Qwelly, გაზაფხული, დარაბები, მიღმა, პოეზია, ლექსიდაიმახსოვრე, როდესაც გტკივა
და როცა გრძნობა თავგასულია,
როცა თოვლია გარეთ მუხლამდე,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა ფიქრები შენ არ გეკუთვნის,
როცა აზრები გადართულია,
როცა ვერ ხედავ და გენატრება,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა მოყვასი უბედობისგან,
ცხოვრებისაგან დაჩაგრულია,
დაიმახსოვრე,როცა შეხედავ,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა უაზრო სიყვარულისგან
აზრი გრძნობებში დაკარგულია,
არსებობს ვიღაც,ვისაც უყვარხარ,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
დღე დაღამდება,როცა დრო გადის,
როცა აზრები გადართულია,
ხელს ნუ ჩაიქნევ სუყველაფერზე,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა შავია თეთრი დარაბაც,
როცა ფიქრები გადართულია,
როცა ვერ ხედავ სარკეში შენ თავს,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა მოკვდავთა უგუნურობით,
სული ცოდვებით გაძარცვულია,
დაიმახსოვრე,უფალი გხედავს,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
როცა არ იცი,ვის უნდა ენდო,
როცა მოყვასიც გადაცმულია,
ბოლოს სულ ყველა მოიხსნის ნიღაბს,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!
ერთი მინდოდა მხოლოდ რომ მეთქვა,
ცხოვრება ჩვენი მართლაც რთულია,
მაგრამ...ეს უნდა გვახსოვდეს ყველას,
დარაბებს მიღმა გაზაფხულია!

Qwelly, გაზაფხული, დარაბები, მიღმა, პოეზია, ლექსი

შენი ცხოვრების ზამთარს ღვთის წყალობით გაზაფხული შეცვლის. გაიხარებ, გამხიარულდები და ინანებ შენს მცირედმორწმუნეობას... ამიტომაც ნუ დაღონდები, ნუ ფიქრობ ცუდზე, უფალი შენ გვერდითაა... მალე ჩაივლის ზამთარი, გაზაფხული უკვე კარსაა მომდგარი...

ნახვა: 2776

ტეგები: Qwelly, გაზაფხული, დარაბები, მიღმა

მაიკო: სექტემბერი 24, 2018||10:34pm

ლამაზია ^^

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Get the ARC Raiders Items You Need at U4GM Online Store

გამოაქვეყნა Jimekalmiya_მ.
თარიღი: ნოემბერი 23, 2026.
საათი: 5:44am 0 კომენტარი

In ARC Raiders, having the right equipment can make a big difference when exploring dangerous areas and facing hostile enemies. Weapons, armor, crafting resources, and other useful items all play a role in preparing for each expedition. However,…

გაგრძელება

Is Doctor Doom the Ultimate Cosplay Choice for Avengers: Doomsday? Here's Why!

გამოაქვეყნა Mystoria_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2026.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

With Avengers: Doomsday approaching its December 18, 2026 theatrical release, excitement is growing among movie fans and the cosplay community. One character attracting particular attention is Doctor Doom.…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

Qwelly World

free counters