მეტროს  ბოლო ვაგონში ძვლივს მოვასწარი შეხტომა და დაიძრა კიდეც… ხალხით არ იყო გადავსებული, მაგრამ  სუნთქვა მაინც ჭირდა. ჩვეულებისამებრ, ყურსასმენები გავიკეთე  და ჩემ  წინ მდგომთა ფეხსაცმელებს დავუწყე თვალიერება. როგორც  ყოველთვის, ამჯერადაც,  ჩინური ნაწარმის სიჭარბე  აშკარა  იყო.

უცებ გამოვერკვიე, ზემოთ ავიხედე… ჩემს  წინ ის იდგა. მოკლე მანტო…. დიდი ტყავის ჩანთა….მოკლე თმა…. ჩაწითლებული თვალები… დაღლილი, მაგრამ ძალიან ლამაზი სახე…. მისვლა ვერ გავბედე, მზერას თუ გავაპარებდი ხანდახან.

ორივენი ერსა და იმავე სადგურზე ჩამოვედით, მართლა ასე დაემთხვა, თორემ  მე მაინც ვაპირებდი გაყოლას. ავეკიდე….მისი სიარულის მანერას ვაკვირდებოდი. მოიხედა, მიხვდა რომ მას მივყვებოდი და მგონი გაუხარდა კიდეც. მე, ასე ჩავთვალე ყოველ შემთხვევაში…. ის ქალი იყო, ყველაფრით სავსე,  მე ერთი თმაგაწეწილი ბიჭი, ოცნებებსაყოლილი.

ერთი კვირის შემდეგ კვლავ შევხვდით… ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე.  ერთ პატარა კაფეში. ის მეგობრებთან  ერთად  იყო  და  ყავას  მიირთმევდა. მე  კონიაკი გავუგზავნე  და ჯიბეში უკანასკნელ 20 თეთრიანს  მაგრად მოვუჭირე ხელი. მეტროს გავყვები მეთქი გავიფიქრე… არადა ფეხითაც წავიდოდი. გამოიხედა… გამიღიმა, თუმცა ძვლივს შესამჩნევი დაცინავი მაინც ვიგრძენი ამ ღიმილში… ბანძობა იყო ჩემი საქციელი აბა რა?!

მერე…ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა.

არასოდეს ამიხსნია სიყვარული მისთვის, ის უბრალოდ მიხვდა, რომ ძალიან მიყვარს. რამდენად გახსნილი და მჭერმეტყველი ვარ ჩვეულებრივი საუბრის დროს, იმდენად დაბნეული და მორცხვი ვიყავი საყვარელ ქალთან. არაადეკვატურ საქციელზე აღარაფერს ვამბობ.

ყოველთვის ვეძებდი ადამიანს, რომელიც ყველაფერ ამას უთქმელად მიხვდებოდა და გახსნაში დამეხმარებოდა. არა, შარვლის გახსნას არ ვგულისხმობ, ემოციებზე ვსაუბრობ. ასე რომ, სექსი და ვნება ამ პოსტების სერიალში არ შეგხვდებათ. მხოლოდ სიყვარული, გრიგალივით მოვარდნილი ვნებით სავსე სიყვარული.

ახლაც ერთად ვართ და ჯერ კიდევ, ვერ ამომიხსნია მისი რაღაცნაირი თვალების საიდუმლო. იდუმალებას ბოლომდე ინარჩუნებენ…

 

ნახვა: 123

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters