ჩვენი სიყვარულის დაბადების დღე  იყო… ყველა ოცნებას ფრთები შეესხა…

ვინ თქვა რომ ადამიანს არ შეუძლია ზეცაში ფრენა?! ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი ნარკოტიკული ნივთიერებებით გაბრუება და არც ალკოჰოლით თრობა..

სწორედ ჩვენი სიყვარულის დაბადების დღე იყო ასეთი, ცხოვრება რომ გათრობს და გაბრუებს. თითქოს ყველა პოზიტიურ სიურპრიზს სათითაოდ, რიგრიგობით ჩამოდის, რომ აზარტიც გაგრძნობინოს, თუმცა ყოველთვის მომგებიან პარტის როდი  ვთავაზობს…ბოლოს შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს…

სიურპრიზებზე მოვყვები პოზიტიურ და ნეგატიურ სიურპრიზებზეც…

საშინელებაა, როცა კვდები საყვარელი ადამიანის თვალწინ. კვდები და გინდა სიცოცხლე, თუნდაც იმიტომ რომ საყვარელ ადამიანს სურვილი აუსრულო, როცა მისი ცრემლებისგან ჩასისხლისნებული თვალები მხოლოდ ერთს გთხოვს თუ მოითხოვს-იცოცხლე!

…მაგრამ ხორცის ტკივილი გამარცხებს. ვეღარ უმკლავდები და გრძნობ, როგორ გეხუჭება თვალები, იკლებს გულის ძგერა, ბინდ-ბუნდში არჩევ საყვარელი ქალის სახეს, ვისთვისაც ყველაფერს გაიღებდი, ყველა სურვილს აუსრულებდი, სიცოცხლეს დათმობდი, თუმცა ეხლა იგი პირიქით, იცოცხლეო ითხოვს შენგან და ამ სურვილის შესრულება არ შეგიძლია…

უკვე შორს მოსჩანს ლანდი საყვარელი ქალის სახე და თანდათან ქრება, გული ჩერდება, ცხოვრება სრულდება, აჩრდილებში გადაინაცვლებ.

მიწა მომაყარეს და დამთავრდა ოცნებების ასრულების ოცნება. შევეგუე, რომ აჩრდილი ვარ და ახალ უსიცოცხლო ცხოვრებას მივყვები..

აჩრდილის ცხოვრება? აჩრდილს ვინ მისცა ცხოვრება?  აჩრდილს სადა აქვს გრძნობები?!

…აქვს! ამ გრძნობებს მე ყოველ მთვარიან ღამით ერთ ნაცნობ სახლთან და მუქი ფარდით შემოსილი ოთახის სარკმელთან მივყავარ. იქ ისაა ვისი სურვილიც ვერ ავასრულე, მე მესმის მისი სუნთქვა, მისი ქვითინი. ვხედავ მის ცრემლიან თვალებს როგორ იძინებენ ტირილით გადაღლილი.

ხანდახან, იღვიძებს ფარდას გადასწევს, მთვარეს ახედავს, მერე ქუჩისაკენ მიმართავს თავის მეტყველ მზერას, რომელშიდაც მოლოდინი იგრძნობა. მე მელოდება, ალბათ. მე კი მის წინ ვდგევრ, ის ვერ მხედავს, როგორ მინდა შევეხო, ყურში ჩავჩურჩულო, რომ სიგიჟემდე მიყვარს, გულში ჩავიკრა და პატიება ვთხოვო, რომ მისი ბედნიერება გავიყოლე, პირობა, დვარღვიე, მის გვერდით აღარავარ, როცა ძალიან ვჭირდები…მე კი ხმის ამოღებაც არ შემიძლია, მე ხომ უკვე აჩრდლი გავხდი..

ღამით გვიყვარდა სეირნობა, მთვარის შუქით განათებულ დედამიწაზე. როცა მტვარიან ღამით მნატრებას მის ფანჯარასთნ მივყავარ, მის თვალებშიც მონატრებას ვხედავ. მერე დგება ლარნაკიდან გვირილებს იღებს და საფლავზე მიდის..მე, აჩრდილი გვერდით მივყვები. იჩოქება, ტკივილი იკითხება თვალებში, ბუტბუტი, ნაცნობი სიტყვები, ცრემლები…

მერე…მერე მის ცხოვრებაშიც დგება ახალი ეტაპი. მე წარსული.რა ქნას ეს ცოცხალთა ცხოვრების ერთ-ერთი კანონია. თუ წარსულში არ დამტოვებს განა აჩრდილი რამეს ვთავაზობ? ვერაფერს…

და მაინც აუტანელია ტკივილი…

ერთი წელი გავიდა. შევეგუე და შევეჩვიე კიდეც აჩრდილად ყოფნას. ჩემს საყვარელ ქალს მთვარის შუქზე ვხედავ და რაღაც მაცოცხლებელი აჩრდილსაც გამაჩნია.

ჩვენი სიყვარულის დაბადების დღე.. ისევ მივედი ნაცნობ სარკმელთან, თეთრი ფარდითაა შემოსილი…უნდა დავინახო ჩემი საყვარელი თვალები, გავიგონო მისი სუნთქვა და იქნებ დღეს მაინც შევძლო თქმა, რომ მის გვერდით ვარ და ძალიან მიყვარს.

ნახვა: 299

ტეგები: Qwelly, Qwellyland

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters