროს რიგი აღარ არის. განცხადების ამოალურობა - ლევან კობერიძე – გიორგი ვაშაძის განცხადება ამორალურია - ვაშაძე საყოველთაო ჯანდაცვაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პროგრამა მომაკვდავ ადამიანებს მკურნალობს. კობერიძის თქმით, ხელისუფლებისთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლის თითოეული დღე მნიშვნელოვანია. მამუკა ბახტაძე - ძალიან მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ თავდაცვის სისტემაში ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი.
ტრადიციად ქცეული საარჩევნოდ - კარვები რუსთაველზე - მალხაზ მაჩალიკაშვილი ია მეტრეველს - ჩვენ ვართ ერთნაირად გამწარებული ადამიანები, ერთად უნდა ვიდგეთ. ზაზა სარალიძე მის მიმართ მუქარის ფაქტზე შსს-ში დაიბარეს. ადვოკატი - მირზა სუბელიანთან საპროცესო შეთანხმებაზე ამ ეტაპზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, თუმცა გამორიცხული არაფერია. ადვოკატი - მირზა სუბელიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცოდი, მას უახლოეს დღეებში მოვინახულებ. ზაზა სარალიძე - ჩემს მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები, ასევე შეტყობინება იყო, რომ სანამ „ზაზა სარალიძე თავისი შვილივით არ აიჩეხება, მანამდე არ დაგვანებებს თავსო“.
წინ გადადგმული ბიუჯეტი - რომან კაკულია - 2019 წლის ბიუჯეტი არის წინგადადგმული ნაბიჯი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელი ასახულია და გათვალისწინებულია გამოწვევები.
უპრეცედენტო თანამშრომლობა და ევროშეფასებები - დავით ზალკალიანი - საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე გააჩნია. საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ პარლამენტარებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება განიხილა. მამუკა ბახტაძე - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროპის საბჭოს ანგარიშში დაფიქსირებულიყო პარლამენტის მიერ მიღებული „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“. დავით ზალკალიანი - გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი საქართველოს მნიშვნელოვან ადგილზე მიუთითებს. ქეთევან ციხელაშვილი - ევროსაბჭო რეგულარულად უჭერს მხარს ნდობის მშენებლობის პროექტებს, რაც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია.
სამმაგი გაზიფიცირება - დონალდ ტრამპი - კონგრესის შუალედურ არჩევნებზე ხალხი წრეზე დადიოდა, ქუდს იხურავდნენ, პერანგს იცვლიდნენ, შედიოდნენ საარჩევნო უბანზე და ხმას აძლევდნენ.
რისკიანი მილიარდები - 2018 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, რისკის ქვეშ დამდგარი ინვესტიციის ოდენობამ 44 მლნ დოლარი შეადგინა.
უბედურება ზემო ფონიჭალაში - ზემო ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე ნგრევა გამოიწვია, არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. დაშავებულები დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. გუგა ქაშიბაძე - ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 6 წლის ბავშვის, მისი მამისა და ბაბუის მდგომარეობა მძიმეა. სადარბაზოდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი და მისი მისი 1 წლამდე შვილი გარდაცვლილი იპოვეს. პრეზიდენტი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი ფონიჭალაში დაღუპულების ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ზემო ფონიჭალის N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით საცხოვრებლებში დღესვე დაბინავდება. კახა კალაძე ფონიჭალაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების ოჯახს უსამძიმრებს. შალვა ხუციშვილი - ძალიან რთულ პირობებში მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია, მაგრამ ძალიან ფრთხილად, სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობდნენ მაშველები.
მშპ მილიონებში - „საქსტატი“ - 2017 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 37 846.6 მლნ ლარი შეადგინა.
საზღვარგარეთულები:
კარუსელი ამერიკულ არჩევნებზე - დონალდ ტრამპი - კონგრესის შუალედურ არჩევნებზე ხალხი წრეზე დადიოდა, ქუდს იხურავდნენ, პერანგს იცვლიდნენ, შედიოდნენ საარჩევნო უბანზე და ხმას აძლევდნენ.
დამტკიცებული ბრექსიტი - დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა „ბრექსიტის“ შესახებ პროექტი დაამტკიცა.
კალიფორნიის სტიქია - კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები
◄ წინადღის ამბები | მომდევნო დღე ► |
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Charline Kellway_მ.
თარიღი: აგვისტო 5, 2025.
საათი: 1:15am
0 კომენტარი
0 მოწონება
VitalRize works by targeting several aspects of male health. The body goes through many changes as men get older, and these changes can affect energy levels, endurance, and overall vitality. VitalRize is designed to help men counteract these changes by boosting certain processes in the body. One of the primary ways it works is by increasing blood flow. Blood flow is essential for good88888.org delivering oxygen and nutrients to different…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
© 2025 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია