იმის ნაცვლად, რომ ვიცხოვროთ სავსე და შინაარსიანი ცხოვრებით, ჩვენ პრობლემიდან პრობლემის მიმართულებით დავრბივართ და მუდმივად "ხანძრის ჩაქრობით" ვართ დაკავებული. იმის ნაცვლად, რომ შევქმნათ ფერადი მომავალი, ჩვენ ხელოვნურად ვქმნით დიდ პრობლემას და შემდეგ ვიწყებთ ან მის მოგვარებას ან წუწუნს.

შემდეგ კი ვბედავთ და ხმამაღლა ვიძახით შემდეგი ხასიათის ტოქსიკურ სიტყვებს:

"ღმერთო ჩემო რატომ არ მიმართლებს არაფერში?"
"მე ვინ მომცა ამის ბედი?"
"რატომ მაინც და მაინც მე?"
და ა.შ.
ძალიან გთხოვ კარგად დაიმახსოვრე, რომ ჭეშმარიტება ძალიან უბრალოა. არ არის საჭირო ველოსიპედისა და რვაფეხას გამოგონება იმისათვის, რომ ღირსეული ცხოვრებით იცხოვრო.

პრობლემები არ არსებობს, არის მხოლოდ ამოცანები!

"სამყაროში არავითარი პრობლემა არ არსებობს. ყველა პრობლემის ნავსაყუდელი – შენი თავია!"

სინამდვილეში ყველაფერი ძალიან უბრალოდ გვარდება.

ნუ ეძებ ფორმულებს!

შემოქმედი გვაძლევს ყველაფერს, რაც მოგვესურვება!

…და თუ შენ "მაზოხისტი" ხარ, შემოქმედი გაძლევს პრობლემებს, იმიტომ რომ შენ ეს თავად გსურს.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ადამიანები ქმნიან პრობლემებს ის არის, რომ მათ უბრალოდ სხვა საქმე არ აქვთ. ანუ, ეს სიტყვები სწორედ რომ იყოს გაგებული უფრო დეტალურად განგიმარტავ:

"როდესაც ადამიანი საკუთარი დანიშნულების თანახმად ცხოვრობს, მისთვის პრობლემა ამოცანის სახეს იძენს და ამ ადამიანს ეს ამოცანის გადაჭრა სიამოვნებას ანიჭებს. ესეიგი მთავარი პრობლემა ის არის, როდესაც ადამიანი დანიშნულების გარეშე ცხოვრობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დანიშნულების გარეშე თავად ამ ადამიანის ცხოვრება წარმოადგენს პრობლემას".ჩვენს გონებას სურს, რომ მუდმივად რაღაცით იყოს დაკავებული. მას საინტერესო და საყვარელი საქმე სჭირდება და თუ შენ არ უქმნი მას ამ პირობებს, ის მთელი ცხოვრების განმავლობში შეგიქმნის პრობლემებს, რათა ამით მაინ მიგახვედროს, რომ საზრის მოკლებული ცხოვრებით ცხოვრობ.

საუკეთესო საქმე, რაც პირველ რიგში შენ შეგიძლია გამოუძებნო შენს გონებას – ეს შენი ჭეშმარიტი ოცნება და კონკრეტული მიზანია.შენი შინაგანი, რაც არავის კარნახსა და მითითებას არ საჭიროებს და მუდამ შენშია, უბრალოდ ამ ხელოვნური მტვერითა და ნალექით იმდენად ამოავსე, რომ დღეს უკვე ერთმანეთისგან ვეღარ ანსხვავებ შენი სინდისისა და ყალბი "სოციალური როლის" ხმას.

ნახვა: 2013

ტეგები: Qwelly, ბლოგი, ფიქრი

ლაშა: დეკემბერი 5, 2012||1:21am

პრობლემა არის ამ სიტყვებში - "ადამიანი საკუთარი დანიშნულების თანახმად ცხოვრობს"!!!

პრობლემა სწორედ იმის გარკვევაა რა არის კონკრეტული ადამიანის დანიშნულება და არა ის, რომ ადამიანი მაზოხისტია... პასუხი თითქოს წერია - "მას საინტერესო და საყვარელი საქმე სჭირდება"!

მაგრამ საქმე და დანიშნულება სრულიად სხვადასხვაა... :) ავტორის გამოხმაურებას ველი... :) :*

ბოლოს კი საქმეს, სინდისსა და "ყალბ "სოციალური როლის" ხმას" აიგივებ ადარებ? მდააააააააა.... :) :) :) :) 

Nirvana: დეკემბერი 5, 2012||1:35am

ლაშა მაიგივებელში როგორც წესი იყენებენ ,,ანუ" ან ესე იგი" კავშირებს...,,და "მხოლოდ აზრის გასაგრძელებლად არის გამოყენებული.......................................................................დამიჯერე, შენი გონება ყოველთვის იპოვის შენი ჭეშმარიტი ოცნებებისა და მიზნების განხორციელების საუკეთესო გზას. ის ექსპერტია მიზნების დასახვისა და მათი განხორციელების სფეროში.

შენი ამოცანაა – კონსტრუქციული საქმე მოუძებნო მას. ხოლო, თუ ასე არ მოიქცევი და არ გამოააშკარავებ შენს ჭეშმარიტ ოცნებებსა და მიზნებს, ის აუცილებლად მოძებნის დიდ პრობლემას და მასზე მოახდენს ფოკუსირებას.

გახსოვდეს, რომ გონებას არ უყვარს მოწყენილობა და უსაქმურობა – თუ პრობლემა არ არის, ის არაფრისგან შექმნის მას.

Nirvana: დეკემბერი 5, 2012||1:36am

მდააააააააააა: )) : )))

ლაშა: დეკემბერი 5, 2012||1:48am

თამრი, ახლა შენ მესაუბრები პრობლემის დაბადებასა და ადამიანის გონების ფუნქციონირებაზე...

მე კი შეკითხვა მარტივად დავსვი...

რა შუაშია ადამიანის დანუშნულება და ყოველივე ეს??? :) :) :) :)

"ადამიანი საკუთარი დანიშნულების თანახმად ცხოვრობს" ეს დანიშნულებაა ოცნებები და ფიქრები და პრობლემები??? 

Nirvana: დეკემბერი 5, 2012||1:55am

adamianis danishnulebaa sakutar tavshi ipovos namdvili ,,me" da im gzit iaros rasac guli ,goneba da gmerti ukarnxebs....pasuxic martivad gageci da upro martivadac shemidzlia .es ki ubralod rchevebia romelic namdvili ,,me" s povnashi dagvexmareba. :*:*:*:) ))

ლაშა: დეკემბერი 5, 2012||2:30am

"rasac guli ,goneba da gmerti ukarnxebs" ამა ცოტა სხვაგვარად დავალაგებდი მე პირადად, ან საერთოდ - ვაიდა სამი სხვადასხვა ნაკარნახევია??? შენ უფრო აურიე ადამიანს გზა ვიდრე, პოსტში იყო თამრი... :* :* :* :* :* :*

"ნამდვილი მე..." ფილოსოფოსი იკითხავდა - როგორ გავარჩიო ნამდვილი მე, არანამდვილისგან??? თუ მე მხოლოდ საკუთარ თავში ვეძიე პასუხები??? :(

Nirvana: დეკემბერი 5, 2012||3:10am

შენ სხვანაირად დაალაგებდი მაგრამ ჩვენი გონება გასხვავდება ერთმანეთისაგან, მე ასე ვხედავ და მესმის .თუ შენ გაქვს ვაშლი და მეც მაქვს ვაშლი და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ისევ თითო-თითო ვაშლი გვექნება, მაგრამ თუ შენ გაქვს იდეა და მეც მაქვს იდეა და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ორ-ორი იდეა გვექნება.....სხვების რჩევებს გაუფრთხილდი  და საკუთარ აზრებს დაუკვირდი :)) მე ეს პოსტი იმისთვის გამოვაქვეყნე რომ ნამდვილი მეს პოვნაში დაგხმარებოდი და ეს კომენტარები ბუნებრივიცაა ჭკუა ის არის მოქმედებდე სიტყვის თანახმად.

Nirvana: დეკემბერი 5, 2012||3:10am

მდაააააა:): )):*

ლაშა: დეკემბერი 5, 2012||3:25am

მართლაც რომ მდაააააა... არ ვიცი ამას სიტყვის ბანზე აგდება დავარქვა თუ რა... :D :P

თან ახალ-ახალი დებულებებით მავსებ, და აღარ ვიცი რა გზას დავადგე... - ჭკუა ის არის მოქმედებდე სიტყვის თანახმად... ეს გასაგებია... თუმცა ესეც საჩოთირო ფრაზაა, ვინაიდან, სიტყვას ჭკუა ამბობს, შესაბამისად ჭკუა არის არა მოქმედება - შედეგი, არამედ უძრავი მამოძრავებელი - გონი (არისტოტელე)...

როგორც შენი კომენტარიდან მივხვდი, შენ შემოგაქვს თემები დისკუსიისთვის??? ეს კვლევის მეთოდს ჰგავს, თუმცა კვლევის პროექტში (ზედა პოსტი) იმდენი კვლევის ობიექტი გაქვს, ვეღარ გავიგე ვერაფერი რა... :D :D :D :D :P

ცოტა ჩმოყალიბდი... :D :D :D :D :*

P.S. მოდი შეგეშვები და სტანდარტულ, გაცვეთილ კომენტარს დავდებ - მაგარი პოსტია! :* მომეწონა ძნ... :D :D :D :D :D :* :* :* :*

P.S. p.s. მართლა მომეწონა!!! :*

Nirvana: დეკემბერი 5, 2012||3:55am

სიტყვის აგდებას რაც შეეხება. P.S.   "ნამდვილი მე..." ფილოსოფოსი იკითხავდა - როგორ გავარჩიო ნამდვილი მე, არანამდვილისგან??? თუ მე მხოლოდ საკუთარ თავში ვეძიე პასუხები??? :(   პასუხი იმიტო არ გაგეცი, რომ ამის საწინააგმდეგო აზრი არც იყო პოსტში  გატარებული ..................................................,,საუკეთესო საქმე, რაც პირველ რიგში შენ შეგიძლია გამოუძებნო შენს გონებას – ეს შენი ჭეშმარიტი ოცნება და კონკრეტული მიზანია.შენი შინაგანი, რაც არავის კარნახსა და მითითებას არ საჭიროებს და მუდამ შენშია, უბრალოდ ამ ხელოვნური მტვერითა და ნალექით იმდენად ამოავსე, რომ დღეს უკვე ერთმანეთისგან ვეღარ ანსხვავებ შენი სინდისისა და ყალბი "სოციალური როლის" ხმას........"......................სიტყვა სიტყვით თუ არ განმეორდა აზრი ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანხვედრა არ არსებოს......და არისტოტელეს აზრი რაში მეწინააგმდეგება მაინც ვერ გავიგე....სიტყვის თანახმად მოქმედება და ჭკუით მოქმედება სხვადასხვაა  ასე რომ საჩოთიროს მაგაში ვერაფერს ვხედავ....მე შემომაქვს თემები შენი კითხვის პასუხებისთვის, რათა გაუგებარი გაგაგო.მაგრამ აღმოჩნდა, რომ უფრო დაგაბნიე და ეს კომენტარი სხვა აზრებით არ გადავტვირთე უფრო რო არ დაიბნე.......ირონია მძაგს საშინლად და არ იყო უბადრუკი მოწონება საჭირო.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters