"იდიოტმა"  ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. აშკარაა, რომ დოსტოევსკი კარგად იცნობდა ადამიანის ფსიქოლოგიას. თითქოს თავის თავზე წერდეს, მწერალი ხომ თავადაა ყოველი, თავისი პერსონაჟის შემქმნელი.. რომანში არსებული ყოველი გმირი დოსტოევსკის გულიდან, ფიქრიდან იშვნენ... 

რომანის მთავარი გმირია - თავადი მიშკინი. იგი  სახეა: სიკეთისა, გულწრფელობისა იდეალური ადამიანობისა..  ებრალება განურჩევლად ყველა; უდიდესი მიმტევებლური თვისებით გამოირჩევა.  იგი საზოგადოებაში იდიოტის სახელითაა ცნობილი.

გთავაზობთ ამონარიდებს წიგნიდან:

„ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენირნი და ბედნიერნი და არ დაკარგონ დედამიწაზე ცხოვრების უნარი. მე არ მინდა და არ შემიძლია დავიჯერო, რომ ბოროტება შეიძლება იყოს ადამიანის ნორმალური მდგომარეობა.“

„ვინა თქვა, ადამიანი უბედური შეიძლება იყოსო? რა ბედენაა ჩემი დარდი და გაჭირვება, თუკი ბედნიერი შემიძლია ვიყო? იცით, ვერ გამიგია, რა გულით უნდა ჩაუარო ხეს, შეხედო და ბედნიერება არ იგრძნო? ელაპარაკო კაცს, გიყვარდეს იგი და ამან არ გაგაბედნიეროს! რამდენი მშვენიერი საგანი კი გვხვდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რაიც ყველაზე გზადაკარგულ ადამიანსაც თვალს მოსტაცებს? შეხეთ ბავშვს, შეხეთ დალოცვილ განთიადს, ბალახს, როგორ იზრდება იგი, თვალებს, რომ გიცქერიან და უყვარხართ…“

„ბავშვებს ყველაფერი შეგიძლია უამბო. სულ მიკვირდა, მოზრდილები რა ცუდად სცნობენ-მეთქი ბავშვებს. არც დედ-მამამ იცის თავისი შვილების ამბავი. ბავშვებს კაცმა არაფერი უნდა დაუმალოს; ვითომც პატარები არიან და მათთვის ადრეა ყველაფრის ცოდნაო. რა უბადრუკი მოსაზრებაა! იცით, ბავშვები მშვენივრად ამჩნევენ მშობლებს პატარები ვგონივართ და ისე ფიქრობენ, ვერაფერს მივხვდებითო. სინამდვილეში კი ძნელად გამოაპარებთ რასმე. აბა, ვინ წარმოიდგენს, რომ რა თავსამტვრევი საქმეც არ უნდა იყოს, ბალღი საოცრად გონივრულ რჩევას მოგცემს. ღმერთო ჩემო! როცა ეს პატარა ჩიტუნები მიამიტად მოგაპყრობენ გაბრწყინებულ თვალებს, რა სინდისით უნდა მოატყუო ისინი! ჩიტუნები-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ ჩიტზე წმინდა ამ ქვეყნად არ არის რა.“

„როგორც დედის გული ხარობს ჩვილის პირველი ღიმილით, ისევე ღმერთს უხარია, როცა ზეციდან გადმოიხედავს და ვინმე ცოდვილს დაინახავს, სულითა და გულით დამდგარს.“

„სიბრალული შეადგენს ადამიანთა ყოფის ყველაზე დიდსა და იქნებ ერთადერთ კანონს.“

„ადამიანმა ძალით უნდა დაიბრუნოს დაკარგული რწმენა. ახლა სულის სიმწარით სჭირდება ეს… დიახ! რაღაც უნდა სწამდეს, ვიღაც უნდა სწამდეს!“

 

ნახვა: 2471

ტეგები: Qwelly, Идиот, ამონარიდი, ბლოგი, დოსტოევსკი, იდიოტი

თათია: თებერვალი 3, 2015||10:43pm

ვინაიდან კარგად არ მახსოვს, ვფიქრობ, გადახედვა არ მაწყენდა :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters