სალოოო ჩემო ლამაზო, ძალიან კი გამიჭირდება და ძალიან მომენატრები , სულ გამიფრინდი ჩემო პატარა, ვიღას გავანდო ჩემი საიდუმლოებები ,როცა ერთი მეორეს მესაიდუმლეები ვიყავით, მე მახსენდება ყველა ის დრო, ის წუთი ერთად გატარებული. და თურმე რა ბედნიერი ვიყავით ერთმანეთს რომ ჭკუას ვარიგებდით და ამით  ვხარობდით ,ხან ვტიროდით ხან ვმასხრობდით და ბევრს ვცანცარობდით მაგრამ,სულ ერთად ვიყავით..... ერში ცხოვრება დატოვე და მონასტრული ცხოვრება აირჩიე და მეც დაგთანხმდი რადგან უკვე მეუფისთვის ნათქვამი გქონდა  :( :( :( ახლაც არ დაგკარგავ სულ ჩემს გულში იქნები და ხშირად გინახულებ ხოლმე, ვიცი რომ უფლის სამსახურში დგები და მას უნდა ემსახურო და ამით ვიმშვიდებ გულს და გახსოვდეს მე შენთან ვარ სადაც არუნდა წახვიდე მე რაღა გითხრა მეტი მინდა ახალი მონასტრული ცხოვრების და საღმრთო სარბიელზე მოღვაწეობის დაწყება მოგილოცო და უფალი გფარავდეს მუდამ და შეგეწიოს წმ გიორგის მადლი და მეოხება, და მოგვიხსენიე ლოცვებში და იცოდე ძალიან ძალიან მიყვარხარ !   ♥♥♥♥♥♥♥♥ ☻☻☻☻☻☻☻☻

ნახვა: 459

ტეგები: Qwelly, მეგობარო, მონაზვნობა, მონასტერი, სალო, ხაშური

makuna: მაისი 2, 2014||2:44am
Tamo,შენმა მეგობარმა საუკეთესო გზა აირჩია ცხოვრებაში.:):):)ყველა ვინც მონასტერში მიდის მჯერა,რომ იქ უფალთან ახლოს მყოფობით,უფრო მეტ ბედნიერებას ეზიარებიან,ვიდრე აქ საერო ცხოვრებაში.
tamo: მაისი 2, 2014||12:21pm

maka: მაკა მჯერა და ვიცი რომ კარგი გზა აირშია , უფალთან იქნება მაგრამ, ის  სულ მონასტერში დადიოდა ხოლმე სტუმრად და დედებს  ეხმარებოდა, ვიცი თვითონაც ძალიან უნდოდა , მე ძალიან მწყდება გული განვიცდი ამას  რომ ისე ვეგარ ვიქნები მასთან როგორც ვიყავი ,მეც  ვაპირებდი  წასვლას მონასტერში სულ მაგას  გავიძახოდი, და ჩემმა კეთილის მსურველმა მეგობარმა რომელიც  ძალიან კარგად მიცნობს დავიცი რომ გული შესკივა ჩემზე და მითხრა რომ ვერ  გაზლებო და ეცეს იყოო მამაომ წამიყვანა 2 დღე  დამტოვა მაგრამ ტელეფონი რომ გამომართვა დედაომ ლამის  ჭკუიდან გადავედი, მივეცი დავემორჩილე უნდოდა ყურედღება რამეში გადამეტანა და რამდენინე მორჩილების გაკეთება დამავალა , რა ძალიან გამეხარრდა ფსალმუნის ქსოვა ვისწავლე ეს ორი დღე ჩემთვის  გლოვის  და სიხარულის ღეები იყო და ასე დასრულდა, მართალია მე  მას  არ  დავივიწყებ ბავშვობის მეგობრები ვართ და  კიდეც ვინახულებ მაგრამ მე ვიცი რო იქ  ჩემი ადგილი არ არის !... ეხლა 4  მაისს მეუფე  სვიმეონი აღკვეცს

makuna: მაისი 3, 2014||1:08pm

tamo,როგორ,როგორ ძალიან კარგად მესმის შენი...))არ ვიცი რატომ,მაგრამ ვინც მონასტერში მიდის ამას შინაგანად,მეც განვიცდი.ალბათ იმიტომ,რომ მათთვის და მათი ახლობლებისთვის ძალიან მტკივნეულია ერთმანეთისგან განშორება.თავს იმით ვინუგეშებ,რომ ისინი იქ მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებენ.იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს,როცა გრძნობ უფლის სიახლოვეს,რომელიც არ გტოვებს და ყოველთვის შენთანაა.))მონასტერში ცხოვრების მცირე გამოცდილება,რომ მიგიღია,ესეც უდიდესი მადლია.))წარმატებას და სულიერ ძალაში განმტკიცებას ვუსურვებ შენს მეგობარს.)))

გვანცა: მაისი 3, 2014||1:21pm

maka: ვერ დაგეთანხმები, რომ : ”მათთვის და მათი ახლობლებისთვის ძალიან მტკივნეულია ერთმანეთისგან განშორება”. როცა იცი, რომ შენთვის საყვარელი ადამიანი უფალს უფრო უახლოვდება და მისკენ სწრაფვა ხდება მისი უმთავრესი მიზანო ეს ტკივილს ვერ ბადებს... პირიქით უდიდესი სიხარულით გავსებს...

makuna: მაისი 3, 2014||3:29pm

gvanca"ტკივილში"მე მათი მონატრებისგან გამოწვეულ გრძნობას ვგულისხმობ.)ბევრ ოჯახს ვიცნობ,რომლებიც მართლა მასეთ შეგრძნებას ატარებენ.შენს ხედვას უდავოდ ვეთანხმები.))უბრალოდ სამწუხაროა,რომ ბევრი მასე არ აღიქვამს.

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters