დავუშვათ, რომ ვცხოვრობთ
წამოდი, ნამდვილი ცხოვრება გაჩვენო!
ნამდვილი და არა ზუსტი.
მე არ მინდა, რომ შენ ხედავდე უშეცდომოდ,
სხვისი გამოცდილების ხარჯზე სპეკულირებით
წუთებს აგროვებდე.
"დრობუსში" საათის ანაბარა გახსნა და
155 წლის ასაკში ბედნიერებისაგან გაკოტრდე.
არ დაიჯერო, რომ იმ სხვებმაც ის განიცადეს,
რასაც შენ განიცდი.
როცა მათ გამოცდილებებს ჩაყლაპავ
არაფრის გემოს იგრძნობ.
და თუ მაინც გაჯიუტდები
ყლაპე ყოველ დილით უგემოვნების ნერწყვები.
რა საჭიროა ზუსტად მიყვე თეზისებს
გამოცდილების სახელით,
რომ უშეცდომობა გარანტირებული გქონდეს?!
დავუშვათ
ყველა ადამიანი გამოცდილებით ცხოვრობს და ბედნიერია,
მაგრამ ბედნიერია ყველა ვინც გამოცდილებით ცხოვრობს?
თუ ერთი ადამიანი მაინცაა უბედური
ცდა არაზუსტია.
წამოდი და მე გაჩვენებ,
რომ დედამიწა იმხელაა
რამხელაც შენ გინდა რომ იყოს.
შეიძლება წლების მატებასთან ერთად
გაფართოვდეს ან შეიკუმშოს,
მაგრამ ამას მხოლოდ შენ აღმოაჩენ.
წამოდი და არაზუსტად ვიაროთ.
დავუშვათ, რომ ვცხოვრობთ...
თამარ ჭყოიძე
ყველა თავისებურად უყურებს ამ სამყაროს :) ამ შემთხვევაში ასე დაინახა ავტორმა და გადმოგვცა ჩვენ :)
"წამოდი და მე გაჩვენებ,
რომ დედამიწა იმხელაა
რამხელაც შენ გინდა რომ იყოს.
შეიძლება წლების მატებასთან ერთად
გაფართოვდეს ან შეიკუმშოს,
მაგრამ ამას მხოლოდ შენ აღმოაჩენ.
წამოდი და არაზუსტად ვიაროთ."
მომეწონა :)
მეც ეგ ნაწილი მომწონს განსაკუთრებით :)
თა _ მო ვისი დაწერილია?
ბოლოში წერია ავტორის ვინაობა :) თამუნა ჭყოიძე,ილიაუნის მე4 კურსის სტუდენტია :)
შევეხმიანები იმ კომენტარის ავტორს, ვინც თვლის რომ მხოლოდ სხვისი შეცდომების თვალყურის დევნა და უშეცდომობაზე აქცენტირებაა საყურადღებო. კი ბატონო, ესეც უნდვა ვცადოთ, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ჩვენი, საკუთარი გამოცდილებები ვერ დავაგროვოთ. მაშინ რაღა აზრი აქვს ცხოვრებას? არც ჩვენ აღარ დავიბადებოდით,რადგან იმ ,,სხვებმა" ხომ გაიარეს უკვე თავიანთი გასავლელი? მაგრამ ჩნდება კითხვა: მათ ჩვენს მაგივრადაც იცხოვრეს?
კომენტარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია